ქალი და მამაკაცი ქმარმა ცოლი ერთბაშად ორ საყვარელთან ერთად გამოიჭირა(ვიდეო) 15 მაისი, 19:27 News9Live: ინდოეთში კაცმა ცოლი ორ საყვარელთან გამოიჭირა და მის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა. ინდოეთში, უტარ პრადეშის მცხოვრებმა, ცოლი სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ორ მამაკაცთან ერთად სასტუმროს ნომერში გამოიჭირა და მის წინააღმდეგ იჩივლა. ინფორმაციას News9Live ავრცელებს. დაქორწინებული წყვილი კასგანჯიდან დაახლოებით ერთი წლის ჰანმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდა გარკვეული უთანხმოების გამო. ამის მიუხედავად, მათ განქორწინებაზე არ შეიტანეს განაცხადი. ამავდროულად, მამაკაცს ეჭვი შეეპარა, რომ ცოლი ღალატობდა და ჩუმად თვალყურს ადევნებდა ხუთშაბათს, 9 მაისს, ინდოელმა მამაკაცმა შეიტყო, რომ ქალი სასტუმროში იმყოფებოდა. მან ივარაუდა, რომ შესაძლოა ის სხვა კაცს ხვდებოდა და მოწმის სახით ნათესავი წაიყვანა. ოთახში შეიჭრნენ და ქალი ერთდროულად არა ერთ, არამედ ორ კაცთან ერთად გამოიჭირეს. მოტყუებულმა ქმარმა მობილური ტელეფონის კამერით გადაიღო რაც ნომერში ხდებოდა. მან ცოლის შეურაცხყოფა დაიწყო, შემდეგ კი ნათესავთან ერთად თავს დაესხა სამივეს. პარალელურად, ქალმა და მისმა საყვარლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციის ცნობით, დაზარალებული ორივე მხრიდან იყო. შედეგად, მამაკაცმა ცოლს უჩივლა. გამოძიების დროს გაირკვა, რომ ცოლ-ქმარი ქალაქის საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა. მეტიც, გაირკვა, რომ ქალს საყვარლები სხვადასხვა ქალაქიდან ჰყავდა მიწვეული: ერთი ღაზიაბადიდან იყო, მეორე კი ბულანშაჰრიდან. ბოლოს დავძენთ, რომ პოლიციამ მოღალატე ცოლი არ დააკავა, რადგან ინდოეთში ცოლ-ქმრული ღალატი დეკრინიმინალიზებულია და შესაბამისად რაიმე ქმედების უფლება არ აქვთ. ვიდეო იხილეთ <<ამ ბმულზე>> 661 3-ს მოსწონს
|