ისტორია კოლხეთის აღწერა სტრაბონის მიხედვით 25 მაისი, 23:48 სტრაბონის კოლხიდა იწყებოდა, ტრაპიზონიდან. იმისი ნიადაგი დაბლობებში ყოფილა ქვიშიანი და ნოტიო. კოლხიდას რწყავდა დიდი მდინარე ფაზი (რიონი), რომელსაც უერთდებოდნენ მთებიდან ჩამომდინარე ჰიპპუსი (ცხენის-წყალი) და გლავკუსი (რიონი სათავიდან ქუთაისამდე). აქ თურმე მრავლად იყო ყოველგვარი ჩინებული თვისებების საკვები, ხეხილი და აგრეთვე მომწარო თაფლი, რომელიც ათრობდა კიდეც. კოლხიდაში უხვად იზრდებოდა საშენი ხე-ტყე, სელი, კანაფი, წმინდა სანთელი და ფისი. განთქმული იყო იქაური ტილო, რომელსაც კოლხიდელნი თვითონვე აკეთებდნენ და რომელიც შორეულ ქვეყნებში გაჰქონდათ. „ეს აქვთ საბუთად ზოგიერთ მწერლებს როდესაც ამტკიცებენ კოლხიდელების ერთ-ერთ ტომობას ეგვიპტელებთან.“ თვით მითები გვიამბობენო მოგზაურობას იაზონისას და იაზონზე უწინ ფრიქსის მხედრობას კოლხიდაში და თუ ჩვენ წარმოვიდგენთ კოლხიდის მდიდარ მადნებს, ოქროსას, ვერცხლისას და რკინისას, მაშინ მიხვდებით, თუ რა მნიშვნელობას უნდა მივაწეროთ არგონავტების შესვლა კოლხიდაში.“კოლხიდელ მეფეებს დაუყვიათ ეს მხარე მრავალ მებატონეებთა შორის (skeptoukhies) და ამ გვარად თავისი ძალა შეუსუსტებიათ.“ კოლხიდაში უმთავრეს ადგილებად ითვლებოდა დიოსკურია და ფაზისი. დიოსკურია იყო ზღვის ყურე და მდებარებდა პონტის პირზე. დიოსკურიამდე ვრცელდებოდა ზღვით მსვლელობა, ჩვენ დროში გეოგრაფიული მდებარეობა იმისი ჭეშმარიტებით არ იციან. როტტიერი, ვიხვალდი და დიუბუა იმას ეძებენ მდინარე კოდორის მახლობლად, იქ, სადაც ახლა არის ნავსადგური ისკურია ანუ ცხუზამელა თუ მარმარა; გამბა კი უჩვენებს ახლანდელს სუხუმში. (დიოსკურიას ძველად რქმევია აგრეთვე სებასტოპოლი). დიოსკურია ითვლებოდა იმ რესპუბლიკის მეტროპოლიად ანუ დედაქალაქად, რომელიც ყოფილა მოფენილი კოდორის მდინარიდან ენგურის მდინარემდე. დიოსკურიის გარდა აქ სხვა კოლონიებიც იყო: გვენოსი ან ტკვანოსი მარკურაზე (სავარაუდოდ მერკულაზე საუბრობს ავტორი), ილორი ბედია, ჰერაკლეა ანუ ანაკლია. ამ კოლონიების სააღებ-მიცემო გზა კავკაზში მისდევდა მდინარე კოდორს და ტებერდის ქედით ჩადიოდა მარუხისა და ზელენჩუხის ხეობებში, აქედან ჰიპანის მდინარეზე ანუ ყუბანზე. ეს უძველესი გზაა, რომლითაც ელინებს შეჰქონდათ ჩრდილო მხარეებში განათლება და ვაჭრობა, ახლაც მოფენილია ძველი ნანგრევებით. „სჩანს, ამბობს დიუბუა, დიოსკურიას კაი ხანი დაუცვია თავისი შემძლეობა და გავლენა; ამას გვიმტკიცებს ქართლის ცხოვრების თქმულება. როდესაც ფარნაოზ მეფემ 299 წელს აზონი განდევნა საქართველოდამ და მთელი მხარე