x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138388
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
ამ 60 წლის არგენტინელ ქალზე ამჟამად მთელი მსოფლიო საუბრობს
image

Miss Argentina 2024 კონკურსის ფინალი, რომელიც გაიმართა 25 მაისს, მოიგო მოდელმა და მსახიობმა მაგალი ბენეჰამ კორტიმ კორდობის პროვინციიდან. თუმცა, მაყურებელი ყველაზე ყურადღებით აკვირდებოდა არა მას, არამედ 60 წლის ადვოკატს ალეხანდრა მარისა როდრიგესს. მიუხედავად მისი ასაკისა, ის შეიძლება ქვეყნის მთავარი ლამაზმანიც ყოფილიყო და გამგზავრებულიყო საერთაშორისო კონკურსზე-Miss Universe.



60 წლის როდრიგესმა ყურადღება აპრილში მიიქცია, როდესაც ბუენოს აირესის პროვინციის სილამაზის დედოფალი გახდა. მანამდე იგი ცხოვრობდა მშობლიურ ქალაქ ლა პლატაში, დედაქალაქის სამხრეთით და მუშაობდა იურიდიულ მრჩევლად საავადმყოფოში.

image


ქალი დაიბადა 1964 წელს ბენჟამინ როდრიგესის ოჯახში, რომელიც იყო ბუენოს აირესის პროვინციის სოფლის მეურნეობის მინისტრი.


ქალი ბავშვობიდან ოცნებობდა გამხდარიყო სილამაზის დედოფალი. შვიდი წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო ქალაქ ლა პლატას ბავშვთა შეჯიბრში და მოიგო კიდეც გვირგვინი, ასევე მოგზაურობა კურორტ სან კარლოს დე ბარილოში.


თუმცა, ამის შემდეგ მას სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა აღარ მიუღია. როდრიგესმა ჯერ ლა პლატას ეროვნული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მედიაში. 2000 წელს კი მან იურისტის დიპლომი აიღო ხარისხი იმავე წელს გახდა არგენტინის ჯანდაცვაში კონსულტანტი.

image

ცნობილია, რომ ქალი გათხოვილი იყო, მაგრამ ახლა განქორწინებულია. შვილები არ ჰყავს. როდრიგესს უყვარს კატები და გატაცებულია პოეზიით, ასევე ლათინური ამერიკული მუსიკით და ტანგოთ.


კონკურსის დაწყებამდე 60 წლის ლამაზმანმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ახერხებს ახალგაზრდული გარეგნობის შენარჩუნებას.

image

"ინტერვალებით ვშიმშილობ და როგორც ჩანს, ძალიან მეხმარება. ვცდილობ ვჭამო მხოლოდ ორგანული პროდუქტები - მეტი ბოსტნეული და ხილი - და ვიყენებ მაღალი ხარისხის კანის კრემებს“, - გაამხილა როდრიგესმა თავისი საიდუმლო.


მას შემდეგ, რაც როდრიგესმა გამოაცხადა, რომ აპირებდა 2024 წლის "მის ბუენოს-აირესის" კონკურსში მონაწილეობის მიღებას, მან მაშინვე მიიპყრო ყურადღება საკუთარ ქვეყანაში, ხოლო აპრილში გამარჯვების შემდეგ მთელ მსოფლიოში. ხალხი ვერ იჯერებდა, რომ როდრიგესი მართლაც 60 წლის იყო და ამის შესახებ ინტერნეტში ცხარე დისკუსიები იმართებოდა.


image


როდრიგესმა მის არგენტინის კონკურსში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წესები შეიცვალა 2023 წლის სექტემბერში Miss Universe-ის ორგანიზატორებმა, რომლის ეგიდითაც ტარდება ეროვნული კონკურსები, გააუქმეს ასაკობრივი ზღვარი.

image

1958 წლიდან კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ 18-დან 28 წლამდე გაუთხოვარ გოგოებს შეეძლოთ. ახალი წესების მიხედვით, კონკურსანტი მხოლოდ ზრდასრული უნდა იყოს. „სილამაზეს ვადა არა აქვს. იმისთვის, რომ ლამაზი დარჩე, საკმარისია საკუთარი თავის ნდობა და ბუნებრიობა “, - ასე დააკომენტარა როდრიგესმა ეს გადაწყვეტილება.

image

ეროვნულ კონკურსზე როდრიგესს "საუკეთესო სახის" ტიტული გადაეცა . თავად კონკურსის გამარჯვებული 29 წლის მოდელი და მსახიობი მაგალი ბენეჰამ კორტი გახდა კორდობის პროვინციიდან.

image

მიუხედავად ამისა, როდრიგესს მაინც გამოუჩდნენ კრიტიკოსები. კერძოდ, არგენტინელმა აქტივისტმა ლალა პასკინელმა თქვა, რომ 60 წლის კონკურსანტის ახალგაზრდული გარეგნობა „ხელს უწყობს იმ განცდას, რომ 60 წლის ყველა ქალი უნდა გამოიყურებოდეს ასე ქორფად და ახალგაზრდულად, თითქოს 25 წლის იყოს“. და თუ სხვები განსხვავებულად გამოიყურებიან, ეს მათი ნაკლები ძალისხმევის ბრალია..

image


0
1579
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0