x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135454
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509722
როგორ გავიგოთ, რომ ტელეფონით გვისმენენ?
მთელი ოცი საუკუნის მანძილზე ცდილობდა მსოფლიოს ქვეყნები გამოეგონებინათ მოწყობილობა, რომლითაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში დაამყარებდნენ კონტაქტს. კავშირგაბმულობის კომუნიკაციიდან ბოლოს ფიჭვურმა კავშირმა მოიკიდა ფეხი ფართოდ და პირველად 1989 წელს ფირმა Motorola-მ დაიწყო მობილური ვერსიის წარმოება, რომელმაც წლებთან ერთად განვითარება განიცადა. ბოლო ოცი წლის მანძილზე კი ძალიან დაიხვეწა მისი ფუნქციები და მოხმარების მრავალმხრივობა. გარდა საუბრისა პლანეტის ნებისმიერ წერტილში ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტისთვის, როგორც ფოტო თუ ვიდეო კამერა და სხვა უამრავი... მწარმოებლები ყოველ ახალ მოდელზე კი გვპირდებიან სულ უფრო გაუმჯობესებულ ფუნქციებს, რომლებშიც სოლიდურ თანხებსაც კი ვიხდით, მაგრამ მისი ფასის მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ტელეფონი მალე გვიფუჭდება, მიზეზი კი შეცდომებია, რომლებსაც არასწორი გამოყენებით ვუშვებთ. ამიტომ, რა სამუშაოც არ უნდა შევასრულოთ, მთავარ პრიორიტეტად მაინც უსაფრთხოების ნორმები რჩება. რაც ნიშნავს ზიანისა და სხვა არასასურველი შედეგებისგან დაცვას.



image




მობილურ ტელეფონს მხოლოდ შენთვის არ შეუძლია სარგებელის მოტანა, ის შეიძლება ჯაშუშის როლს ასრულებდეს და თქვენზე ინფორმაციებს აგროვებდნენ. საიდუმლო ბრძანებებით შეგიძლიათ გაიგოთ, გისმენენ თუ არა მობილური ტელეფონით.




როგორ გავიგოთ, რომ ტელეფონით გვისმენენ?




კოდი *#06#
ამ კომბინაციის გამოყენებით შეგიძლიათ გაიგოთ ნებისმიერი სმარტფონის უნიკალური IMEI ნომერი.




კოდი *#21#
ეს კომბინაცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინფორმაცია ჩართული გადამისამართების შესახებ. გაარკვიეთ, იღებს თუ არა ვინმე თქვენს ზარებს, შეტყობინებებს ან სხვა მონაცემებს.



კოდი *#62#
ეს ბრძანება საშუალებას გაძლევთ გაარკვიოთ ნომერი, რომელზეც შემომავალი ზარები გადამისამართებულია, თუ iPhone გამორთულია ან ქსელის დაფარვის გარეშეა.



კოდი ##002#
ამ კომბინაციის გამოყენებით შეგიძლიათ გამორთოთ ზარის გადამისამართება. და მას შემდეგ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზარები.



კოდი *#30#
გთავაზობთ ინფორმაციას შემომავალი აბონენტის ნომრის იდენტიფიკაციის შესახებ.



კოდი *#33#
ეს კომბინაცია აჩვენებს მხარდაჭერილი გამავალი სერვისებისთვის დაბლოკვის ინფორმაციას. მაგ: როგორიცაა ზარები, SMS და სხვა მონაცემები.



კოდი *#43#
ეს კომბინაცია ეხმარება ზარის მოლოდინის ინფორმაციის ჩვენებას.



0
200
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0