რელიგია "აჰა შვილო ეგება აქ მაინც ცოტა რამე წაიკითხოთ. .. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი?"-ნათია ბერიძე 16 მაისი, 19:37 ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში სქრინებს აქვეყნებს, სადაც მიმოწერაში ჩანს, რომ ახალგაზრდა მრევლმა არ იცის არც ქაშუეთის წარმოშობის ისტორია: ანუ ხალხო, ვდარდობდი კანონი არ აქვთ ამათ წაკითხული-მეთქი და რა კანონი, რა კანონიი ხალხო, თითო წიგნი არ აქვთ წაკითხული ტიპებს და ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი? ქ(ვ)აშვეთი რატომ ჰქვია ტაძარს აზრზე არ არიან, აღდგა-აღსგდაზე უარესია ეს ანუ კარგი, ეკლესიაში არ დადიან, წიგნებს არ კითხულობენ, ოჯახში ამათთან არავინ აზრზე არ არის და ამათ ვინ რას ასწავლიდა მაგრამ “გუგლი-სერჩი?” ეგაც რატომ აღარ იციან.
აჰა შვილო ეგება აქ მაინც ცოტა რამე წაიკითხოთ. რას გალობთ, სად გალობთ.
“ქ(ვ)აშვეთი
ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია დგას “კომუნარების” ბაღის ტერიტორიაზე, რუსთაველის პროსპექტის დონეზე დაბლა.
გადმოცემით, უძველეს ხანაში ამ ადგილზე კერპთაყვანისმცემელთა სალოცავი-საკერპე მდგარა. პირველი ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობის ცამეტთაგან ერთ-ერთ სირიელ მისიონერს - მამა დავითის სახელს უკავშირებენ. მასვე უკავშირდება ლეგენდა ეკლესიის სახელწოდების წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთმა მონაზონმა, მაზდეანების წაქეზებით ცილი დასწამა მამა დავითს, თითქოს მისგან დაორსულებულიყოს. დავითს განუცხადებია - თუ მე ვარ დამნაშავე, ქალმა ბავშვი შვას თუ მართალი - ქვაო. ქალს ქვა უშვია. ლეგენდა ამით ხსნის სახელწოდებას - „ქვაშვეთი“.
271 2-ს მოსწონს
|