x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135441
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509726
"როცა ჩემს ცხოვრებაში ყველა არშემდგარი კაცის საღალატოდ გამოვედი"-იუნა შაფათავა

image

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტელესახე იუნა შაფათავა, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს "ფეისბუქზე" " მოგონებებში" ორი წლის წინანდელ ფოტოს აზიარებს, სადაც ის ხასხასა წითელ კაბაშია გამოწყობილია და წერს:



"როცა ჩემს ცხოვრებაში ყველა არშემდგარი კაცის საღალატოდ გამოვედი, 2022 წელს, ამ დღეს….
მიყვარს ეს ფოტოც, კაბაც, დღეც…
ჩვენს ცხოვრებაში არშემდგარი კაცების ღალატისთვის აღარ მცალია, ბედნიერება არ ითმენს, უნდა მიცხოვროო და იბედნიერო….
სიყვარულით სავსე დღეებს გისურვებთ მეც, ბედნიერების გარდა, რომ
არაფრისთვის გეცალოთ"-ასეთ ტექსტს ურთავს იუნა "მოგონებებს".
ორი წლის წინ კი იუნა წერდა:
"დღეს დილას ავდექი, მაყანყალებდა კლიმატის შეცვლისგან, ყავა დავლიე, ვიფიქრე ვირბენ, ოსკარს საჭმელს ვუყიდი და ჩემთვის, მერე გადავხედე ტექსტებს ტელეფონში, მოვიზომე ეს კაბა, შარშან რომ
არც ერთხელ შანსი არ მომეცა ჩამეცვა, მოვიზომე ახალი Stuart Weitzmann ფეხსაცმელი, არასოდეს რომ არ მცმია, გადავწყვიტე ეს დეას ნაჩუქარი Chanel ჩანთა დამეჭირა ხელში და გავიფიქრე, neutral Saint Laurent ჩანთა მჭირდება ამ სეზონზე, სოფიკოს დატოვებული Morganის ჟაკეტი ვიპოვე კარადაში და გავედი ქუჩაში ჩემს ცხოვრებაში ყველა არ შემდგარი მამაკაცის საღალატოდ!
აი ასეთია ქალი, გამოსული საღალატოდ! და გოგოებო, იცოდეთ ყოველთვის: დედამიწა მრგვალია და მილიარდობით მამაკაცი სულმოუთმენლად ელის ჩვენთან შეხვედრას!
image
ფაფარი გავიშალოთ და მივაწვეთ, სრული ბედნიერების მოპოვებამდე!
არანაირი კომპრომისი, ჩვენი უსაყვარლესობა უპირველეს პლანზე!
უბრალოდ სუნამო მომინდა ახალი და საკუთარ თავს საჩუქარს ვუკეთებ, მე ხომ საუკეთესოს ვიმსახურებ"
0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0