x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
კათოლიკურმა ეკლესიამ შეცვალა "რელიგიური სასწაულების" აღიარების წესები
image

ვატიკანმა შეზღუდა ზებუნებრივი(სასწაულების) მოვლენების აღიარება და შემოიღო ახალი წესრიგი.




რელიგიურად ზებუნებრივი მოვლენების აღიარების წესები კათოლიკურ ეკლესიაში 19 მაისიდან შეიცვლება, წერს RBC.


ვატიკანის რწმენის დოქტრინის მიერ გამოქვეყნებული ახალი სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას ახლა მხოლოდ რომის პაპი მიიღებს და ისიც გამონაკლის შემთხვევებში.



აღნიშნულია, რომ ეკლესიის მეთაური „ამ კუთხით სპეციალურ პროცედურას ასანქცირებს“, კათოლიკური ეკლესიის დანარჩენ წარმომადგენლებს, მათ შორის ეპისკოპოსებს და საეპისკოპოსო კონფერენციებს, თუნდაც ჰქონდეთ ნებართვა, არ ექნებათ უფლება განაცხადონ რაიმე ზებუნებრივი ფენომენის წარმოშობის შესახებ.


ახალი რეგულაციები აიხსნება იმით, რომ აქამდე ასეთი ინფორმაციით მორწმუნეებს არწმუნებდნენ "რომ მათ უნდა სჯეროდეთ ამ სასწაულებრივი მოვლენის", რომლებიც ზოგჯერ უფრო მეტად ფასდებოდა, ვიდრე თავად სახარება";


ხშირად ასეთი „ზებუნებრივი სასწაულის" შესახებ განცხადებას მღვდლები საკუთარი ფინანსური სარგებლობისთვის უფრო იყენებენ.


ახლა, თუ ასეთი მოვლენა „საკმარისად დამაჯერებლად გამოიყურება“, ეპარქიის ეპისკოპოსმა უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია. იგი შედგება მინიმუმ ერთი ღვთისმეტყველისგან, ერთი კანონისტისაგან და ზებუნებრივი ფენომენის შემსწავლელი ექსპერტისაგან, მოვლენის შესაბამისი ბუნების დასადგენად, რა დროსაც განსაზღვრულია მთელი რიგი კრიტერიუმები, მათ შორის „ნდობა და კარგი რეპუტაცია“.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვატიკანმა გამოძიება დაიწყო შეერთებულ შტატებში, წმინდა თომას ეკლესიაში თითქოსდა მომხდარი სასწაულის შესახებ .. მღვდელი ჯოზეფ კროული ამტკიცებს, რომ, რომ ზიარების დროს ციბორიუმში სეფისკვერის რაოდენობა თავისთავად გაიზარდა.



0
253
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0