საქართველო "წითელი ტერორი" და პარალელები ჩვენს რეალობასთან 17 მაისი, 8:34 ტერორი (ლათ. terror) — «შიშს», «საშინელებას» ნიშნავს. ტერორი ასევე არის პოლიტიკური, ან სხვა მოტივით განხორციელებული ძალადობა, ან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომლის განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ნებისმიერ პარტიას ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია. თუ ვინ დაიწყო რუსეთში სამოქალაქო ომი (1917-1921 წწ.), – თეთრებმა, თუ წითლებმა, ჯერ კიდევ კამათის საგანია. ეს კი იმის მტკიცების საშუალებას არ იძლევა, რომ წითელი ტერორის მიზეზი, თეთრების მოქმედება იყო, უფრო კონკრეტულად კი, ლენინზე განხორციელებული თავდასხმა... თუმცა, ამ მხრივაც, არაერთი ეჭვი არსებობს. ბელადზე თავდასხმის ოფიციალური ვერსია, ყველასთვის ცნობილია. ის მიხელსონის ქარხანაში, მუშებთან შეხვედრის შემდეგ, 1918 წ. 30 აგვისტოს დაჭრეს და მას ფანი კაპლანმა ბრაუნით ესროლა. ეს ფაქტი, ნაჩქარევად და ზერელედ გამოიძიეს. ფანი კაპლანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 3 სექტემბერს დახვრიტეს. განაჩენი სისრულეში კრემლის კომენდანტმა პ. მალკოვმა მოიყვანა. ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავდასხმის შემდეგ, ლენინი საავადმყოფოს ნაცვლად, მის კრემლის ბინაში გადაიყვანეს. ხოლო, სახლში გამოძახებულმა ექიმმა პრესას აცნობა, რომ ჭრილობები სახიფათო არ იყო და ტყვიებს მოგვიანებით ამოუღებდნენ... და ასეც მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებაც პრესაში დაიწერა. საბჭოთა დროში, ლენინის სხეულიდან ამოღებული ტყვიების ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა და გაირკვა, რომ ტყვიები ბრაუნინგიდან არ იყო ნასროლი! დღეს, ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ლენინზე თავდასხმა ინსცენირებული იყო და მის დაგეგმვაში, ლენინიც მონაწილეობდა. ხოლო, ფანი კაპლანი, უბრალოდ, გამოიყენეს... და ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ 1918 წლის ზაფხულში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, უკმაყოფილო მუშები გაფიცვებს, ხოლო გლეხები, – ამბოხებებს აწყობდნენ. ხელისუფლება ავტორიტეტს კარგავდა. არც ესერები ჩერდებოდნენ, რომლებმაც არჩევნებზე, დამფუძნებელი კრების 715 მანდატიდან, უმრავლესობა, – 410 მანდატი მიიღეს. ხოლო, ბოლშევიკებმა ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორეს. ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1917 წ. არჩევნებზე, მხოლოდ 175 მანდატი მიიღეს, რაც ხმების 24 % იყო, კრების პირველივე სხდომაზე, ბოიკოტი გამოაცხადეს და დარბაზი დატოვეს. ხოლო, მეორე დღეს, სხდომის გასაგრძელებლად მისულ სხვა დეპუტატებს, შენობის კარი, რომელშიც სხდომათა დარბაზი იყო, დაკეტილი დახვდათ. მას ლენინის ბრძანებით, ბოქლომი დაადეს და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები დარბაზში არ შეუშვეს. ასე გააუქმა ლენინმა სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ბოლშევიკების ამგვარმა ქმედებამ, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოიწვია. იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები და ოფიციალური მონაცემებით, 1917 წლის ნოემბრიდან – 1918 წლის იანვრამდე, მხარეებს შორის დაპირისპირებას, 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200 კი დაიჭრა. შექმნილ სიტუაციაში, ბოლშევიკები ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლებას, დიდი ხნის მანძილზე ვეღარ შეინარჩუნებდნენ, თუ ქვეყანას რამე მნიშვნელოვანი მოვლენა არ «შეაჯანჯღარებდა». სწორედ ასეთი მოვლენა იყო ლენინზე თავდასხმა, რომელიც მათ «წითელი ტერორი» დაწყების უფლებს აძლევდათ. 1917 წელს ხელისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1921 წელს, წითლების გამარჯვებით დასრულდა და მათი ძალაუფლება 1991 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე დაპირისპირება თავად ხელისუფლების შტოებს შორის არ მოხდა და სსრ კავშირი არ დაიშალა. გაგრძელება >>> ამრიგად, როგორც ისტორია გვასწავლის, ტერორს ის ადამიანები მიმართავენ, ვინც უმცირესობაში არიან, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა და მასში დამკვიდრების დიდი სურვილი და ამბიცია გააჩნიათ! არხის სხვა სიახლეები:* მითები დელფინების შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ* ტესტ–გამოცანები ყურადღების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)* საოცარი ფოტოები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?215 2-ს მოსწონს 1-ს არა |
მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა ისტორიული სიმართლე მდგომარეობს შემდეგში:
ისტორიის განვითარების სხვადასხვა პერიოდებში საქართველოს ტერიტორია ხან იზრდებოდა, ხან კიდევ პატარავდებოდა...
