x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135415
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509712
10 ყველაზე უჩვეულო სპა პროცედურა მთელი მსოფლიოდან
როგორც ცნობილია, სპა პროცედურები გვეხმარება არა მხოლოდ გარეგნობის მოწესრიგებაში, არამედ კარგად დასვენებაში, განმუხტვაში, ახალი ენერგიით ავსებაში. დღეს სპა პროცედურები სწრაფად იძენს პოპულარობას და სპა სალონები ერთმანეთს ეჯიბრებიან, იზიდავენ კლიენტებს უჩვეულო შეთავაზებებით. აი, 10 წარმოუდგენლად გონებამახვილური იდეა ამ სფეროდან.



თევზის პილინგი

image



გსურთ სწრაფად მოიშოროთ კანის მკვდარი უჯრედები? თქვენი თავი თევზებს საკვებად მიეცით. სინამდვილეში, თევზი პილინგის დარგში დიდი ექსპერტია. ხელების და დაბანის შესაძლებლობის არ ქონის გამო უხსოვარი დროიდან ისწავლეს ერთმანეთის გასუფთავება.



თევზის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან მათი ნათესავების (და არა მხოლოდ) გაწმენდაზე და პატარა თევზი გარა რუფა ერთ–ერთი მათგანია. როცა კლიენტი აუზში ჩადის, თევზები მას პირდაპირ თავს ესხმიან და კანის მკვდარ უჯრედებს ფრთხილად აშორებენ. საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებაა, მსუბუქი ღიტინის მსგავსი.



გველებით მასაჟი


image



მასაჟისტის როლს ასრულებს 4–5 საკმაოდ დიდი გველი. უბრალოდ სხეულზე მოძრაობენ, ხოლო მთელ პროცედურაზე პასუხისმგებელი ზრუნავს, რომ გველები სხვაგან არ გასრიალდნენ. ამ პროცედურას ბევრი თაყვანისმცემელი და ასევე ბევრი ოპონენტი ჰყავს. თუ გველის კანი მოგწონთ და ცოცხალი გველის არ გეშინიათ, ასეთი მასაჟი დადებით ემოციებს მოგიტანთ.



კაქტუსებით მასაჟი

image



თუ ნამდვილი კაქტუსებით მასაჟი გსურთ, მექსიკაში უნდა წახვიდეთ. საკმაოდ რთული პროცედურაა, რომლის დროსაც რამდენიმე სახეობის კაქტუსისგან, ავოკადოსა და ტეკილასგან დამზადებულ სპეციალურ კრემს კანზე უსვამენ. მისი წასმა სპეციალური უეკლო კაქტუსის გამოყენებით ხდება.



ოქროს ნიღაბი სახისთვის

image



ამბობენ, რომ დედოფალ კლეოპატრას ოქროს ნიღბით ეძინა, რომ კანის ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა. მართალია, 39 წლისას თავის მოკვლა მოუწია, ამიტომ უცნობია რამდენად ეფექტურია სუფთა ოქროს ნიღბის რეგულარული გამოყენება სიბერის წინააღმდეგ. თუმცა ერთჯერადად ძვირადღირებული პროცედურის ჩატარება ნამდვილად ღირს.



ნიღაბი დუნდულებისთვის

image



დღეს სახისთვის ყველა შესაძლო ნიღბით ვერავის გააკვირვებთ. სამაგიეროდ, სხეულის იმ ნაწილს, რომელიც სახის საპირისპიროა, ასეთ ყურადღებას არ აქცევენ. დეტროიტის ერთ–ერთ სპა სალონში ამ სიტუაციის გამოსწორება გადაწყვიტეს და კლიენტებს სთავაზობენ ნიღაბს დუნდულებისთვის. ბრძნული გადაწყვეტილებაა, რადგან იქ კანი მგრძნობიარეა ისეთი კოსმეტიკური დეფექტებისკენ, როგორიცაა ფოლიკულური ჰიპერკერატორიზი, „ბატის კანი“. კანის მასაჟი და სათანადო მოვლა ამ უსიამოვნებას ვერ მოგაშორებთ, მაგრამ მათ უხილავს გახდის.



რეიკი ცხენზე ამხედრებული

image



კრისტინა დი ბარტოლო, ფერმის მფლობელი, სადაც ცხენებს ამრავლებენ, თვლის, რომ მის ცხოველებს შეუძლიათ არა მხოლოდ სპეციალური სამკურნალო ენერგიის მიღება კოსმოსიდან, არამედ მათი გადაცემა ადამიანებზე. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მისი ერთ–ერთი ცხენით გაისეირნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კლიენტი მოგებულია: ან უსიამოვნებებს მოიშორებს ან უბრალოდ დროს კარგად გაატარებს.



ღვინით სავსე აუზი

image



წითელი ღვინით სავსე აუზში ცურვა ნამდვილად სასიამოვნოა. იაპონიაში განსაკუთრებით პოპულარული სპა პროცედურაა. აუზი წითელი ღვინით ნაოჭებს ვერ მოგაშორებთ, მაგრამ რამდენიმე საათით მათ არსებობას დაგავიწყებთ.



მასაჟი გონდოლაზე გასეირნების დროს

image



ვენეციას აქვს ბევრი განსხვავებული ლამაზი პეიზაჟი, მაგრამ ტურისტებს ცოტა დრო აქვს. მუზეუმების შემოვლის შემდეგ მდიდრულ გონდოლაში მოეწყვეთ და გამოცდილი მასაჟისტი მოგიხსნით დაღლილობას ისე, რომ მშვენიერ ხედებს თვალს არ მოაშორებთ.



ანტისაუნა თოვლის გამოქვაბულში

image



აქ ხელოვნური თოვლია. ასეთი სპა პროცედურა განსაკუთრებით მოსწონთ ბრიტანელებს. ამბობენ, რომ ჰიპერტონიის და გაფართოებული ფორების დროს ეხმარებათ.



კანის გამკვრივება ლუდით

image



თუ ლუდი გიყვართ, ლუდის მუცლის და ჭარბი წონის პრობლემა შეიძლება გაწუხებდეთ. სამაგიეროდ, ლუდის გარეგანი გამოყენება სხეულს კარგად ამკვრივებს. ზოგიერთი სპა სალონი მომხმარებლებს სთავაზობს, თავად გამოცადონ ეს.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
46