საზოგადოებრივი ჰიტლერის ანდერძი და წინასწარმეტყველება, რომელიც უკვე ახდა 31 მაისი, 8:46 ნაცისტების ლიდერმა თავი 1945 წლის 30 აპრილს მოიკლა. ხოლო, სიკვდილის წინ, ჰიტლერმა თავის მდივანს დაურეკა და ანდერძის ბოლო ვერსია უკარნახა. მართალია, ამ მოცულობითი დოკუმენტის პირველი ვერსია 1945 წლის 4 თებერვლით თარიღდება, ბოლო სტრიქონები კი, 26 აპრილს არის მიწერილი. მაგრამ, სიკვდილის წინა დღეს, ფიურერმა ტექსტში შესწორება შეიტანა. სიმართლე რომ ითქვას, ჰიტლერის ანდერძი უფრო პოლიტიკური დოკუმენტია, რადგან მასში საუბარი, ძირითადად, გერმანიის მოწყობაზე და მის შემდგომ ბედზეა. ანდერძის ხელმოწერას ოთხი მოწმე ესწრებოდა: ბორმანი, გებელსი, ბურგდორფი და კრებსი. ამ დოკუმენტის ორიგინალი შემორჩენილი არ არის, რადგან ჰიტლერმა, მასში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ის ოფიცერს გადასცა, რომელმაც ანდერძი ავსტრიაში წაიღო და ერთ–ერთ ბანკში შეინახა. მაგრამ, სად წავიდა ანდერძის ხელმოწერილი ვერსია, – უცნობია. მისი მხოლოდ შავი ვარიანტია შემონახული. თუმცა, ისიც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ბევრი რამ, რაც იქ წერია, ამა თუ იმ ხარისხით, უკვე რეალიზდა. ანდერძის შავი ვარიანტი ბრიტანელმა ისტორიკოსმა ჰიუ ტრევორ-როპერმა (Hugh Trevor-Roper, 1914–2003) შეისწავლა: ჩატარდა ტექსტური ანალიზი, გამოყენებული იქნა მდივნის ტ. იუნგეს ჩვენებაც და დოკუმენტის ავთენტურობა სრულად დადასტურდა. იცოდა, რომ სასამართლო პროცესი იქნებოდა ანდერძში ჰიტლერმა განმარტა, რომ თავის მოკვლა, სირცხვილის და სასამართლოს თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა. ფიურერმა იცოდა, რომ ბერლინის კაპიტულაცია გარდაუვალი იყო. ამიტომ, დეტალურად გაწერა, თუ ვისთვის უნდა მიეცათ მისი ქონება: ის ყველაფერს ნაციონალ-სოციალისტური პარტიას უტოვებდა. ხოლო, სურათების კოლექცია, თავის მშობლიურ ქალაქს, ლინცს (ავსტრია) უანდერძა. ნიურნბერგის პროცესი ( 1945 წ. ნოემბერი – 1946 წ. ოქტომბერი) ომის დასრულების შემდეგ, სასამართლო მართლაც გაიმართა და მის წინაშე ყველა დამნაშავე წარსდგა – ჰიტლერმა კი, მათ შორის ყოფნა არ ისურვა. ანდერძიდან ისიც ჩანს, რომ ფიურერი იმედოვნებდა, რომ ისინი, ვინც მან თავის ანდერძში დაასახელა, გერმანიის მართვას გააგრძელებდნენ. ეს 15 მინისტრი იყო, – მათ შორის, კარლ დენიცი, რომელსაც ჰიტლერი არმიის მეთაურის რანგში ხედავდა (ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ, კ. დენიცი მისი მემკვიდრე გახდა და რაიხსპრეზიდენტის და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე დაინიშნა) და ი. გებელსი იყო, რომლისთვისაც ფიურერმა რაიხსკანცლერის პოსტი გაიმეტა. ხოლო, გერმანიის მტრებთან მოლაპარაკების მცდელობის გამო, მან გერინგი და ჰიმლერი კანონგარეშედ გამოაცხადა. ცბიერი იაპონელები და ინერტული იტალიელები ჰიტლერი იაპონიასთან და იტალიასთან ალიანს შეცდომად თვლიდა და ნანობდა. მისი აზრით, იაპონელებს ძალიან წინდახედულები და ცბიერები იყვნენ და II მსოფლიო ომში, მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო ჩაერთნენ. იაპონიას პერლ–ჰარბორზე რომ არ მოეხდინა თავდასხმა, რუზველტი მეორე ფრონტის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა – რაც საერთოდ არ აწყობდა, ძალაგამოცლილ ვერმახტის არმიას. ანტიკომინტერნული პაქტის ხელმოწერა, 1936 წ. 25 ნოემბერი მუსოლინთან თანამშრომლობას კი, მისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია – იტალიელები ცუდად იბრძოდნენ, ხოლო გრძელვადიანი საომარი მოქმედებების მოტივაცია საერთოდ არ ჰქონდათ. ფიურერის თქმით, ისინი მხოლოდ ზედმეტ პრობლემებს ქმნიდნენ. აშშ და საბჭოთა კავშირი კონკურენტები იქნებიან ჰიტლერის გეოპოლიტიკური წინასწარმეტყველებები კი, ზუსტად ახდა. მან ანდერძში მიუთითა, რომ შტატები და სსრ კავშირი, ომის შემდეგ, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების სიის სათავეში მოექცეოდნენ და როგორც «ისტორიის კანონი» გვაჩვენებს, – ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. არა ღიად, იარაღით, არამედ იდეოლოგიის და ეკონომიკის თვალსაზრისით. ასეც მოხდა – მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე ბრძოლების შემდეგ, სხვა ბრძოლები, ე. წ. «ცივი ომი» და გამალებული შეიარაღება დაიწყო, რომლის დროსაც, აშშ და სსრ კავშირი, ერთმანეთისთვის საკუთარი უპირატესობის ჩვენებას ცდილობდნენ და «რკინის ფარდას» აღმართავდნენ. ფიურერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია არცერთ ამ ქვეყნებს არ უნდა მიერთებოდა. ჰიტლერმა ასევე ივარაუდა, რომ სსრ კავშირი ბოლშევიკურ იდეოლოგიას თანდათან დაშორდებოდა, რაც საუკუნის ბოლოს ახდა კიდეც. არანაკლებ საინტერესოა ჰიტლერის ინტერვიუც, რომელიც მან შვეიცარელ ჟურნალისტს კურტ შპეიდელს, სიკვდილის წინ, ბუნკერში მისცა. მასში ფიურერმა აღნიშნა, რომ II მსოფლიო ომში, სწორედ საბჭოთა ხალხი აღმოჩნდა ყველაზე ამტანი. თუმცა, მისი აზრით, ამ ხალხის იდეალიზირება არ ღირდა, რადგან მათში ძალიან ბევრი აზიატური თვისება იყო. აქედან გამომდინარე, თავისი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფიურერს, სავარაუდოდ, არც სტალინი ეყოლებოდა იდეალიზირებული. თუმცა, მას უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე, იგივე ჩერჩილს და რუზველტს. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ჰიტლერის შესახებ, რომელსაც გერმანიის ფიურერი სიცოცხლის ბოლომდე მალავდა* თავსატეხი – 1 სურათი და 8 შეკითხვა (პასუხები აქვს)* XXI საუკუნის ნოსტრადამუსმა ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?1754 1-ს მოსწონს
|