სხვა "მივხვდი, რომ ჯერ კიდეც ჩქეფს ჩვენში ქართული სისხლი.. " - მია მიქელაძის დედა საზოგადოებას მიმართავს 26 მაისი, 20:09 7თვის მია მიქელაძემ უკვე მოასწრო და შვიდი ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, ის ამ წუთასაც იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში მკურნალობს. თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის დიაგნოზის დასმის შემდეგ, მიას მშობლები არ ნებდებიან და შვილის გადასარჩენად იბრძვიან“ თუმცა დღეს მათ საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება, ცნობილი ჟურნალისტები, მსახიობები და მომღერლები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ მიას მხარდამჭერ ვიდეოებს, ბავშვის დედა კი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.
"გამარჯობა, მინდა ჩემი პატარა 6 თვის მიას დახმარება გთხოვოთ.
პატარა მებრძოლმა მიამ მენინგიტი დაამარცხა. მაგრამ მისი მდგომარეობა გართულდა ჰიდროცეფალიისთვის ჩადგმული შუნტის ინფექციის გამო, 16 აპრილს ჩაუტარდა მე-5 ოპერაცია და შუნტი უკვე მე-3მედ ამოუღეს. ხოლო დღეს ჩაუტარდა მე-6 ოპერაცია და ამჟამად ვიმყოფებით გარე დრენაჟზე ..
ამან თურქეთში მიას გადაყვანის აუცილებლობა დააჩქარა. გთხოვთ გადამირჩინოთ ჩემი მია ..
ჩემს პირველ პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და მივხვდი რომ ჯერ კიდეც ჩქეფს ჩვენში ქართული სისხლი ..
ჩემი მია რომ გაიზრდებაა აუცილებლად მოვუყვები რომ მან გააერთიანაა ადამიანების დიდი რაოდენობა უცნობი თუ ნაცნობი .. შინაურიი თუ გარეული .. ერთი ბრძოლისთვის რომელსაც მიას სიცოცხლე ქვია
ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ თითვეულის კაპიკისთვის რაც ჩვენთვის ჩემი მიასთვის დასახმარებლად გადმომირიცხეთ
ისევ და ისევ თქვენი იმედი მაქვს
მიას დასტაბილურებისთანავე წავალთ თურქეთში . ჯერჯერობით ფიზიკურად ვერ ვახერხებთ მგზავრობას რადგან ეს შეიძლება მიასთვის საშიში იყოს
აუცილებლად შეგატყობინებთ წასვლის თარიღსაც
მადლობა ყურადღებისთვის
ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩემი მია ისევე ირბენს აკურის ბაღში და სკოლაში როგორც სხვა ბავშვებიი, მინდა ისეთივე ფერადი მომავალი და ბავშვობა ქონდეს მიას რასაც ყველა ბავშვი იმსახურებს …
როგორც მიას ახლობლებისგან შევიტყვეთ ახლო მომავალში უკვე დაგეგმილია ორი დიდი ღონისძიება ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მიას დასახმარებლად. მანამდე კი დახმარების მსურველებს შეუძლიათ მათთვის სასურველი თანხა მიას დედას, მარიამ ძებნიაურს ჩაურიცხონ, ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე.
მიმღები : მარიამ ძებნიაური"
საქართველოს ბანკი
თიბისი ბანკი
119 1-ს მოსწონს
|