x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
5 ისტორიული მითი, რომლისაც არ უნდა გვჯეროდეს

ისტორიაში არსებობს მითები, რომლისაც სჯერათ და ისტორიის სახელმძღვანელოებშიც კი არის შეტანილი. ჩვენი ცრურწმენები, უამრავი მემატიანე და დოკუმენტი, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ წარსულს...

და აქ, 5 ყველაზე გავრცელებულ ისტორიულ მითს გაგაცნობთ:


1. რომაელი გლადიატორები მხოლოდ მამაკაცები იყვნენimage


რომაელი გლადიატორები ისტორიის ყველაზე ცნობილი პერსონაჟები არიან. მათ, გარკვეულწილად, გავლენა მოახდინეს ჩვენს წარმოდგენებზე ძველ რომში გართობების შესახებ. ლიტერატურისა და კინოს წყალობით, უამრავი ლეგენდა შეიქმნა მათი ცხოვრების შესახებ. დღეს რთულია ამ წყაროებით სიმართლის დადგენა და მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ გლადიატორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე სიკვდილს თვალებში მხოლოდ იმისთვის უყურებდნენ, რომ სხვები გაერთოთ!

ჩვენს წარმოდგენებში, გლადიატორი აუცილებლად მამაკაცი არის. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ გლადიატორულ ბრძოლებში, მხოლოდ კაცები არ მონაწილეობდნენ. ქალებმა ამ თამაშებში მონაწილეობა იმპერატორი დომიციანის მმართველობის (81-96 წწ) დროს დაიწყეს და ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ლუციუს სეპტიმიუს სევერუსმა (146-211 წწ.) ამ ბრძოლებში, სუსტი სქესის წარმომადგენლების მონაწილეობა არ აკრძალა.


2. შუა საუკუნეებში თვლიდნენ, რომ დედამიწა ბრტყელი იყოimage


ჩვენ შუა საუკუნეებს, შიმშილის, ცრურწმენების და ინკვიზიციის ბნელ პერიოდად ვთვლით. მაგრამ, იმის შესახებ გვავიწყდება, რომ შუა საუკუნეების ევროპა, ძველი რომის მემკვიდრეობის შეცნობის პერიოდი იყო, მისი მიღწევების მეცნიერებაში და მათ შორის, ასტრონომიაშიც. ხოლო, მუსულმანები და ჩინელები, კიდევ უფრო შორს წავიდნენ...

მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ რენესანსის ეპოქამდე, ადამიანებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალი იყო. ხილო ის, რომ ჩვენი პლანეტა მზის გარშემო ბრუნავს, – ძველი რომაელებისთვისაც კი ცნობილი იყო. მაგრამ შუა საუკუნეებში, ეს "დაივიწყეს", რადგან მას ერესად თვლიდნენ.

მითი ბრტყელი დედამიწის შესახებ, XIX ს–ში არქეოლოგმა ლეტრონმა და ისტორიკოსმა ირვინგმა, შუა საუკუნეების ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით შეთხზეს, რომელიც რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს აზრს არ ასახავდა. ჩვენ კი, ცრუ ინფორმაცია ავიტაცეთ და ისტორიის წიგნებში და სახელმძღვანელოებში ჩავწერეთ...


3. ნეანდერტალელები ზურგში მოხრილები და განუვითარებლები იყვნენimage


ნახატებზე ნეანდერტალელებს ყოველთვის მხრებში მოხრილებს ასახავენ და ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ისინი განვითარების დონით, ჰომო საპიენსს (გონიერი ადამიანი) ბევრად ჩამორჩებოდნენ.

ჩვენთვის კარგად ცნობილი, მაიმუნის მსგავსი ნეანდერტალელის გავრცელებული გამოსახულება ფრანგმა არქეოლოგმა მარსელენ ბულმა შექმნა. მან, როგორც თავად თვლიდა, 1911 წ. გამოქვაბულში ნაპოვნი, 50 000 წლის ჩონჩხის საფუძველზე, ნეანდერტალელის გარეგნობის რეკონსტრუქცია მოახდინა.


imageნეანდერტალელთა თანამედროვე რეკონსტრუქცია


მას შემდეგ, არაერთი აღმოჩენა მოხდა. განვითარდა კვლევის ტექნოლოგიებიც... დღეს ითვლება, რომ ნეანდერტალელი გამართულად დადიოდა, ჭკვიანები იყვნენ და განვითარების დონით, მხოლოდ ოდნავ ჩამორჩებოდნენ თანამედროვე ადამიანს. მეცნიერთა ნაწილი კი თვლის, რომ მათ ლაპარაკიც შეეძლოთ.


4. II მსოფლიო ომამდე, ყველაზე დიდი მსხვერპლი, კონფლიქტების ისტორიაში, I მსოფლიო ომის დროს იყოimageტაიპინელთა აჯანყება


პირველ მსოფლიო ომში 22 მილიონი ადამიანი დაიღუპა და ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ეს იყო ყველაზე სისხლისმღვრელი ომი, II მსოფლიო ომამდე, რომლის მსვლელობის პერიოდში, ბრძოლის ველზე და მშვიდობიან მოსახლეობაში, ერთად, – 71 მლნ. ადამიანი დაიღუპა.

მაგრამ, ეს ასე არ არის. 1850 წ. ჩინეთში ტაიპინელთა აჯანყება დაიწყო, რომელიც 14 წელი გაგრძელდა. ეს იყო დაპირისპირება გლეხებსა და მათ მჩაგვრელ ფეოდალებს შორის, რომელსაც 30 მლნ. კაცი შეეწირა.


5. ნაპოლეონ ბონაპარტი დაბალი იყოimage


ბევრი ფსიქოლოგი, დაბალი მამაკაცის თავდაჯერებულობას, პატარა კაცის სინდრომს მიაწერს, რომლის მიხედვით, მამაკაცი დაბალი სიმაღლის კომპენსირებისთვის, აგრესიულად იქცევა. და ხშირად, ამ სინდრომის მაგალითად, საფრანგეთის პირველი იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი მოჰყავთ, რომელმაც ევროპა დაიპყრო და რუსეთს "კბილები მოამტვრია".

მაგრამ, სინამდვილეში, დიდი მხედართმთავარი არც ისე დაბალი იყო, როგორც ბევრს ჰგონია. საქმე იმაშია, რომ ფრანგული ფუტი უფრო გრძელი იყო, ვიდრე ბრიტანული. ნაპოლეონის სიმაღლე კი, — 5, 2 ფუტი იყო, რაც ბრიტანული საზომი ერთეულით, 158 სმ–ს, ხოლო ფრანგულით — 169 სმ–ს ტოლია, რაც იმ პერიოდის, ფრანგი მამაკაცის საშუალო სიმაღლეს შეესაბამება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტელებმა ადამიანები მესამე ცდაზე შექმნეს...

* რატომ არ მოკლეს ჰიტლერი, არაერთი შესაძლებლობის მიუხედავად? – სამი ძირითადი მიზეზი

* სკვითების მაღალტექნოლოგიური ოქროს ნაკეთობები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
625
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0