x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135415
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509712
სნაიპერი-პროფესიონალი მსროლელი, რომელიც ტყვედ არ აჰყავთ და მითები სნაიპერებზე

image
საბრძოლო ჟანრის ფილმებს საზოგადოება შეყავს შეცდომაში, როცა მნახველებს ფილმი სთავაზობს ისეთ სიუჟეტებს, რომელიც არალეარულია და უბრალოდ მითია.
მითია თითქოს სნაიპერი ერთი გასროლით აუცილებლად თავში მოხვედრით ახდენს მოწინააღმდეგის ლიკვიდაციას.
მითია თითქოს სნაიპერი, როგორც მგელი ისე დაეხეტება მარტო და ნადირობს მტრებზე.
მითია თითქოს სნაიპერი უპირველესად ახდენს ოფიცრის ლიკვიდაციას.
მითია თითქოს ფონტის ხაზზე სნაიპერი საათობით უძრავად წევს ერთ პოზიციაზე და ისე ელოდება მსხვერპლს ან მუშაობს.
მითია თითქოს სნაიპერი მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანას მარტო დაათრევს მარაგ ვაზნებთან ერთად.
მითია თითქოს ფრონტის ხაზზე მომუშავე სნაიპერი ეგრევე ახდენს ჩაჭერილი მტრის ლიკვიდაციას.

როგორც პროფესიონალი ვეცდები აგიხსნათ ლოგიკურად, რატომაა რეალობისგან შორს ფილმებში განვითარებული სიუჟეტები.
მითი პირველი-სნაიპერი ერთი გასროლით ახდენს მოწინააღმდეგის ლიკვიდაციას თავში გასროლით.
ფრონტის ხაზზე როცა სნაიპერი მუშაობს, როგორი გამოცდილიც არ უნდა იყოს იშვიათად ესვრის მტერს თავში, რადგან სხეულთან შედარებით თავი მცირე ზომისაა, თავი მოძრავია და უმცირეს შეცდომას შეუძლია მტრის გადარჩენა და სნაიპერის ადგილბდებარეობის გაცემა, მით უფრო მაშინ, თუ ის მუშაობს ღამის პირობებში.

მითი მეორე-სნაიპერი მუშაობს მარტო. ესაა სრული აბსურდი, საარმიო სნაიპერი აუცილებლად მუშაობს მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანით, რომლიც წონა 15 კილოგრამს სცილდება ხანდახან, ამას დაამატეთ სნაიპერის პირადი აღჭურვილობა, დაამატეთ წყალი, დაამატეთ საკვები, დაამატეთ პისტოლეტი სათადარიგო მჭიდებით, დაამატეთ ხელყუმბარა, რომელიც გამოსვლისას ხშირად ჭირდება სნაიპერს.
რაც მთავარია საბრძოლო ვაზნების ის აუცილებელი მარაგი, რომლის გარეშე სნაიპერი ბრძოლის ველზე არ გავა. დანაზე, ფანარზე და სხვა ატრიბუტებზე არ ვსაუბრობ, ვიღებთ უზარმაზარ წონას, სუნთქვის რიტმიდან ამოვარდნილი სნაიპერი კი სნაიპერი არაა, ამიტომაც მას მუდამ ახლავს მეწყვილე, რომელიც ეხმარება სნაიპერს ტვირთის ტარებაში, აკეთებს ქარის მიმართულების, ობიექტამდე მანძილის, ტემპერატურული მონაცემების აღრიცხვას და ყოველივე ამის პარალელურად იცავს სნაიპერს გაუთვალისწინებელი საფრთხისაგან, მაგალითად ზურგში მოქცეული, მტრის დივერსიული ჯგუფისაგან.
ხშირ შემთხვევაში სროლით გადაღლილ სნაიპერს ენაცვლება მეწყვილე, ხოლო ძირითადი სნაიპერი ითავსებს მეორე სნაიპერის ფუნქციებს რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი.

მითი მესამე-სნაიპერი ახდენს უპირველესად ოფიცრის ლიკვიდაციას. ესეც ფილმებიდან გადმოსული უაზრობა.
ფრონტის ხაზზე არცერთი ჭკუათმყოფელი ოფიცერი არ გავა წოდების აღმნიშვნელი სანიშნით ბრძოლის ხაზზე, თან სნაიპერული შაშხანის მაღალი გარჩევადობის მიუხედავად, ასე მარტივიც არაა მებრძოლის ფორმაზე წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავების დათვლა.

