x
მეტი
  • 15.07.2024
  • სტატია:135974
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510275
მითები ცხოველების შესახებ, რომლისაც ყველას სჯერა

მითი I. ღამურა ცუდად ხედავს


ღამურას ხსენებაზე, ალბათ, სკოლის მასწავლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაგახსენდებათ, იმის შესახებ, რომ ღამურები ვერაფერს ხედავენ. მაგრამ, ეს ცრუ მტკიცებულებაა და ეს აზრი, იმ ფაქტით არის გამოწვეული, რომ ღამურა, ირგვლივ არსებული საგნების მდებარეობას, ბიოსონორებით აღიქვამს. მსგავსი თვისება ბევრ ცხოველს გააჩნია. თუმცა, ექოლოკაციის უნარი, ყველაზე კარგად ღამურებს აქვთ განვითარებული.

სინამდვილეში, ღამურას თვალებიც აქვს და კარგი მხედველობაც. თუმცა ისინი, როგორც ჩვენ, მხოლოდ დღის სინათლეზე ხედავენ (ძუძუმწოვართა ამ ოჯახის წარმომადგენლებს შორის, სიბნელესთან ადაპტირებული მხედველობა, მხოლოდ მფრინავ მელას აქვს), ნადირობით კი, მხოლოდ ღამე ნადირობენ. ამიტომ, გავრცელდა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ღამურები, უსინათლოები არიან.


მითი II. პიტბული აგრესიული და საშიშიimage


პიტბულებს, ისევე როგორც სხვა ჯიშის მებრძოლ, ან სანადირო ძაღლებს, ადამიანებზე თავდასხმა მართლაც შეუძლიათ. მაგრამ, ეს ძაღლის არასათანადო წვრთნის და არა ჯიშის გამოა გამოწვეული! ზოგადად, ცხოველს გაწვრთნა, შესაძლებელია როგორც აგრესიისთვის, ისე მეგობრული დამოკიდებულებისთვის.


მითი III. ფრინველები უარს ამბობენ საკუთარ ბარტყებზე, თუ მას ადამიანი ეხება


ეს ზღაპარია, რომელსაც, ჩვეულებრივ, უფროსები ბავშვებს უყვებიან. მაგრამ, ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ცნობისმოყვარე პატარებმა ფრინველის ბუდე არ გადაქექონ და კიდევ უფრო უარესი, არ გააფუჭონ.

სინამდვილეში, ფრინველები სუნს არ განასხვავებენ და ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, შეეხო, თუ არა ბარტყს ადამიანი.


მითი IV. ძაღლის ცივი ცხვირი — კარგი ჯანმრთელობის ნიშანიაimage


ცხვირზე არსებული ტენი ძაღლს, სხეულის ტემპერატურის დარეგულირების საშუალებას აძლევს და მის ენერგიულობაზე მიუთითებს. ლორწო მას, ასევე არომატის დაჭერაში და ამოცნობაში ეხმარება. რაც შეეხება ჯანმრთელობას — ცივი და სველი ცხვირი, ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვერაფერს "გვეტყვის".


მითი V. დათვები შემოდგომაზე იძინებენ და მთელი ზამთარი არ იღვიძებენ


დათვის ცხოვრების რიტმი სეზონების მიხედვით იცვლება. ზამთარში ნელდება და ცხოველს უფრო მეტი სძინავს, ვიდრე ფხიზლად არის. მაგრამ მას, იმ ცხოველებისგან განსხვავებით, გაზაფხულამდე რომ არ იღვიძებენ, ადვილად შეუძლია გამოფხიზლება. ასე რომ, თუ დაძინებულ დათვს გადააწყდებით, გახსოვდეთ, რომ მათი ძილი არც ისე ღრმა არის, როგორც გგონიათ.


მითი VI. თუ გომბეშოს შეეხებით, ხელზე მეჭეჭები გაგიჩნდებათimage


მეჭეჭი გომბეშოდან ადამიანზე არ გადადის. ხოლო, წანაზარდები სხეულზე, გვალვის შემთხვევაში, ცხოველს შენიღბვისთვის სჭირდება. ის არ არიან გადამდები და არც ადამიანისთვის არის საშიში.


მითი VII. ტილები გრძელ და ჭუჭყიან თმაზე ცხოვრობენ


სინამდვილეში, ამ მწერს ნებისმიერი სიგრძის თმაზე შეუძლია ბინადრობა და არც იმას აქვს მნიშვნელობა, თმა სუფთაა, თუ ჭუჭყიანი. პედიკულოზი (დატილიანება) დაავადება არის, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეზე ძალიან მარტივად გადადის.



image

არხის სხვა სიახლეები:


* პირველი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია მზის სისტემაში და პალეოკონტაქტები დედამიწაზე

* ჩერჩილი: "სტალინი ოთახში რომ შემოდიოდა, ყოველთვის ადგომა მინდებოდა" ... – რა იყო სტალინის ქარიზმის და "მაგნეტიზმის" მიზეზი?

* სურათები, რომელიც ჩვენი ტვინისთვის ნამდვილი თავსატეხია

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0