საქართველო პრეზიდენტის შემოთავაზება, რომელიც გარკვეულ კითხვებს ბადებს 13 მაისი, 13:13 გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას, ლანძღვის შემდეგ, ერთი გამოსავალი შესთავაზა. კანონის მორიგი მოსმენა, არჩევნების შემდეგ გადაიტანა, ან "კიდევ უფრო მარტივი, თქვენთვის, 1 ნოემბერს აამოქმედეთო"... ვითომ, გამოსავალი ნახა ქვეყნის პრეზიდენტმა. ვისაც კანონი წაუკითხავს, ან თუნდაც, საპარლამენტო განხილვებისთვის უდევნებია თვალი, იცის რომ მასში შავით–თეთრზე წერია, რომ კანონის თანახმად, არასამთავრობოებმა ფინანსური დეკლარაცია წელიწადში ერთხელ, დეკემბერში, ან იანვარში უნდა შეავსონ. ასე, რომ, კანონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის წლის ბოლომდე მაინც არ ამოქმედდება... და აქ ისმის კითხვა, წაკითხული აქვს, თუ არა პრეზიდენტს კანონი? ან რომ ამბობს, "არ გავაპატიოსნებო", – როგორ უნდა გააპატიოსნოს, თუ კანონთან დაკავშირებულ, ელემენტარულ საკითხებშიც კი ვერ ერკვევა, ან არ უნდა რომ გაერკვეს? P. S. თუ პრეზიდენტი თავისი უფლებით ისარგებლებს და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს, მაშინ კანონთან დაკავშირებული, არგუმენტირებული შენიშვნებიც უნდა წარმოადგინოს, რადგან ქვეყნის პრეზიდენტობა, მხოლოდ უფლება კი არ, ვალდებულებაც არის, ქვეყნის და იმ ხალხის წინაშე, რომელმაც ის აირჩია! არხის სხვა სიახლეები:* კლეოპატრას საბედისწერო შეცდომა, რომლის გამო მან სიცოცხლე და ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა* 20 ფოტო–შედევრი, რომელიც სრულიად შემთხვევით შეიქმნა* თავსატეხი, ინტელექტუალებისთვის (პასუხი აქვს)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?243 3-ს მოსწონს
|