x
პარანორმალური ტურიზმი

ოგეხსენებათ ადამიანის ცნობისმოყვარეობას არ აქვს საზღვარი, ჩვენი უპირველესი ინტერესია სამყაროს შეცნობა, მისი არსი და ზებუნებრივი საწყისები. ამას დამატებული ცოტაოდენი ინტრიგა, შიში, არაამქვეყნიური შეგრძნებების განცდის სურვილი და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის პერსპექტივა, დამეთანხმებით, ეს უკვე საკმარისზე მეტი სტიმულია იმისათვის რომ ჩანთა მოვიკიდოთ და რომელიმე მოჩვენებებით სავსე სასტუმროს ან ციხესიმაგრეს მივაშუროთ.


წორედ ეს ფსიქოლოგიური ასპექტი უდევს საფუძვლად ჩემი დღევანდელი კვლევის ობიექტს, პარანორმალურ ტურიზმს...


ინ არიან პარანორმალური ტურისტები?! ესენი არიან ადამიანები, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აღჭურვილია სენსორული, ფოტო, ვიდეო და აუდიო, მოწყობილობებით.image
ისინი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად, სენსაციური სტატიის დასაწერად, გარკვეული მეცნიერული მიზნებით ან უბრალოდ პირადი ინტერესების გამო, სტუმრობენ მოჩვენებებით სახელგანთქმულ ადგილებს და რამდენიმე დღით ან კვირით რჩებიან იქ.

ოგორც წესი ასეთი ადგილები სახელს ითქვამენ “რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით” მაგალითად ედინბურგის სასახლეimage რომელიც შოტლანდიაში მდებარეობს მიჩნეულია როგორც ერთერთი ყველაზე საშიში ადგილი, არა მარტო ედინბურგში, არამედ მთელ ევროპაში. მისი კედლები საუკუნეების განმავლობაში მოსწრებულია უამრავ სიკვდილს, მაგრამ განსაკუთრებით მისტიური სახელი მას შემდეგ მოიპოვა, რაც სასახლე გამოყენებულ იქნა როგორც იზოლატორი შავი ჭირით დაავადებულთათვის. სასახლის შიგნით კეტავდნენ ყველას, ვისაც ინფექცია ქონდა და იქ, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ადამიანები ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ იხოცებოდნენ. ლეგენდის მიხედვით, ამ ადამიანების სულებს ჯერაც არ დაუტოვიათ სასახლე. ედინბურგის სასახლის მკვიდრ მოჩვენებებს შორის, ყველაზე "პოპულარულია" უთავო მედოლისა და ძაღლის სული. (ეს უკანასკნელი კი, დამეთანხმებით, საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რადგან ამბობენ, ძაღლებს, სული არ აქვთო).. ასევე, იქ ჩასულ ადამიანებს აწუხებთ გარკვეული (თუ გაურკვეველი) შეგრძნებები, მაგალითად: შეგრძნება რომ მათ ვიღაც უთვალთვალებს, ტემპერატურის მატება, ისმის კვნესის და ტირილის ხმები, არის შემთხვევები როდესაც ადამიანები ირწმუნებიან რომ ვიღაც, ან რაღაც შეეხოთ.



იდევ ერთი კლასიკური მაგალითი პარანორმალური ტურიზმის ეპიცენტრისა, არის სასტუმრო გოლდფილდი, რომელიც ამერიკაში, ნევადას შტატში მდებარეობს. როგორც ცნობილია, სასტუმროში დასახლებულია მოსამსახურე ქალის მოჩვენება სახელად ელიზაბედი. ყველაზე საშინელი ნომერი კი, სადაც სასტუმროს პერსონალსაც კი ეშინია შესვლა არის ოთახი ნომერი 109... image

ეგენდის მიხედვით სასტუმროს მაშინდელ მფლობელს ჯორჯ ვინგფილდს ჰქონდა რომანი მოახლე ელიზაბეტთან, ელიზაბედი დაფეხმძიმდა.

ინგფილდს, გავლენიან და სიამაყით გაბღენძილ ბიზნესმენს, შეეშინდა საკუთარი რეპუტაციის შელახვა და ქალი 109_ე ოთახში, საწოლზე მიაბა, ამ ოთახთან მიახლოება ყველას სასტიკად აუკრძალა და ფეხმძიმე ელიზაბედი იქ მშობიარობამდე ყავდა გამომწყვდეული.
ოდესაც ბავშვი დაიბადა, ვინგფილდმა ის სასტუმროს ქვეშ არსებულ სარდაფში ჩააგდო. ამ ყველაფრის შემდეგ ელიზაბედი გარდაიცვალა და სიკვდილის წინ საშინლად დაწყევლა ჯორჯ ვინგფილდიც, 109_ე ოთახიც და თავისი ცხოვრებაც. სასტუმროს ამჟამინდელი ადმინისტრაცია, ასევე სტუმრების დიდი ნაწილიც ამტკიცებს რომ, ამ სასტუროში ხშირად უნახავთ ელიზაბეტის მოჩვენება ბავშვით ხელში. შირად გაუგონიათ ბავშვის ტირილი და როგორც ამტკიცებენ უგრძვნიათ ვინგფილდის სიგარის სუნი, როგორც ჩანს მისი სულიც სამუდამოდ შემორჩა ამ სასტუმროს.

სეთ ადგილებს ერთი რამ აერთიანებს:
მათ ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს.

აინტერესებთ შეესაბამება თუ არა ისტორიები მოჩენებებზე, სიმართლეს?

წარმოადგენს თუ არა ისინი ადამიანის სიცოცხლისათვის რეალურ საფრთხეს?

რა იმალება მათ უკან, ჭეშმარიტება თუ შავი პიარი?


აშინ მიბრძანდით და თავად იხილეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ რომ თქვენ, მორიგ ცნობისმოყვარე ტურისტად იქცევით. მაგრამ თუ შიში შეგიპყრობთ და ოდნავ მაინც დაიჯერებთ რომ ეს ისტორიები სიმართლეს შეესაბამება მაშინ მიენდეთ თქვენს სმენას, ყნოსვას და მხედველობას, ისინი ხომ თქვენს გონებას ექვემდებარებიან, და მაშინ ვინ იცის, იქნებ თქვენც აღმოჩნდეთ პარანორმალური მოვლენის მომსწრე...

image







0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ_ფელი
ნიკოლოზ_ფელი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0