ისტორიული ფაქტია, რომ აფხაზთა მეფემ გააერთიანა დღევანდელი საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებში არსებული სამეფო-სამთავროები და 1008 წლიდან გახდა აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III-ის სახელით...
მრავალი ომების გადატანისა და შიდა არეულობების შედეგად 1490 წელს საქართველო ოფიციალურ დაიშალა, ხოლო 1555 წლის ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულებით სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა საქართველოს ტერიტორიები შუაზე გაიყვეს.
დასავლეთ საქართველო ოსმალებმა ჩაიგდეს ხელში, აღმოსავლეთი - სპარსეთმა...
რუსეთის იმპერიამ დაწყებული მე-18 საუკუნიდან მრავალგზის წარმოებული ომების შედეგად სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს წაართვა ის ტერიტორიები, რომლებზეც არსებობს დღევანდელი საქართველო...
მე კი ერთი რაღაცა ვიცი და ვერავინ ვერ გადამათქმევინებს, გარბაჩოვის მოთრევამდე სსრკ იყო ყველაზე კარგი ქვეყანა. ეგერ თამთა კოსტავამ, მერაბ კოსტავას შვილმა, ნახა დამოუკიდებელი საქართველო ემიგრაციაში აშშ-ში იყო 12 წელი დაბრუნდა და განაცხადა მამაჩემი სტალინის გზას გაყოლოდა ჯობდაო. ბატონმა ყარამანმა სწორად გირჩიათ დაანებეთ ამ სისულელეების წერას თავი
ისტორიულ თემებზე დეპაშების სტილის სტატიები რომ იწერწება იმიტომ გვყავს ამდენი რეგვენი. ეს ხალხის დადებილების ანგლოსაქსური მეთოდია. ეგერ უკრაინას გადაუწერეს ისტორია პრეზიდენტი ებრაელი თავდაცვის მინისტრი თათარი მთავარსარდალი რუსი, ომი კი უკანასკნელ უკრაინელამდე მიდის. ასე იცის საკუთარი ისტორიის დავიწყებამ.
ქალბატონო ლალი თხვენ თუ მართლა გაინტერესებთ იმ წლებში რა მოხდა ამას მოუსმინეთ
https://www.youtube.com/watch?v=EEttEyAOjjg&ab_channel=%D0%A1%D1%83%D0%B1%D1%8A%D0%B5%D0%BA%D1%82%D0%A1%D1%82%D1%80%D0%B0%D1%82%D0%B5%D0%B3%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE%D0%94%D0%B5%D0%B9%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B8%D1%8F
თავმოყვარე ერი, ერი რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნება გააჩნია, სამუდამოდ გაანადგურებდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერი და მთავარსარდალი თავისი ავადმყოფური ამბიციების გამო დაკარგულ ქვეყნის ტერიტორიაზე იტყოდა----მერე რა მოხდა, ქვების გროვა იყოო.... სამწუხაროდ იმხელა სახელწიფოებრივი წყვეტა იყო რამდენჯერმე ჩვენს ისტორიაში, რომ შორს ვართ სახელმწიფოებრივი აზროვნებისაგან და დამახინჯებული ისტორიული ფაქტები მოგვყავს მაგალითებად და პარალელებად....
რა 24%.... რა 27%......