x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ყველაზე საშიში და შხამიანი თხილი, რომელიც ყველა მაღაზიაში იყიდება

image


ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც თხილეული არ უყვარს. ამ პროდუქტის ასეთი პოპულარობა სრულიად გამართლებულია: თხილეული არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ის ძალიან ჯანსაღიც არის. თხილეული იდეალური პროდუქტია სწრაფი და ჯანსაღი ხემსისთვის როგორც სახლში, ასევე გარეთ.


image


თხილეულს პრაქტიკულად არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია. ასე რომ, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებსაც კი შეუძლიათ ის უსაფრთხოდ მიირთვან ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. თხილი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ისინი შეიცავს სასარგებლო ელემენტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს თმისა და კანის მდგომარეობაზე. ყველაზე გავრცელებული თხილეულია: არაქისი, ნიგოზი, ნუში და თხილი. მათი კერძებში გამოყენება უშუალოდ უმი სახით ხდება. ზემოხსენებულ თხილეულს პოპულარობით არც ქეშიუ ჩამორჩება.


image


ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს უკანასკნელი დამუშავების გარეშე ორგანიზმს გარკვეულ საფრთხეს უქმნის. საქმე იმაშია, რომ უმი ქეშიუს მირთმევისას შეიძლება საკმაოდ მძიმე მოწამვლა მიიღოთ. თუ ქეშიუს თხილი სპეციალური გადამუშავების გარეშე პოტენციურად საშიში პროდუქტია, მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იყიდება ის ასეთი სახით?



image


ყველაზე ხშირად ქეშიუ სპეციალური დამუშავების გარეშე იყიდება ზუსტად იქ, სადაც ის იზრდება. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ საფრთხის შესახებ იცის, ამიტომ შეძენილ თხილს მაღალ ტემპერატურაზე თავად ამუშავებენ, შედეგად, ისინი შემდგომი მოხმარებისთვის სრულიად გამოსადეგი ხდება. მათი არა მხოლოდ მოხარშვა, არამედ ცხელ ღუმელში შეწვაც შეიძლება. სწორედ ასეთი დამუშავების შემდეგ ქეშიუშისთვის ქერქის მოცილება საკმაოდ მარტივად შეიძლება. მისი მოშორება აუცილებელია, რადგან სწორედ ეს ნაწილი წარმოადგენს ორგანიზმისთვის საფრთხეს.




რაში მდგომარეობს ქეშიუს სარგებელი?


image


როგორც უკვე აღვნიშნეთ, თხილეული შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ელემენტებს. ამ საკითხში გამონაკლისი არც ქეშიუა. მის შემადგენლობაში შედის სასარგებლო ომეგა -3-ის მჟავები. საჭირო მარაგის შესავსებად რეკომენდებულია ყოველდღიურად მხოლოდ რამდენიმე თხილის მირთმევა, თუმცა ყველაფერში მაინც ზომიერების გრძნობაა საჭირო. საქმე იმაშია, რომ თხილეული განეკუთვნება საკმაოდ მაღალკალორიულ პროდუქტს, რომლის დიდი რაოდენობით ყოველდღიურად მოხმარებისას წონის მატება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი. შეფარდებითი მინუსის მიუხედავად, თხილს კიდევ ბევრი სარგებელი გააჩნია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქეშიუს სასარგებლო გავლენა აქვს ტვინის ფუნქციონირებაზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას და მასში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს, დადებითად მოქმედებს ასევე პანკრეასის ფუნქციონირებაზეც, თუ მოხდა ისე რომ დაბალი ხარისხის ქეშიუ შეიძინეთ, რეკომენდებულია საკვებით მოწამვლის სიმპტომების ზედმიწევნით ცოდნა. ესენია:



1. მეტალის გემო პირში


2. ენის დაბუჟება და წვის შეგრძნება პირის ღრუში


3. თავის ტკივილი


4. გულისრევის შეგრძნება, ღებინება


გახსოვდეთ, რომ ეს სიმპტომები შეიძლება თუნდაც ერთი უხარისხო ქეშიუს თხილის მიირთმევისას წარმოიქმნას, ამიტომ ეს რომ არ მოხდეს შეიძინეთ პროდუქტი მხოლოდ სანდო მაღაზიებში.










0
540
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
540