x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რომ არა დიანას დის გულწრფელად ნათქვამი წინადადება, ჩარლზი სარაზე დაქორწინდებოდა და არა დიანაზე
image
არავინ იცის ცხოვრება ვის რას უმზადებს. დიანაზე დაქორწინებამდე პრინც ჩარლზს დიანას და სარა უყვარდა, თან, როგორც ამბობენ გულწრფელად, ყოველგვარი ანგარების გარეშე.


საზოგადოება უკვე იმაზე საუბრობდა, რომ მალე სამეფო ოჯახში უზარმაზარი საქორწინო ცერემონია მოეწყობოდა ჩარლზის და სარა სპენსერის შეუღლების გამო.

დიანამ შეიძლება მილიონობით ადამიანის გული მოიგო მსოფლიოში, მაგრამ პრინცესას სტატუსის გამო წესით ის მადლიერი უნდა ყოფილიყო თავისი დის სარასი, რადგან სწორედ სარა სპენსერი გახლდათ ის ადამიანი და დიანას და, რომელმაც პრინცესას სტატუსი დაუთმო დას. მართალია ეს შეგნებულად არ გაუკეთებია, მაგრამ დიანასგან განსხვავებით სარა სრულიად განსხვავებული ხასიათის გახლდათ, ურთიერთობაში მუდამ გულწრფელი და პირდაპირი, ვერ იტანდა პირფერობას, ტყუილს და სიმდიდრეზე მონადირე ქალებს.
რომ არა სარას პატარა წინადადება, რომელიც მან რეპორტიორებთან თქვა, სწორედ სარა გახდებოდა პრინცესა და არა დიანა.

გრაფი ჯონ სპენსერის უფროსი ქალიშვილი სარა გარეგნობითაც და ხასიათითაც ბევრად ჯობდა უმცროს დას დიანას, რომელიც მუდამ ამბიციური იყო.
მისი საპირისპირო ხასიათის გახლდათ სარა, რომლის სილამაზემ და მომხიბლელობამ შეაყვარა პრინც ჩარლს სარა და სარას პირდაპირობამ დააშორა წყვილი ერთმანეთს.

თავისი ამბიციური დისგან განსხვავებით სარა ნებისმიერ ადამიანთან ნახულობდა საერთო ენას. ჩარლზს მოსწონდა მასთან ურთიერთობა და მისი უშუალობა, მაგრამ 70-იანი წლების ბოლოს სარას მიერ რეპორტიორებთან ნათქვამი გულწრფელი წინადადება გახდა მათი მოსალოდნელი ქორწილის ჩაშლის და მათი დაშორების მიზეზი.


არა და სარას ამ წინადადებით გულწრფელად სურდა ეთქვა, რომ დედოფალ ელისაბედ ||-ის შვილს ხვდებოდა არა მისი სტატუსის არამედ გულწრფელი სიყვარულის გამო.

"ჩემთვის სულერთია ვის გავყვები ცოლად, მენაგვეს თუ პრინცს, მთავარია ჩვენს შორის გულწრფელი და ნამდვილი სიყვარული იყოს"-ეს წინადადება გახდა პრინც ჩარლზისა და სარა სპენსერის დაშორების მიზეზი, ხოლო დიანას გზა გაეხსნა სამეფო ოჯახისაკენ, სადაც მუდამ სკანდალებში ეხვეოდა, არც ჭორების დეფიციტი იყო მის ირგვლივ, რომელთა დიდი ნაწილი, რომ სიმართლე იყო ეგვიპტელი მილიარდელის ვაჟთან მისმა ურთიერთობამაც დაადასტურა, რასაც შეეწირა კიდეც პრინცესა. სამეფო ოჯახი არავის აპატიებდა პრინცესას მიერ პრინცისათვის "რქების დადგმას".


1980 წელს სარა სპენსერი ცოლად გაჰყვა კოლორიტულ ნილ ედმონდ მაკკორკოდეილს. ქორწინება ძალიან მყარი და წყვილისთვის ბედნიერი გამოდგა. სარა გახდა 3 შვილის დედა და ბედნიერად ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

სარას უკვე შვილიშვილებიც ჰყავს. ის ცხოვრობს სოფელ სტოკ-როჩფორდში. რომელიც ლინკოლნშირის საგრაფოში შედის. დაკავებულია ნადირობით და ქველმოქმედებით.






0
149
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
149