x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509634
წინა ხელისუფლებას, რომ არ ამოეღო მუხლი სამშობლოს ღალატზე, ახლა არ იქნებოდა ამ კანონის მიღების აუვილებლობა

image
"არა რუსულ კანონს"-ამ სლოგანით თვეებია ახალგაზრდობა, ოპოზიცია და უბრალოდ გაუთვიცნობიერებელი მოქალაქეები გამოდიან რუსთაველზე და არა მხოლოდ რუსთაველზე "გამჭვირვალობის" კანონის მიღების საწინააღმდეგოდ. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო მიღებულ კანონს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ჯერ ერთი ეს ვეტო სრულიად მიუღებელია და მეორე მმართველ პარტიას არ გაუჭირდება ვეტოს გადალახვა.
ის ქაოსი და ანარქია რაც "კანონს გამჭვირვალობის შესახებ" მიღებამ გამოიწვია, არ იქნებოდა დემონსტრანტები მართული, რომ არ იყვნენ, გულანთებული ახალგაზრდა თაობის პატრიოტიზმს ეშმაკურად იყენებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება.
ვეკითხები დემონსტრატებს: იცით როგორი ვერაგული ხერხებით ხდება თქვენი გამოყენება?
თქვენ, რომ იცოდეთ თუ როგორი სივერაგით გიყენებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, თავადვე გარეკავდით მათ დემონსტრაციიდან და არანაირი სპეცრაზმის წინააღმდეგ დგომა არ მოგიწევდათ.

ჰკითხეთ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა მიზეზით გააუქმეს კანონი სახელმწიფო ღალატის შესახებ?
რომ ყოფილიყო მოქმედებაში კანონი სახელმწიფოს ღალატის თაობაზე, ხომ არ გახდებოდა ახლახან მიღებული კანონის მიღება?

წარმოგიდგენთ ცნობილი იურისტის, შსს-ს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ბატონი რაფავას პოსტს ამ საკითხზე, წაიკითხეთ გულდასმით და მერე იფიქრეთ დგახართ თუ არა სწორ მხარეს!

image
გავიძახით ევროპა-ევროპას და აი რას გვპირდება ევროპა მიღების შემდეგ.
მე ვერავინ წამომაძახებს, რომ რუსეთის მეხოტბე ვარ, რადგან ჩემი სისხლით ბევრჯერ დამიმტკიცებია რუს აგრესორებთან და სეპარატისტებთან ბრძოლით საქართველოში და საქართველოს გარეთ ჩემი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში.

აი რას ბრძანებს ეს ევროპელი ჩინოვნიკი.


მთლად სასაცილოდ ნუ გავიხდით ჩემო ქართველებო თავს, ვინ ხართ თქვენ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას, რომ უკრძალავთ კანადას?
"ურაპატრიოტიზმიდან" ფანატიკოსობამდე ერთი ნაბიჯია და არ გადალახოთ ეს მიჯნა-ჩემი რჩევაა.
კანადა თქვენ აფრიკის რომელიმე ჩამორჩენილი ქვეყანა, ხომ არ გგონიათ ან რუსებისგან რანაირად გინდათ კანადის დაცვას, როცა კანადა ერთერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა, თავისი ხელისუფლებით და სპეცსამსახურებით?



0
262
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
262