x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამის გაკეთებას მხოლოდ დედა თუ შეძლებს...

image


ანდებში 2 მტრულად განწყობილი ტომი ცხოვრობდა, ერთი ბარში, მეორე — მაღალ მთებში.
ერთხელ მთიელები ხეობაში მცხოვრებ ინდიელებს თავს დაესხნენ და ნადავლის სახით, ერთ–ერთი ოჯახიდან, პატარა ბავშვი წაიყვანეს.

დაბლობში მაცხოვრებლებმა მთაზე ასვლა არ იცოდნენ, რადგან მთის ბილიკები მათთვის უცნობი იყო და არც ის იცოდნენ, თუ სად ცხოვრობდნენ მთიელები. მაგრამ, ამის მიუხედავად, საუკეთესო მეომრები შეაიარაღეს და ბავშვის დასაბრუნებლად, მთაში გაგზავნეს.

მეომრებმა ალპინიზმის არაერთ ხერხს მიმართეს. ხან ერთ ბილიკს იყენებდნენ და ხან მეორეს. მაგრამ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რამდენიმე დღეში, ასვლა მხოლოდ რამდენიმე ასეულ ფუტზე (1 ფუტი – 30, 48 სმ) შეძლეს.

ბოლოს მიხვდნენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. გზაში მათკენ მიმავალი, გატაცებული ბავშვის დედა დაინახეს, რომელიც მიხვდა, რომ მეომრები მთიდან ჩამოდიოდნენ და მათკენ გაემართა. როდესაც მიუახლოვდა, მეომრებმა დაინახეს, რომ მას ზურგით ბავშვი მოჰყავდა... და გაკვირვებულებმა, ერთმანეთს გადახედეს — ვერ გაიგეს, ეს როგორ უნდა მომხდარიყო?

ერთ–ერთი მამაკაცი ქალს მიესალმა და ჰკითხა:
— ჩვენ დასახლების ყველაზე ძლიერი მამაკაცები ვართ და მთაზე ასვლა ვერ მოვახერხეთ. შენ როგორ შეძელი?

ბავშვის დედამ მხრები აიჩეჩა და უპასუხა:
— უბრალოდ, ეს თქვენი შვილი არ იყო!


***


დაბადების წინა დღეს, ბავშვმა ღმერთს ჰკითხა:
— ამბობენ, რომ ხვალ დედამიწაზე მგზავნიან. მაგრამ, მე ხომ ასეთი პატარა და დაუცველი ვარ, როგორ უნდა ვიცხოვრო იქ?
ღმერთმა უპასუხა:
— მე ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც იქ დაგხვდება და ზრუნვას არ მოგაკლებს.
ბავშვი დაფიქრდა, შემდეგ კი თქვა:
— აქ მე მხოლოდ ვმღერი და ვიცინი... და ეს სრულიად საკმარისია, რომ ბედნიერი ვიყო. მაგრამ, იქ...?
ღმერთმა სათქმელი არ დაასრულებინა და უპასუხა:
— შენი ანგელოზი გიმღერებს და გაგიღიმებს, მის შენდამი, უსაზღვრო სიყვარულს იგრძნობ და ამით იქნები ბედნიერი.
— ჰო! მაგრამ, მისი ენა რომ არ ვიცი, როგორ გავიგებ რას მეტყვის? – იკითხა ბავშვმა და ღმერთს დაჟინებით შეხედა. – და რა უნდა გავაკეთო, შენთან რომ მომინდეს დაკავშირება?
ღმერთმა პატარას თავზე ხელი მსუბუქად შეახო და უთხრა:
— შენი ანგელოზი გასწავლის ლოცვას.

შემდეგ ბავშვმა იკითხა:
— გამიგონია, რომ დედამიწაზე ბოროტება არის. ვინ დამიცავს მისგან?
— შენი ანგელოზი დაგიცავს, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.
— ძალიან მოვიწყენ უშენოდ, მომენატრები…
— შენი ანგელოზი ჩემზე ყველაფერს გიამბობს და ჩემთან მოსასვლელ გზასაც გასწავლის. ასე, რომ, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
ამ დროს, დედამიწიდან ხმები შემოესმათ და ბავშვმა მაშინვე იკითხა:
— ღმერთო, მითხარი ჩემს ანგელოზს რა ჰქვია?
— ამას მნიშვნელობა არა აქვს. შენ მას დედას დაუძახებ – უპასუხა ღმერთმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მითები დელფინების შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ

* ტესტ–გამოცანები ყურადღების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)

* საოცარი ფოტოები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
143
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0