ამ სურათზე ხედავთ საჩვენებელ გამოსვლას ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნებიდან "ჯიუ-ჯიცუ", რომელსაც ამერიკელი მოცეკვავე, მსახიობი, მოდელი და პროფესიონალი მებრძოლი ივ ტორესი და რენე გრეისი უჩვენებენ დამსწრეებს.
უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, მას შემდეგ რაც ოფიციალურად გაიცა ნებართვა ჩაეტარებინათ შეხვედრები ქალ და მამაკაც მებრძოლებს შორის, მუდმივად იმარჯვებენ მამაკაცები. საინტერესო ისაა, რომ პროფესიონალ მებრძოლ ქალებს მოყვარული მებრძოლი კაცები ამარცხებენ, ძირითადად ნოკაუტით.
განვიხილოთ ამისი მიზეზები. მართალია ქალს უკეთესად შეუძლია აიტანოს ტკივილი, ამას ცხადჰყოფს ქალების მშობიარობის პროცესში ქალების მიერ მეცნიერების კვლევებით დადასტურებული აუტანელი ტკივილის გაძლება.
მაგრამ ტკივილიცაა და ტკივილიც, ქალი ფიზიოლოგიურად განსხვავდება მამაკაცისგან, ქალისთვის ძალიან მტკივნეულია ბიუსტზე მუშტის ან ფეხის მოხვედრა, როცა მამაკაც მებრძოლს ამ მხრივ არანაირი პრობლემა არა აქვს. რაც შეეხება ფეხებს შორის აკრძალულ დარტყმას, ქალებისთვისაც ძალიან მტკივნეულია ამგვარი დარტყმები, ისევე, როგორც მამაკაცებისათვის.
შებოჭვისას მამაკაცებს ქალთან შედარებით გრძელი ხელების წყალობით შეუძლია ქალ მებრძოლს მტკივნეული ილეთი ნაკლები ძალის ხარჯზე ჩაუტაროს, ვიდრე ქალმა მამაკაცს.
ახლა რაც შეეხება სხვაობას მედიცინის თვალსაზრისით ქალ და მამაკაც მებრძოლებს შორის.
მამაკაცის ფილტვების გაცილებით დიდი მოცულობისაა, რასაც ორთაბრძოლის დროს ძალიან დიდი როლი ენიჭება, მამაკაცს ფილტვების ზომების გამო არა აქვს დაღლილობისას ჰაერის უკმარისობა ქალი მებრძოლისგან განსხვავებით. ასევე ქალ მებრძოლს მამაკაც მებრძოლთან შედარებით პატარა ზომის გული აქვს, რისი წყალობითაც მამაკაცის გული მეტ სისხლს გადაქაჩავს სისხლძარღვებში და ორგანიზმს ბევრად მეტი ჟანგბადით ამარაგებს, ვიდრე ქალს მისი გული.
მენსტრუაციის არქონის გამო მამაკაცის ჰემოგლობინის დონეც გაცილებით მაღალია ვიდრე ქალი მებრძოლის, რასაც ასევე გარკვეული როლი აქვს მამაკაცების გამარჯვებაში.
აქაც საჩვენებელი გამოსვლაა და ის რასაც ხედავთ სურათზე არაა რეალური საბრძოლო ვითარება.
1994 წელს შედგა პირველი ოფიციალურად ორგანიზებული შეხვედრა კაცსა და ქალს შორის "მუაი-ტაის" საბრძოლო ხელოვნებაში.
ნიდერლანდელი პროფესიონალი მებრძოლი ქალი ლიუსია რეიკერი დადგა საბრძოლო მოედანზე ნაკლებად ცნობილი კაცი მებრძოლის სომჩაი ჯაიდის წინააღმდეგ.
მეორე რაუნდში მოყვარულმა მამაკაცმა პროფესიონალი ნიდერლანდელი ნოკაუტით დაამარცხა.
1999 წელს შედგა ისტორიის მანძილზე პირველი საერთაშორისო შეხვედრა კრივის წესებით. ამერიკელი მარგარეტ მაკგრეგორის მეტოქედ წარდგა კანადელი პროფესიონალი, არცთუ სახარბიელო მაჩვენებლით, 3 შეხვედრიდან 3 დამარცხებით.
მარგარეტი წონით და აღნაგობით მნიშვნელოვნად აღემატებოდა კანადელს და ადვილად დაამარცხა კიდეც ქულებით.
შეხვედრის ორივე მონაწილემ პრიზის სახით 1500-1500 დოლარი მიიღო.
მას შემდეგ იმართება საერთაშორისო ტურნირები, სადაც კრივის, ჭიდაობის და შერეული ბრძოლის სტილით ჩხუბობენ განსახვავებული სქესის ადამიანები.