x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139006
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
"თეირანელი ჯალათი" - ცოტა რამ ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტის შესახებ
image

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, ისლამური ფუნდამენტალისტი, რომელიც დაიღუპა 19 მაისს ავიაკატასტროფაში, როდესაც აზერბაიჯანიდან უკან ბრუნდებოდა არა მხოლოდ ისრაელის მტერი იყო, რა დროსაც პირველი შევიდა ღია სამხედრო კონფრონტაციაში ისრაელთან, არამედ საკუთარი ხალხის მტერიც, რისთვისაც მას სამშობლოში დიდი ხანია მეტსახელი "ირანელი ყასაბი" და „თეირანელი ჯალათი“ შეარქვეს.




იბრაჰიმ რაისი, ოპოზიციონერების სასტიკი მდევნელის რეპუტაციიით ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოდან მოდის. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ის იმ დროს ყოველგვარი სასმართლოს გარეშე მონაწილეობდა მრავალი პოლიტპატიმრის სიკვდილით დასჯაში. უფლებადამცველების თქმით, იმ დროს ირანში სიკვდილით დასაჯეს 5000-მდე ადამიანი, მათ შორის ორსული ქალები და მოზარდები. თუმცა რაისი ამტკიცებდა, რომ ოპოზიციონერების სასჯელი იყო „სამართლიანი“ და ამაყობდა რეჟიმის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში მონაწილეობით.


ის ასევე ცნობილი იყო, როგორც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მკვლელობის მომხრე და ქალთა უფლებების შემზღუდველი. მიჩნეულია, რომ რაისი 2019 წელს საპროტესტო დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რომლის დროსაც დაახლოებით 1500 ირანელი დაიღუპა.



რაისი ირანის პრეზიდენტი გახდა 2021 წლის 5 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვების შედეგად, რომელსაც თავად უწოდა „საწინააღმდეგო პასუხი ყველა ამპარტავანი ხალხის მიმართ, რომლებიც ჩაგრავენ და სჩადიან დანაშაულს სუსტების მიმართ მსოფლიოს ყველა კუთხეში - ევროპაში, აშშ-ში, აფრიკაში, იემენში, სირიაში და პალესტინაში“.


ინაუგურაციის დროს რაისმა პირობა დადო, რომ "მოემსახურება ხალხს, პატივს სცემს სახელმწიფოს, გაავრცელებს რწმენას და ზნეობას და დაიცავს სიმართლესა და სამართლიანობას.


ამავდროულად, რაის ამბობდა, რომ ირანი, მისი ხელმძღვანელობით, შეეცდება „გავლენის გავრცელებას ახლო აღმოსავლეთში და მთელ მსოფლიოში“. მის ინაუგურაციაზე მიწვეული იყვნენ ჰამასის პოლიტბიუროს ლიდერი ისმაილ ჰანიე და ჰეზბოლას ლიდერის მოადგილე ნაიმ ქასემი.


მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში რაისი პოზიციონირებდა, როგორც კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი, თუმცა 5 წლის წინ ის აიათოლა ხამენეის მიერ დანიშნა კორპორაციების რელიგიურ კონგლომერატად, რომლის საერთო ღირებულება მრავალ მილიარდ დოლარს აღწევს. იგი მოიცავს ტექსტილის ქარხნებს, ფარმაცევტულ კონცერნებს და ნავთობისა და გაზის კომპანიებს.




როგორი იყო ირანის ახალი პრეზიდენტის განწყობა ისრაელის მიმართ?

რაისის დროს ირანმა 2024 წლის 14 აპრილის ღამეს პირველად დაიწყო პირდაპირი შეტევა ისრაელზე, რაკეტებითა და თვითმფრინავებით - ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე. ისრაელის თავდაცვის ძალების( IDF)-ის მონაცემებით, იმ დროისთვის ირანიდან და მისი მოკავშირე ქვეყნებიდან ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 200 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა იყო გაშვებული, რომელთა დიდი უმრავლესობა ჩამოაგდეს ისრაელის ტერიტორიის საზღვრებთან.


უკვე გაჩნდა ვერსიები, რომ ავიაკატასტროფა შემთხვევითი არ იყო და ირანის პრეზიდენტი შეიძლება მოკლეს, გამოკვეთა სამი ვერსია: დასავლეთი, ისრაელი და შიდა ირანული კონფლიქტი.


ვიდეო: პრეზიდენტის ვერტმფრენის კატასტროფის ამსახველი კადრები.პილოტი და შიგ მყოფილი ყველა მგზავრი, პრეზიდენტის ჩათვლით გარდაიცვალა, რაისის გარდა, ვერტმფრენში იჯდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი და ქალაქ თავრიზის პარასკევის იმამი მოჰამად ალი ალე ჰაშემი.


0
605
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
605
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0