შოუბიზნესი
როგორ ატარებენ ზაფხულს სპორტის მოყვარული ვარსკვლავები
25 მაისი, 12:53
ოთახში ძალიან ჩამოცხა? ესე იგი ყველაზე ლამაზი ფიგურის მქონე ცნობილი სახეების "ცხელ" ფოტოებს ათვალიერებთ. ნახეთ, რომელმა მათგანმა მოახერხა უკვე ზღვაში ბანაობა და მზეზე გარუჯვა.
ზაკ ეფრონი
მსახიობი ცეცხლოვან კოცნას გიგზავნით, რომელიც მყისიერად გაგითბობთ გულს. ზაკ ეფრონის რელიეფური ტორსის წინაშე კი წონასწორობის შენარჩუნება არც ისეთი იოლია.
დუეინ ჯონსონი
კლდემ ქალთევზა დაიჭირა! უინდონი მისი ქალიშვილი აღმოჩნდა. დუეინ ჯონსონ, შეგვიძლია უკვე ტრიტონი დაგიძახოთ?
ოლივია როდრიგო
სანაპიროზე დასვენებისას მადა მყისიერად იღვიძებს. ოლივია როდრიგომ ცდნებას ვერ გაუძლო და მთელი მარწყვი გადასანსლა. როგორც ჩანს, შემდეგ ჯერზე სამი "გრემის" მფლობელმა მომღერალმა პიკნიკზე წასვლისას თან მეტი პროდუქტი უნდა წაიღოს.
კრის ჰემსვორტი
ვარსკვლავმა კინოინდუსტრია სერფინგის გამო მიატოვა! კრის ჰემსვორტი წყლის სპორტის ამ სახეობაში ასევე საკუთარ ქალიშვილსაც ავარჯიშებს. ალბათ, ოდესღაც მასაც ისეთივე პრესი ექნება, როგორც მამას.
კრიშტიანუ რონალდუ
მისი პატარა ქალიშვილიც კი ვერ ხვდება, საიდან აქვს მამამის ასეთი მომხიბვლელი ღიმილი. კრიშტიანუ რონალდუ, ჩვენც გაგვიმხილე საიდუმლო, და ნუ გვიმალავ ფოლადის პრესს წყლისქვეშ.
ჯენიფერ ლოპესი
ბენ აფლეკი შესანიშნავ კადრებს იღებს! ჯენიფერ ლოპესი ისე მცხუნვარედ ბრწყინავს, როგორც ზაფხულის მზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ლამაზმანს დამცავი საცხის წასმა არ დაავიწყდა.
ჰაიდი კლუმი
მზეზე წოლა და აქეთ - იქით კოტრიალი? დასვენების ასეთი ფორმა ექსტრიმის მოყვარული ჰაიდი კლუმისთვის ნამდვილად არ არის.
ემილი რატაკოვსკი
მოდელი მკაცრად გიყურებთ, რადგან ზღვაში ჯერ კიდევ არ გიბანავიათ. როგორმე უნდა გამოასწოროთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ემილი სერიოზულად გაგიბრაზდებათ.
კენდალ ჯენერი
შეაფასეთ კიმ კარდაშიანის დის გაჭიმვა. კენდალ ჯენერი ტანმოვარჯიშე უნდა გამხდარიყო და არა მოდელი.
კიმ კარდაშიანი
ის პირველი სიხარულის განცდა, როცა პირველი მიხვედი სანაპიროზე! თუმცა კიმ კარდაშიანი ყოველთვის ბედნიერია. ის ხომ მარტო თავისთვის ქირაობს მთელს სანაპიროს.
ნიკოლ შერზინგერი
მომღერალს "მაშველებში" რომ ეთამაშა, ის ყველას დაჩრდილავდა. ნიკოლ შერზინგერი ზედმეტად მომხიბვლელია!
იზაბელ გულარი
ულამაზესი ბრაზილიელი მოდელის სრულყოფილ რუჯზე ყველა ოცნებობს. იზაბელ გულარი კი არასდროს უშვებს შანს ხელიდან კამერის წინ ამ საოცარი რუჯით რომ არ იტრაბახოს.