x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
ბლეიკ ლაივლი და სხვა ვარსკვლავები წითელ საცურაო კოსტიუმებში
image


ვარსკვლავებმა პლაჟის სეზონი უკვე დიდი ხანია გახსნეს, და თუკი მათ ფოტოებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რომ ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი ფერი სწორედაც რომ - წითელია. პამელა ანდერსონის ლეგენდარული კოსტიუმის ფერით შთაგონებული ცნობილი ქალბატონები მეტი ყურადღების მისაპყრობად სწორედ ვნებისა და ცეცხლის ფერს ირჩევენ. მოდით, ვნახოთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის რომელი წარმომადგენელი გამოიყურება განსაკუთრებით მომხიბვლელად ცეცხლოვანი ფერის საცურაო კოსტიუმში.




ბლეიკ ლაივლი


imageimageimage

"ბარბის" ეპოქა თანდათან წარსულს ბარდება. ბლეიკ ლაივლი ვარდისფერით დაიღალა და ამჯერად, სელებრითმა მეწამული წითელი აირჩია. თუ დააკვირდებით ვარსკვლავის მანიკური და მაკიაჟიც კი ალისფერ ტონებშია შესრულებული.



დუა ლიპა


image


ფრთხილად, არ გააღვიძოთ! ფოტოზე დუა ლიპა თავის საზამთროსთან შედარებით ერთმნიშვნელოვნად უფრო გემრიელად გამოიყურება.





ბელა თორნი


imageimage

უფს, აქ ერთნაირი კოსტიუმები გვაქვს. როგორ ფიქრობთ, "Hello Kitty"-ის საცურაო კოსტუმი დუა ლიპაზე უფრო უკეთ გამოიყურება თუ ბელა თორნიზე?





მილი ბობი ბრაუნი



image



მთელი ამ ხნის განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ პუანსეტია მხოლოდ შობის სეზონზე ყვავის. როგორც ჩანს, შობის ვარსკვლავი მილის გარემოცვაში ზაფხულშიც კი აყვავდა.





მაილი საირუსი


image



თქვენი სხეულის ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულამდე ავა თუ მომღერლის ფოტოს ძალიან დიდხანს უყურებთ.





ელიზაბეთ ჰერლი


image


მსახიობი და მოდელი ელიზაბეთ ჰერლი ამ წითელ ბიკინში მართლაც განსაცვიფრებლად გამოიყურება!





ემილი რატაკოვსკი


imageimageimageimage

ალისფერი საცურაო კოსტიუმების ყველაზე დიდი კოლექცია ემილი რატაკოვსკის აქვს. მოსახერხებელია, როდესაც პლაჟის ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი გაქვს, რას იტყვით?









0
291
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
291