x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138435
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
მან 58 მამაკაცს მოაჭრა პენისი და ამას ათასობით კაცი უყურებდა პირდაპირ ეთერში
imageდიდ ბრიტანეთში ნორვეგიელ მარიუს გუსტავსონს განაჩენი გამოუტანეს.


ის და მისი ამფსონები იატაკქვეშა ოპერაციებს ატარებდნენ, სადაც ადამიანებს კიდურებს და სასქესო ორგანოები აჭრიდნენ. მთელ ამ პროცესს ვიდეოზე იღებდნენ და ფასიან საიტზე აქვყენებდნენ სახელწოდებით "Eunuchodel" .ასევე გუსტავსონი ჭამდა მოჭრილ ორგანოებს ან სუვენირად ინახავდა.


გუსტავსონს სურდა თოჯინა კენი გამხდარიყო, მან მოიჭრა პენისი და სათესლე ჯირკვლები სამზარეულოს დანით და კედელზე ჩამოკიდა.



მარიუს გუსტავსონი გაიზარდა ნორვეგიის ქალაქ ოსლოს მახლობლად. ახალგაზრდობაში მუშაობდა ფოსტაში, მაგრამ შემდეგ თაღლითობის გამო გაება. თავდაპირველად მას პირობითი სასჯელი მიუსაჯეს საცხოვრებელი კოოპერატივის მოტყუებისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ კი რვა თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ონლაინ თაღლითობისთვის. ციხის შემდეგ გუსტაფსონი დაქორწინდა, მშვიდად ცხოვრობდა და პოლიციის ყურადღების ქვეშ აღარ მოხვედრილა



ასე გაგრძელდა 2016 წლამდე, სანამ მეუღლემ არ მიატოვა. იმ დროისთვის გუსტავსონი დიდ ბრიტანეთში გადავიდა და ლონდონში დასახლდა. მისი ადვოკატების თქმით, განქორწინების შემდეგ მომავალ „ევნუხოდელს“ განუვითარდა სხეულის აღქმის მთლიანობის დარღვევის სინდრომი.


ამ იშვიათი აშლილობის მქონე ადამიანები ოცნებობენ ინვალიდობაზე. გუსტავსონს, როგორც თავად აღიარა, სურდა სასქესო ორგანოს მოშორება და თოჯინა კენს დამსგავსებოდა.


განქორწინებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ გუსტავსონმა დაარწმუნა სექს-მუშაკი დემიენ ბირნსი, რომ პენისი მოეჭრა. სასამართლო პროცესზე ბირნსმა თქვა, რომ ნორვეგიელმა მას ჩვეულებრივი სამზარეულოს დანა გადასცა და აუხსნა, რა უნდა გაეკეთებინა. ამისთვის იგი 500 გირვანქა სტერლინგს დაჰპირდა.


ბირნსმა ზუსტად შეასრულა ყველა მითითება, რის შემდეგაც მან პირღებინება დაეწყო. თუმცა, დაპირებული თანხა ვერ მიიღო. გუსტავსონი დათანხმდა მხოლოდ 50 ფუნტის გადახდას და დაემუქრა, რომ თუ პოლიცია ჩაერეოდა მას შანტაჟით აქეთ დაადანაშაულებდა, . მან თავის სათესლე ჯირკვლები დააკონსერვა და ჩამოკიდა საწოლის თავზე ჩარჩოში ჩასმული .


ორი წლის შემდეგ გუსტავსონმა კიდევ ორი ​​პროცედურა გაიარა. მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, 49 წლის მედძმამ ნათან არნოლდმა ძუძუს თავები მოაჭრა. სხვამ, 23 წლის ჯეიკობ კრიმი-ეპლბიმ, ფეხი გაუყინა ამპუტაციისთვის.


ფეხის გარეშე დარჩენილი გუსტავსონი ინვალიდის ეტლში გადაჯდა და ინვალიდობის სახელმწიფო შეღავათებიც კი მიიღო. მთელი პერიოდის განმავლობაში დახმარებამ შეადგინა 18 ათასი ფუნტი.




გუსტავსონმა და მისმა მიმდევრებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი თავის მოდიფიკაცია საკმარისი არ იყო, ამიტომ გადაწყვიტეს თავიანთი უცნაური ჰობი ბიზნესად ექციათ. მათ გახსნეს ფასიანი ვებგვერდი, Eunuchmaker, სადაც აქვეყნებდნენ ჩატარებული ოპერაციების ჩანაწერებს.


საკმარისზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც სურდა ენახა, როგორ აჭრიდნენ ადამიანებს ხელებს, ფეხებს და სასქესო ორგანოებს. რაღაც მომენტში, საიტზე დატვირთვა იმდენად გაიზარდა, რომ გუსტავსონს სპეციალისტის მოძებნა მოუწია. "სერვერები ფაქტიურად ვერ უმკლავდებოდნენ", - განუცხადა The Guardian-ს IT სპეციალისტმა, რომელმაც ეს სამუშაო შეასრულა. „საუბარია საიტზე 300 ათასი ვიზიტორით კვირაში, 10-20 ათასი აქტიური მომხმარებელი დღეში."

image

მოჭრილი სასქესო ორგანოების შესახებ ვიდეოებს უყურებდნენ მომხმარებლები ჩრდილოეთ კორეის გარდა მსოფლიოს ყველა ქვეყნაში;


ბოლო ბოლო, თავად IT სპეციალისტმაც, რომელსაც პირობითად ენდრიუს ვუწოდებთ გადაწყვიტა ოპერაცია გაეკეთებინა - თუმცა არა სხვებივით ექსტრემალური; გუსტავსონმა მას პირადად გაუკეთა ეგრეთ წოდებული ქვეგანკვეთა - ჭრილობა პენისის ქვედა ნაწილზე, რომელიც არღვევს ურეთრის მთლიანობას. მას ჩვეულებრივ ავსტრალიელი აბორიგენები იყენებენ: შედარებით უვნებელია, მაგრამ, როგორც წესი, იწვევს უნაყოფობას. ეს ყველაფერი ასევე გადაიღეს და განთავსდა Eunuchodel-ზე.


ოთხი წლის განმავლობაში საიტმა გუსტავსონს მინიმუმ 300 000 ფუნტი მოუტანა.ასევე მოჭრილი ორგანოების გაყიდვა გახდა მისი მთავარი შემოსავლის წყარო.



გუსტაფსონი აღიარებით, რომ მან სულ მმირე 58 მამაკაცს მოაჭრა სასქესო ორგანოები. პაციენტები იყვნენ მოხალისეები სუბკულტურიდან "ნულოსებიდან", ანუ მამაკაცები გენიტალიების გარეშე.- სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ზოგიერთი მათგანი 17 წლამდე ასაკისაც არ იყო. არცთუ იშვიათად ოპერაციის შემდეგ პაციენტებს აგზავნიდნენ ნამდვილ ექიმთან .


"განსაკუთრებით მათ, ვისაც პენისს ვაჭრიდით", - ამბობს ენდრიუ. ”იმდენი სისხლია, რომ ვერ შეაჩერებ. ამიტომ გეგმა იყო მოჭრა და პირდაპირ კლინიკაში გაგზავნა“.


გუსტავსონის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა ტკივილგამაყუჩებლების შეკვრა, ქირურგიული ინსტრუმენტები, საჭრელი დაფა, ხის ჩაქუჩი და საწოლი ხელ-ფეხის ფიქსატორი სამაგრებით.


ენდრიუს თქმით, მარიუს გუსტავსონის მაცივარი ყოველთვის სავსე იყო სათესლე ჯირკვლებით და პენისებით. ”ხალხი მოდიოდა მათ საყიდლად, ” - განმარტა მან.

image

ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელი გუსტავსონის ერთ-ერთ თანამზრახველს, პიტერ უეიტსს მიუსაჯეს. მისი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს კარაქის შეკვრა, წარწერით „ნუ გაალღობ!“, რომელშიც ორი პენისი იყო.


ნატანიელ არნოლდს, რომელმაც გუსტავსონს ძუძუს თავები მოაჭრა, ორწლიანი პირობითი პატიმრობა მისცეს.


ნორვეგიელი უკანასკნელი გაასამართლეს. სასამართლოში მოსმენა სამი დღის განმავლობაში მიმდინაროებდა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას სექსუალური კმაყოფილების გარდა და ფულის შოვნის სურვილი ამოძრავებდა მას მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა, არაუგვიანეს 22 წლის შემდეგ პირობითი გათავისუფლების შესაძლებლობით.

0
708
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0