x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
საიდან გაჩნდა ესპანური კორიდა და რატომ სვამენ რუს მაყურებლებს ცალკე?

image


საერთოდ რატომ უნდათ კორიდის აკრძალვა? ჰეი ტორერო! ყველამ იცის ცნობილი ესპანური კორიდა - სასიკვდილოდ საშიში თამაში ადამიანსა და ხარს შორის არენაზე. საიდან გაჩნდა ესპანური კორიდა და რატომ სურთ ახლა ასე დაჟინებით მისი აკრძალვა? გიყვებით დეტალურად.




როგორ გაჩნდა კორიდა


image


ისტორიკოსები ესპანური კორიდის სათავეს ხარის უძველეს, წინაინდოევროპულ კულტში ხედავენ, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არსებობდა. ფრესკები ხარის თამაშებით შეგიძლიათ იპოვოთ მაგალითად, სამი ათასი წლის წინანდელ ძველი კრეტას მინოსურ სასახლეებზე, ხოლო ხარისადმი თაყვანისცემის გამოძახილები, გვხვდება იმავე მინოტავრის შესახებ გავრცელებულ მითშიც, რომელსაც ახალგაზრდა ქალებით კვებავდნენ.


image


მითები მინოტრავის შესახებ - ხართან უძველესი თამაშების გამოძახილი

ესპანეთში დასახლებულმა იდუმალებით მოცულმა იბერიულმა ტომებმა ხარის კულტი სრულად მიიღეს. ხარი, ერთი ვერსიით, მათ ეროვნულ სიმბოლოზეც კი გამოჩნდა, ჩვენი ეპოქის დასაწყისში რომაელებმა ესპანეთი მთლიანად დაიპყრეს, სადაც მათ გლადიატორთა ცნობილი ბრძოლების ჩატარება დაიწყეს, ხარებისა და სხვა დიდი ცხოველების, სპილოების წინააღმდეგ ადამიანთა შერკინება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.


image


რომაელების წასვლით ადგილობრივმა ესპანელებმა გლადიატორთა ბრძოლის ტრადიციები არ დაივიწყეს, თუმცა ქრისტიანობამ მისი ჩატარების უფლება მხოლოდ ცხოველების წინააღმდეგ მისცა, რომის იმპერიის დაშლის გათვალისწინებით, აფრიკიდან სპილოების და სხვა მარტორქების ჩამოყვანა შეუძლებელი გახდა, ამიტომ ხალხი იძულებული გახდა მხოლოდ ხარებთან ჩხუბს დასჯერებოდა (საბედნიეროდ მათი რაოდენობა კი საკმაოდ დიდი იყო), რაც დროთა განმავლობაში ერთ მთლიან, კარგად ორგანიზებულ შოუდ იქცა.




როგორ არის ორგანიზებული კორიდა?


image



ხარების ბრძოლა მრავალსაუკუნოვანი დახვეწილი წესების მიხედვით არის აგებული, საიდანაც ერთი პატარა გადახვევაც კი ავტომატურად მონაწილეების სიცოცხლეს საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს.


image


ხარს ხულოსები იგივე კაპეადორები წითელი ნაჭრით, მულეტათი ახელებენ, შუბებით ჩხვლეტენ ცხენოსანი პიკადორები, ბანდერილიერები ქედში ურჭობენ პეტარდებიან, ბაფთაშებმულ ხელშუბებს, ხოლო სასიკვდილო დაშნას ხარს მატადორი ურტყამს, რომელსაც ხშირად ტორეადორსაც უწოდებენ.


image




კორიდის აკრძალვა



image



წერილობითი წყაროებიდან პირველი ცნობილი ხარების ბრძოლა 711 წლით თარიღდება, და ის კასტილიის მეფე ალფონსო VIII- ის კორონაციის პატივსაცემად გაიმართა. საინტერესოა, რომ პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ არაბებმა ხარების ბრძოლის აკრძალვა სცადეს. მუსლიმების მიერ კონტროლირებად ესპანეთის ტერიტორიაზე ხარების ბრძოლა საშინელი ტაბუს ქვეშ მოექცა, მაგრამ ესპანელი ქრისტიანები ამას სხვა სარწმუნოების დამპყრობლების წინააღმდეგ წინააღმდეგობის ნიშნად, და ომის წინ შესანიშნავ გასამხნევებელ ვარჯიშად თვლიდნენ, ამიტომ ხარების ბრძოლაზე მათ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გააკეთეს. კორიდა ესპანეთის ერთგვარ ეროვნულ სიმბოლოდ იქცა.


image


დღეს ესპანეთში კორიდის აკრძალვის მომხრეთა კვლავ დიდი რაოდენობაა შემორჩენილი, განსაკუთრებით კი ცხოველთა უფლებების დამცველებს შორის. ისინი ამბობენ, რომ არენაზე ხარის მოკვლა არის სასტიკი, სისხლიანი სანახაობა, რომელიც ტანჯვას აყენებს როგორც თავად ცხოველს, ასევე შოუს მაყურებელსაც. რაზეც კორიდას მხარდამჭერები გაოგნებულები პასუხობენ: "და უფრო ადვილია ხარის მოკვლა სასაკლაოში?" და საერთოდაც, კორიდაზე "ტოროს" სრული უფლება აქვს სიცოცხლის შენარჩუნების. გარდა ამისა, არენაზე ადამიანიც და ხარიც სრულიად თანაბარ პირობებში იმყოფებიან... სუსტი გულის მქონე ადამიანებს კი ხარების ბრძოლის ყურებას არავინ აიძულებს!




რატომ სვამენ რუსებს კორიდაზე ცალკე ტრიბუნაზე?


image


საინტერესო ფაქტი. რუს ტურისტებს, ისევე როგორც ბევრ სხვა უცხოელ მაყურებელს, ვისაც კორიდაზე დასწრება სურს, არენიდან მაღლა, ტრიბუნებზე ცალკე სვამენ. როგორც თავად ესპანელები განმარტავენ, ეს იმიტომ კეთდება, რომ ქვეყნის სტუმრები, განსაკუთრებით კი რუსები, ძალიან ხშირად არა ტორეადორებს, არამედ ხარებს გულშემატკივრობენ, რომლებსაც ასევე ხმამაღალი შეძახილებითაც ამხნევებენ. მათ გულწრფელად უხარიათ მატადორების შეცდომები, თითქოს ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათ რეალური საფრთხე ემუქრებათ, ბრძოლის მონაწილეებს კი მძიმე წუთებში ოჰჰ, როგორ სჭირდებათ ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლების მხარდაჭერა...









0
255
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
255