x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით, რატომ არის აკრძალული ტაილანდში ღამით და წვიმაში ბანაობა?

image


ტურისტები მთელი მსოფლიოდან ყოველდღიურად მიემგზავრებიან ტაილანდში საუცხოო დასვენების მოსაწყობად, რადგან ზეციური ცხოვრების ყველა სიამოვნება - იდეალურად სუფთა ოკეანე, პალმები და ქვიშიანი პლაჟები სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე იყრის თავს. ტაილანდის მიწაზე ყველაფერი ზღაპრულია, თუმცა არის ერთი დეტალი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ტაილანდის სანაპიროზე ღამით ან წვიმაში ბანაობა სასტიკად აკრძალულია. ბანაობა ტაილანდში მხოლოდ დღისით არის ნებადართული. ამის შესახებ ყოველ ფეხის ნაბიჯზე განთავსებული ნიშნებიც გვაუწყებენ. ახლად ჩასულ ტურისტებს სიფრთხილისკენ გიდები და სასტუმროს პერსონალიც მოუწოდებს.




გაინტერესებთ რაში მდგომარეობს საფრთხის მიზეზი? გიხსნით!


image


ტაილანდში, იმავე პატაიაში მაშველები და ექიმები ღამით არ მუშაობენ, ამიტომ ღამით წყალში თუ ფეხის კრუნჩხვები დაგემართათ ან ძალიან შორს გაცურეთ, იცოდეთ რომ პროფესიონალებიდან ვერავინ დაგეხმარებათ.


image


მეორე მიზეზი - ღამე საუკეთესო დროა საშიში ზღვის ბინადრებისთვის, თუნდაც იმიტომ რომ სიბნელეში ადამიანის თვალისთვის მათი შემჩნევა იოლი არ არის. ღამით ეს გათამამებული არსებები ნაპირთან ძალიან ახლოს გამოდიან. მაგალითად, შესაძლოა სრულიად მარტივად გადაეყაროთ შხამიან თევზს, საშიშ მოლუსკს ან სკაროსების (ბოლოქაცვიასებრნი) ოჯახის წარმომადგენლებს ან ღმერთმა არ ქნას ფეხი გრძელ (20 სმ-მდე) ბასრეკლებიან ზღვის ზღარბს დააბიჯოთ.


image


დღის განმავლობაში ამ ჯაგრისები არსებების შემჩნევა კამკამა წყალში საკმაოდ ადვილია, მაგრამ აი, ღამით... ზღვის ზღარბის ეკლის ფეხიდან ამოღება თქვენ ჩვეულებრივი ეკლის ამოღება არ გეგნოთ... კანიდან მისი მოცილება საკმაოდ რთულია, ვინაიდან ის საკმაოდ მყიფეა, გარდა ამისა, იწვევს ალერგიულ რეაქციებსაც. ტაილანდის წყლებში მედუზებიც სახიფათოა - აქ ისინი შავი ზღვისთვის დამახასიათებელი უწყინარი ბინადრების მსგავსნი არ არიან, რომლებთანაც შეხვედრამ შესაძლოა მაქსიმუმ უსიამოვნო შეგრძნებები დაგიტოვოთ. ტროპიკული მედუზები ძალიან სახიფათოები არიან.


image


ღამის ცურვისთვის განსაკუთრებით საშიშია მარჯნის რიფებიც - სიბნელეში მათი ბასრი კიდეებით სხეულის დაზიანება საკმაოდ მარტივია. ტაილანდში ასევე არ უნდა იბანაოთ ზღვაში წვიმის დროსაც, განსაკუთრებით წვიმიან სეზონზე, რადგან ამ დროს ტალღები უჩვეულოდ მაღალია, რომელთაც მთელი ნაგავი ნაპირისკენ გამოაქვთ.


image


კიდევ ერთი საშიშროება ეგრეთ წოდებული უკუდინებაა, რომელიც ტაილანდის სანაპიროზე იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ გახლავთ. ის არის ერთგვარი ჩამთრევი, რომლის ეშმაკობასთანაც უიღბლო ტურისტების დაღუპვის ამდენი შემთხვევაა დაკავშირებული. ღამით სანაპიროზე შეიძლება ვერც ვერავინ შეამჩნიოს როგორ ითრევს ადამიანს ტალღები ოკეანეში. ასე რომ, გაითვალისწინეთ ტაილანდში ყოფნისას ღამით ბანაობა არ ღირს. შებინდებისას სჯობს რომ აუზში იბანაოთ, სანამ მას ქიმიური წმენდისთვის დახურავენ, ან კიდევ უფრო უკეთესს შემოგთავაზებთ - სჯობს რომ ღამით უბრალოდ ვარსკვლავური ცის ცქერით დატკბეთ!








0
409
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
409