სიმახინჯე თუ მიღწევა, რა უფრო შეეფერება 130 სანტიმეტრიანი ფრჩხილების მქონე გინესის რეკორდსმენს?

ამერიკელ დიანა ამსტრონგს 27 წლის მანძილზე არ შეუჭრია ხელის თითებზე ფრჩხილები, რის გამოც მათმა სიგრძემ რეკორდულ 130 სანტიმეტრს მიაღწია, რისი წყალობითაც დიანა ამსტრონგი გახდა გინესის რეკორდსმენი და გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილების მქონე ქალი.

მე არ ვიცი ამ ქალს ჰყავს თუ არა მას მეუღლე ან მეგობარი მამაკაცი და სიმართლე გითხრათ დიდად არც მაინტერესებს, მაგრამ საინტერესოა 130 სანტიმეტრიანი ფრჩხილებით, როგორ იცვამს საცვლებს, როგორ იცვამს ტანსაცმელს, როგორ იცვამს ფეხსაცმელს, როგორ ამზადებს საუზმეს, სადილს ან ვახშამს.
საინტერესოა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ როგორ ახერხებს დიანა (მკითხველთან ბოდიშს ვიხდი) საპირფარეშოს ქაღალდის გამოყენებას, არ როგორ ბანაობს ან როგორ იბანს ხელ-პირს.

"მე მივეჩვიე ჩემს გრძელ ფრჩხილებს და ხელებს, როგორც ნებისმიერი სხვა ქალი ხელებს ვიყენებ დანიშნულებისამებრ აბაზანაშიც, სამზარეულოშიც და ზოგადად ყოველდღიურობაშიც"-ამბობს დიანა.
თუმცა როგორც ამ ვიდეოში ჩანს, დიანას აშკარად ეხმარებიან ჩაცმაში, შესაბამისად მას სხვა საქმიანობაშიც ეყოლება დამხმარე, მაგრამ მთავარი კითხვაა: რატომ იტანჯავს ეს ქალი თავს ასე?