x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
კლეოპატრას საიდუმლო სასახლე ინ#იმური პაემნებისთვის: საწოლი რქებით, იდუმალი ლაბირინთები, მომაჯადოებელი ბალდახინები

image


ეგვიპტის უდაბნოს სიღრმეში, ხმაურიანი ქალაქებისა და ადამიანთა აურზაურისგან შორს მდებარეობდა სასახლე, რომელიც განკუთვნილი იყო ექსკლუზიურად ყველა დროისა და ხალხის ყველაზე მომხიბვლელი და იდუმალი ქალის - კლეოპატრას ინტიმური პაემნებისთვის. დღეს, ერთად ვიმოგზაურებთ ამ უძველეს სამეფოში და მოვაწყობთ უჩვეულო ექსკურსიას ამ ზღაპრულ ადგილას. მზად ხართ წარსულში სამოგზაუროდ? მაშინ ამ საოცარ მხარეში მოგზაურობა გახსნილად ცხადდება!!!


image


დიდებულ ნაგებობასთან მიახლოვებისთნავე ცხადი ხდებოდა, რომ ეს სასახლე მართლაც უჩვეულო იყო, რომელიც დედამიწაზე არც ერთ სხვა ადგილს არ ჰგავდა. მისი არქიტექტურა შთაგონებული იყო ძველი ეგვიპტური ტრადიციებითა და საუკუნეების მანძილზე შემონახული საიდუმლო ცოდნით. აქ, ქვიშის დიუნებს შორის, უდაბნოს შუაგულში თითქოს ოაზისი იყო გაშენებული, რომელიც თავის სტუმრებს საიდუმლო გრძნობებისა და ნაზი ცდუნებების ატმოსფეროში ეპატიჟება.


image


სასახლეში შესვლისთანავე სტუმრები განსაკუთრებული კომფორტისა და სიმყუდროვის სამყაროში ხვდებოდნენ. რბილი დივნებითა და ოქროს ორნამენტებით გაფორმებული მდიდრული მისაღები ოთახები საოცარი სიმშვიდისა და მომენტის ექსკლუზიურობის განცდას ქმნიდნენ.


image


მათ მოსდევდათ ლაბირინთული ოთახების სერია, რომელთაც დედოფლის საწოლ ოთახში შევყავდით...



image


ჩაძირული სასახლე



დედოფლის მოსასვენებელი გაფორმებული იყო მდიდრული აბრეშუმის ქსოვილებით, მსუბუქი ბალდახინებით, ელეგანტური სანთლებითა და იდუმალი განათებით, რაც ოთახში ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიდა. საწოლი დაფარული იყო ფუმფულა აბრეშუმის ბალიშებითა და მსუბუქი გადასაფარებლებით, რომლებიც მნახველში პირველივე დანახვისთანავე სიმშვიდისა და უშფოთველობის გრძნობას ტოვებდა, კლეოპატრა სწორედ ამ უნიკალური არტეფაქტებითა და ანტიკურობის სიმბოლოებით მორთულ ოთახში ატარებდა თავის "ცხელ" ღამეებს.


image


ასეთი უჩვეულო და მიმზიდველი ინტერიერის დიზაინი ყველა თანამედროვე გოგოს მოეწონებოდა, თუმცა კლეოპატრას სასახლეში ყველაზე უჩვეულო და ეპატაჟური მაინც მისი ცნობილი რქებიანი საწოლი იყო. იმდროინდელი ოსტატების მიერ შექმნილი საწოლი გამოირჩეოდა იშვიათი მასალებითა და ლამაზი დიზაინით. ის წითელმერქნიანი, მასიური ტროპიკული ხისგან იყო დამზადებული, რომელიც რთული მოჩუქურთმებული ორნამენტებითა და ფიგურული ელემენტებით იყო გაფორმებული. მისი სახასიათო შტრიხი კი საწოლის კუთხეებიდან გამოზრდილი შავი რქები იყო, რომლებიც ესთეტიკასა და ფუნქციონალურობას ერთმანეთში ოსტატურად აერთიანებდა. სარეცელი ყველას ყურადღებას მყისიერად იპყრობდა და თითოეულ მნახველში აღტაცებისა და გაოცების გრძნობას იწვევა.


image


მისი ვიზუალური მხარე იმდენად უნიკალური იყო, რომ ჩვეულებრივი საწოლები მასთან შედარებით საკმაოდ მოსაწყენად და ბანალურადაც კი გამოიყურებოდა, თუმცა კლეოპატრასთვის ეს საწოლი იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ავეჯი.


image


ძველ ეგვიპტურ კულტურაში მნიშვნელოვან სიმბოლოდ ქცეული რქები ეგვიპტის დედოფალს საკუთარ სიძლიერესა და ძალას ახსენებდა. ასეთი საწოლი კლეოპატრას პიროვნებისა და სტატუსის ერთგვარ გამოხატულებადაც კი იქცა, თუმცა უნიკალური ვიზუალური მხარის გარდა, რქებიან საწოლს სხვა გასაოცარი თვისებებიც ჰქონდა. ლეგენდის თანახმად, მას შეეძლო თავისი პატრონისთვის ყველაზე სასიამოვნო სიზმრები "ეჩუქებინა", ხოლო მის სხეულზე სამკურნალო ეფექტი მოეხდინა. კლეოპატრას "რქებიანი საწოლის" ნაშთები არ შემორჩენილა, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ლეგენდებიდან ვიცით.



image


როგორც ცნობილია კლეოპატრას სასახლე დაიტბორა და დღემდე ის ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე განისვენებს. ცნობილია რომ ის ჯერ კიდევ 1992 წელს აღმოაჩინეს, თუმცა აღმოჩენის შესახებ ოფიციალური განცხადება მხოლოდ 4 წლის შემდეგ იქნა გაკეთებული. ფსკერზე ნაპოვნი იქნა საგნები, ძველი ეგვიპტური ბარელიეფები, ქანდაკებები და ძველი ეგვიპტის სამეფოს სხვა არტეფაქტები, რომლებიც ერთ დროს ამ საოცარ სასახლეს ამშვენებდა.


image


კლეოპატრას ჩაძირული სასახლე



image


ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე



imageimage


მყვინთავები ჩაძირულ ქალაქში



image


დედოფალ კლეოპატრასა და კეისრის ვაჟის, ცეზარიონის ქანდაკების თავი








0
174
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
174