დაიპყრო, მაშინ მან ვერ შესძლო დაჭერა ენგურისა, ესე იგი იმ მხარისა, რომელიც ფაზით კოდორამდე მდებარებდა და რომელიც დარჩა ბერძნებისავე მფლობელობაში“. რა მტკიცედ ყოფილან დამყარებულნი ამ მხარეში ელინნი ამას მოწმობს ზოგიერთი ბერძნული მონეტები, რომელნიც, როგორც ამტკიცებენ, თვით კოლხიდაშივე იჭედებოდნენ. ორ ამგვარ მონეტაზე წარწერილია ბერძნულად: „კოლხიდა, დიოსკურია“. ამასვე მოწმობს მრავალი ძველი ნაშთი: მთელი აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი და გურია ახლაც სავსეა სასახლეებისა და ციხე-სიმაგრეების ნანგრევებით; მათში შესანიშნავია ერთი ვრცელი ქვითკირის ზღუდე, რომელიც მდებარეობს ზღვის პირად, მახლობლად სუხუმისა, ახლანდელი კელასური, მიემართება კოდორის გასწვრივ აფხაზეთის შუაგულში, ჰკვეთავს ზემო-ხეობებს მერკულისას და გალიზგისას და გადადის ბედიის ზემოდ. მისი სიგრძე, როგორც ამბობენ, 160 ვერსამდე ყოფილა. ადგილ-ადგილ აქვს კოშკებიც. ქრისტეს შემდგომ მე-II საუკუნეში ამ ზღუდეს პტოლომე უწოდს "Karteron teikhos" – „მაგარ კედელს.“ მეVI საუკუნის სტეფანე ბიზანტიელი მოიხსენიებს კორაქსიელების ზღუდედ, თუმცა როდის უნდა იყოს ის აშენებული არ ვიცით, მაგრამ უეჭველია, ის აუშენებიათ ელინებს კავკაზიელთ შესაკავებლად. დიოსკურია, როგორც მოვიხსენეთ, იყო სააღებ-მიცემო ცენტრი ყველა გარეშემო ტომთათვის. მათ შორის, რომელნიც აქ ჩამოდიოდნენ, ცნობილნი იყვნენ სოანნი ანუ სვანნი, რომელთა საცხოვრებელი ვრცელდებოდა დიოსკურიის მაღლობებამდე და მუქარით დასცქეროდნენ დიოსკურიას თავისი მთებიდან. (Dubois, Voyage, 1, 321-326- Lebeau, Hist du B-E, X, 69-71. 31) Dubois, Voyage, 1, 308-309.-Brosset, Histoire de la Georgie, 1, 40. 32) Langlais, Essai de classifi caƟ on des suites monetaires de la Georgie, Paris, 1850, p. 13. 33) Dubois, Voyage, 1, 309-312. * * ივერია, N4, 1878 წელი; 373 2-ს მოსწონს |
წალენჯიხაშია სოფელი მედანი, წლების წინ სოფელს დათვი შემოეჩვია და დამირეკეს შენც წამოდიო. ნასახლარი ვნახეთ 3 მთის გადავლის მერე, აშკარაა სასახლე იდგა თავის დროზე. სად არ მოვიძიე მასალა, ვინ არ შევაწუხე, წარმოდგენა არ ჰქონდათ. ბოლოს ცნობილ არეოლოგთან გავედი კავშირზე და ის ადამიანი ავიდა ექსპედიციით. ტვ იმედმა მიუძღვნა საკმაოდ დიდი სიუჟეტი.
ბედიის მონასტერი გადაღებეს რუსებმა თეთრად ქართული კვალის წასაშლელად. ხატები პრაქტიკულად არაა დარჩენილი. საბედიანოს მთავარეპისკოპოსის სასახლისაგან ერთი კედელია დარჩენილი ქართული წარწერით, ან გაუძლებს ზამთარს ან არა.
სხვათაშორის ჩემს სოფელთანაა სოფელი კოლხიდა,