x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135089
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509430
მხატვარმა ტუჩები ხელოვნების ნიმუშებად აქცია (25 ფოტო)

ჩვენ სურათის სრულად დანახვა გვიყვარს, მაგრამ სწორედ დეტალები ახდენს, მისი მთლიანობაში აღქმაზე გავლენას... და ხშირად, ისე ხდება, რომ რაც უფრო მცირე ზომის არის დეტალი, მით უფრო თვალსაჩინოა და მეტ გავლენას ახდენს ის.


image


ტუჩები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთია, იმ პატარა დეტალიდან, რომელიც ხიბლავს და ინფორმაცია გადმოსცეს, ადამიანის და მისი ემოციების შესახებ. მხატვარი, რომელზეც აქ ვისაუბრებთ, ტუჩებს განსაკუთრებულს, მაკიაჟის მეშვეობით ხდის.


imageimage


ანდრეა რიდი (Andrea Reed) — კანადელი ვიზაჟისტი, ფოტოგრაფი და მოდელია. ის Instagram–ში @girlgreybeauty ნიქით არის ცნობილი და როგორც თავად ამბობს, ხელოვნება და ვიზაჟი, მისი ინტერესის სფეროს ყოველთვის წარმოადგენდა.

«ყოველთვის მიყვარდა ხატვა, მიყვარდა ვიზაჟი და ამ ორი სფეროს შერწყმა ყოველთვის მინდოდა» — წერს ერთ–ერთ პოსტში ანდრეა.


imageimageimage


«რადგან ტუჩები — პატარა და რთული "ტილოა", საკუთარი თავს გამოწვევა გადავწყვიტე! ქალბატონებს ძალეია მოეწონათ მოხატული ტუჩები და ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელე».


imageimageimageimage


«ჩემს პროექტებს, ჩვეულებრივ, წინასწარ ვგეგმავ — ჯერ ქაღალდზე ვხატავ, შემდეგ კოსმეტიკას და მოწყობილობას ვამზადებ, ვარეგულირებ კამერას, განათებას და ა. შ. ნახატის შესრულებას, საშუალოდ 1 სთ. სჭირდება. ფოტოსესიას, კიდევ 15 წთ. ხოლო, ფოტოს რეტუშზე და პოსტპროდუქციაზე, კიდევ 1–4 სთ. ვხარჯავ. ანუ, ერთ ფოტოს — 3-6 საათი სჭირდება».



imageimage

image


რიდს, თავის Instagram გვერდზე, 900–მდე პუბლიკაცია აქვს და აქ მისი ნამუშევრების, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია წარმოდგენილი.


imageimageimageimageimageimage


უკანასკნელი პოსტი Instagram–ზე მხატვარმა 2 წლის წინ გამოაქვეყნა, მაგრამ მას, ხელოვნებაზე უარი არ უთქვამს — უბრალოდ, სხვა ფორმებზე გადაერთო.


imageimageimage

imageimageimageimage


«უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, მაკიაჟით ნაკლებად ვარ დაკავებული და უფრო მეტად კონცენტრირებული, ტრადიციულ ხელოვნებაზე ვარ. ძალიან მიყვარს ცხოველები, ამიტომ მათი პორტრეტების ხატვა დავიწყე» — აღნიშნა მხატვარმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 3 საშინელი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია

* ვარსკვლავების 10 ყველაზე "ცეცხლოვანი" ცეკვა კინოში

* მისი წინასწარმეტყველება საზოგადოებას შოკში აგდებს – 10 უკვე ახდა... კიდევ რას უნდა ველოდოთ?

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0