x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კაილი ჯენერი და სხვა ლამაზმანები გამჭვირვალე სამოსში, რომელთაც თვალს ვერ მოწყვეტთ

image


მაშინ როდესაც ვარსკვლავებს თავიანთი მშვენიერი სხეულის სამოსის ქვეშ დამალვა არ სურთ, როგორც წესი, უკიდურესად ღია ჩაცმულობას ან "შიშველ" კაბებს ირჩევენ. მოდით, ვნახოთ გამჭირვალე კაბებში გამოწყობილი მსოფლიო შოუ- ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები, რომელთაც თვალს ვერ მოწყვეტთ.





ირინა შეიკი


imageimageimageimage


გასული წლის კანის კინოფესტივალზე ირინა შეიკის წითელ ხალიჩაზე გამოჩენა ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მოდელი ორივე "ლუქში" შესანიშნავად გამოიყურებოდა. შეიკის პირველი ჩაცმულობის თვალიერებისას ფიქრობ რომ ის პრესტიჟულ კინოპრემიაზე ქალის თეთრეულითა და ბრილიანტის კოლიეთი გამოცხადდა, და მხოლოდ შემდეგ ამჩნევ ტოპ- მოდელის სხეულზე გამჭვირვალე, თხელი ბადისგან შექმნილ მსუბუქ კაბას, სწორედ ისეთ კაბას, რომელშიც სულ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი იდეალური სხეულის პარამეტრებით იტრაბახოთ. შეიკმა თავის ეპატაჟურ "ლუქს" მაღალი გამჭვირვალე ხელთათმანები და წინდებიც დაუმატა, რაც მის ჩაცმულობას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენდა.


imageimage


მოდელის მეორე "ლუქი" უფრო გაბედული გამოდგა. წითელი და შავი ტონალობის გახეხილი ტყავისგან შექმნილი ტოპი და ქვედაბოლო შეიკის უნაკლო ფიგურაზე მართლაც იდეალურად გამოიყურებოდა.




რიტა ორა

imageimageimage

თითქმის იდენტური "შიშველი" კაბა მოირგო რიტა ორამაც. კრემისფერი, თითქმის გამჭვირვალე ბადე სელებრითის სხეულზე კიდევ უფრო ნაკლებად შესამჩნევი იყო. ნუთუ სცენაზე თავისი 10 წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად წვეულების მთავარი ვარსკვლავი თითქმის შიშველი გამოცხადდა? ზედმეტი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად რიტამ თავის ეპატაჟურ "ლუქს" შავი ბუმბულის მოსაცმელი დაუმატა.





მაილი საირუსი


image


მაილი საირუსის პროვოკაციული "ლუქები" და ქცევები უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. მომღერალი მართალია საკუთარ ჩაცმულობაში აქცენტს ყოველთვის სექსუალობაზე აკეთებს, თუმცა უკვე ზედმეტი ვულგარულობის გარეშე. აი, ასეთი "შიშველი" კაბით იწონებდა პოპ - მომღერალი თავისი მრავალრიცხოვანი ფოლოვერების წინაშე თავს. მოკრძალებულად - და ამავე დროს ცოტაოდენი "სიცხარით".




საბრინა კარპენტერი


imageimage

შეიძლება თუ არა სამოსს "შიშველი" ეწოდოს, თუ ის არ არის გამჭვირვალე, მაგრამ სხეულის ყველაზე მაცდუნებელი ნაწილების დემონსტრირებას ახდენს? რატომაც არა! სწორედ ასეთი კომპლექტი მოირგო საბრინა კარპენტერმა. ნაქსოვი კოსტიუმები სელებრითებს შორის კვლავ აქტუალურია. საბრინას იმიჯს კიდევ უფრო მეტ ქალურობას ვერცხლისფერი ვარდები სძენდა.




ოლივია როდრიგო



image


შავ, გამჭირვალე კაბაში გამოწყობილ ოლივიას არც საცვლების შესახებ დავიწყებია. მუცელზე არსებული გამჭვირვალე თასმები კი მის "ლუქს" კიდევ უფრო მეტ პიკანტურობას სძენდა.




ჯულია ფოქსი


imageimage

ჯულია ფოქსის იმიჯი არა მხოლოდ მინიმუმ ტანსაცმელს, არამედ ძალიან უცნაურ სამოსსაც გულისხმობს. მსახიობი შეუთავსებელ შეთავსებადს ხდის და მუდამ მზადაა საზოგადოებისთვის თავისი შიშველი, ნავარჯიშევი სხეულის საჩვენებლად. საინტერესოა საით გაუწევია ასეთი "ლუქით" უმშვენიერესს ჯულიას...




კიმ კარდაშიანი


imageimageimage


ამბობენ, რომ თეთრი ტანსაცმლის ქვეშ შავი საცვლების ჩაცმა კარგი ტონი არ არის, თუმცა კიმ კარდაშიანს საკუთარი მოდის წესები აქვს. დივამ შავ თეთრეულზე თეთრი მაქმანებიანი კაბა მოირგო, რაც დამეთანხმეთ, რომ საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება. როგორ ფიქრობთ, იქნებ ჯობდა კიმს კაბის ფერისვე კომპლექტი შეერჩია?




კაილი ჯენერი


imageimageimageimageimage

"სინაზის" მცირე დოზა კაილი ჯენერისგან. ვარსკვლავმა ყვავილებიანი პრინტის "შიშველი" კაბა მოირგო, რომელიც მისი სხეულის მშვენიერ ფორმებს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. კაილიმ სამოსის ფერთან შესაფერისი საცვლები აირჩია, რათა აქცენტები ერთმანეთში არ შეერია. ჯენერმა დეკორატიული კორსეტის ჩაცმა არა ზემოდან, როგორც მისი ტარება ბევრს სჩვევია, არამედ რატომღაც შიგნიდან არჩია. ფიქრობთ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა?



ჰეილი ბიბერი


imageimage


თუ ხართ გამხდარი, შეგიძლიათ ნებისმიერი ფასონისა თუ ფერის კაბა მოირგოთ, თუნდაც მშვენიერი ჰეილის მსგავსი, სხვათა შორის, შოკოლადის ფერი მოდელს განსაკუთრებით უხდება.



დუა ლიპა


imageimageimage


მინი ტოპების, თამამი კოსტიუმებისა და გამჭვირვალე ქსოვილების გარეშე მომღერლის წარმოდგენა უკვე მართლაც შეუძლებელია. ამჯერად, დუა ლიპამ შავი მაქმანებიანი კაბა შეარჩია, რომელშიც პოპ - მომღერალი ნამდვილ პანტერას ჰგავდა!






0
150
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
150