ტექნოლოგიური სიახლეები აშშ-ი ჩატარდа მსოფლიოში პირველად Miss AI , სადაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მოდელები იღებდნენ მონაწილეობას 21 მაისი, 17:36 ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა მსოფლიოში პირველად სილამაზის კონკურსი "Miss AI", რომელშიც მონაწილეობას მიიღო ნეიროქსელებიდან გენერირებულმა მოდელებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი-ამის თაობაზე იუწყება "Forbes"-ი.
კონკურსის ორგანიზატორი იყო კომპანია "World AI Creator Awards". თავის დროზე მათ მიერვე იქნა ოფიციალურად შექმნილი საიტიც, სადაც გამოქვეყნებული იყო ღონისძიების ნებისმიერი ნიუანსი და დეტალი.
საიტის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ინტერმედიის წესებით რეკლამაში ჩამეთვლება.
კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდა 10 მაისს. ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა მოდელმა მიიღო 5 000 დოლარი, მეორე და მესამე ადგილზე გასულებმა კი მმიიღეს 3 და 2 000 დოლარი.
კონკურსის ჟიური შედგება ამ ადამიანებისაგან: ენდრიუ ბლოხი-ბიზნესმენი და "Lord Suga"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. სალი-ენ ფოსეტი-ისტორიკოსი და სილამაზის კონკურსების მომწყობი. ემილი პელეგრინი-ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მოდელი.
აიტანა ლოპესი-ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მოდელი. მარცხნივ პელეგრინი და მარჯვნივ ლოპესი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მოდელები. მონაწილეების ნაწილი +12 180 5-ს მოსწონს |