პოლიტიკა თურქეთის პრეზიდენტმა "გაეროს" "მკვდარი სული" უწოდა 29 მაისი, 15:19
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას „მკვდარი სული“ უწოდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაერო არის „მკვდარი სული“ ორგანიზაცია. თურქეთის ლიდერმა გამოთქვა გაკვირვება ღაზას სექტორის სამხრეთში, რაფაში შექმნილი ვითარების გამო. მისი თქმით, აშშ-ს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე იგივე პასუხისმგებლობა ეკისრება , როგორც ისრაელს. სანამ ხალხი ღაზაში კვდება, ევროპაში სიტყვის თავისუფლება და ბავშვთა უფლებები კვდება, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა. „გაერო, რა სარგებელია თქვენგან. თუ გენოციდის შეჩერება არ შეგიძლიათ? (...) გაეროს საკუთარ პერსონალის დაცვაც კი არ შეუძლია . გაერო მკვდარი სულია“, - დაასკვნა თურქეთის პრეზიდენტმა. მანამდე თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ხოცვა-ჟლეტა მანამ არ შეწყდება, სანამ დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ ისრაელს. ერდოღანის თქმით, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ანტისემიტიზმს აღვივებს, რათა მისი პოლიტიკური ცხოვრება გახანგრძლივდეს. ასევე თურქეთის ლიდერმა ერდოღანმა მკაცრად მოითხოვა ისრაელის ქმედებების შეჩერება ღაზაში. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პასუხისგებაში უნდა მიეცეს ღაზას სექტორში ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. თუ ეს არ გაკეთდა, მსოფლიო ახალი კონფლიქტების წინაშე აღმოჩნდება, აღნიშნა მან. 193 4-ს მოსწონს
|