მითი მეოთხე-სნაიპერი ეგრევე ახდენს სამიზნეში ჩაჭერილი მტრის ლიკვიდაციას.
ეს ეხება მხოლოდ საპოლიციო სპეცრაზმის სნაიპერებს, რომლების ერთ ზუსტ გასროლაზეა მძევლების სიცოცხლე დამოკიდებული, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი-საპოლიციო სპეცრაზმის სნაიპერი ისვრის სალიკვიდაციო ობიექტისგან მაქსიმალურად ახლო მანძილიდან, როცა გაშლილ ველზე, სადაც არც შენობაა, არც ტყეა და არც გორაკი საარმიო სნაიპერს უწევს დიდი დისტანციიდან მუშაობა.
ამასთან ერთად, საარმიო სნაიპერის პირდაპირი დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლი გამოიყვანოს მწყობრიდან. სწორედ ამ მიზეზით არ კლავს ის პირველ მსხვერპლს, რომელსაც იყენებს, როგორც სატყუარას და დაჭრილის გამოსაყვანად შესულ ჯგუფზე იწყებს ნადირობას.

მწყობრიდან გამოსული მებრძოლი=რამდენიმე მებრძოლის გამონთავისუფლებას ბრძოლის ველიდან დაჭრილის საევაკუაციო ზონამდე მისაყვანად, საიდანაც ვერტმფრენით გადაჰყავთ ზურგში, დიდია ალბათობა საევაკუაციო ვერტმფრენი აღმოჩნდეს სტაციონარული ან გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების მოქმედების რადიუსში და ჩამოაგდონ. რომც გავიდეს, დაჭრილების გადასარჩენად ქირურგიულ ჩარევებზე, მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე იხარჯება კოლოსალური თანხები, რაც აკლდება ფრონტზე მყოფ მებრძოლებს.

დამატებით ერთი მითის შესახებ, რომელსაც პირადი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან ვამბობ: ფილმებში გვიჩვენებენ სნაიპერის მიერ გასროლის შემდეგ უბრალოდ თავგახვრეტილ ადამიანს, როცა თანამედროვე მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანის ვაზნა და ტყვიის გულა იმხელა ენერგიას ანვითარებს, რომ ჯავშანჟილეტში მოხვედრილი გულა ისე გადის ჯავშანფილის უკანა მხარეს, მუშტი შეეტევა იმხელა ნაფლეთოვან ნახვრეტს ტოვებს.

ლისიჩანსკში მქონდა მსგავსი შემთხვევა, როცა მეწყვილესთან ერთად 10 დღე ვცდილობდი მოწინააღმდეგის პროფესიონალი სნაიპერის გამოჭერას, რომელიც უზარმაზარ ზიანს აყენებდა ჩვენს მხარეს, მოგვიკლა ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი სნაიპერი გოგო, უკრაინის გმირი სახელად ვიქტორია.
10 დღის მანძილზე ისე "ჩაწვა" სნაიპერი თავი არსად გაუმჟღავნებია. მეთერთმეტე დღეს გამთენიისას დაუშვა მცირე შეცდომა, ვინაიდან ფრონტის ხაზი ძალიან ახლოს იყო, ხოლო მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანის მაყუჩი რეალურად ისეთი უხმაურო სულაც არაა, მით უფრო ღამით, როგორც ფილმებში ჩანს მისი შაშხანიდან გასროლისას წარმოქმნილი სითბური კვალი საკმარისი აღმოჩნდა მის ჩასაჭერად.
პირველივე გასროლით ცხადი გახდა, რომ მისი სიცოცხლე შეწყდა, ტყვიის გულას დარტყმამ სამკერდე ჯავშანფილაზე ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს კრამიტზე მსხვილი სეტვის მარცვალი დაცემულიყო.
იმავე დღეს მოიერიშე ჯგუფმა გამოიტანა მისი შაშხანა, მისი პირადი ნომერი და რამდენიმე სურათი, სადაც აშკარად ჩანდა ტყვიის გულა გამჭოლ იყო გასული ტრაქეას ოდნავ ქვემოთ მოხვედრილი ხერხემლის გავლით უკანა ჯავშანფილის განგრევით.

ცნობილი ფაქტია, რომ სამხედრო მფრინავებს აქვთ ტყვედ აყვანის შანსი, სნაიპერებს კი არანაირი შანსი არა აქვთ, რადგან დიდია ალბათობა ტყვეთა გაცვლის ფარგლებში სნაიპერიც გაიცვალოს და ის ისევ დაუბრუნდეს ფრონტს.

სამწუხაროდ, საარმიო სნაიპერები დიდად არც მისივე არმიის მებრძოლებს "ეხატებათ" გულზე და "ერთ ღილაკიან" მკვლელებს ეძახიან, რომლებიც მუშაობენ ფრონტის ხაზის გასწვრივ, გადაადგილდებიან მეწყვილესთან ერთად, მოწინააღმდეგის ცეცხლი კი თავს ატყდება ფრონტის ხაზზე მყოფ მებრძოლებს.

P.S
შეგნებულად არ დავწერე რელიეფის შესაბამისად სახის კამუფლირებაზე სნაიპერის სპეციალური საღებავი საშუალებებით, არ ვისაუბრე შენიღბვის ხელოვნებაზე, არ ვისაუბრე, როგორ რელიეფზე რომელი შენიღბვის ფორმა სჯობია და ასე შემდეგ.

0
334
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
334