x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138998
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
საინტერესო ინფორმაციები (მონღოლები)
image

*მონღოლთა სახელმწიფო წარმოიქმნა XIIIს-ის დასაწყისში, 1206 წელს, ცენტრალურ აზიაში. მონღოლ დიდებულთა კრებაზე - ყურულთაიზე ერთ-ერთი ტომის ბელადი თემუჩინი დიდ ყაენად ანუ მონღოლთა უზენაეს მბრძანებლად გამოაცხადეს. მას ეწოდა "ჩინგიზი", რაც შეუდრეკელს ნიშნავს.

*ცნობილია, რომ ჩინგიზ-ყაენს, უდიდეს დამპყრობელს, მხედართმთავრის ნიჭი არ გააჩნდა, სამაგიეროდ შეეძლო ზუსტად განეჭვრიტა, რამდენად ჰქონდა ამა თუ იმ ადამიანს გამარჯვების მიღწევის უნარი.

*მონღოლი მეომარი, რომელიც ბრძოლისას დახმარებას არ გაუწევდა თავისი ათეულის წევრს, სიკვდილით ისჯებოდა. გარდა ამისა, მონღოლი მშვიდობიან დროსაც ვალდებული იყო, შემწეობის გარეშე არ დაეტოვებინა თვისტომი. მათთვის უცხო იყო ქურდობა, მათ კარვები ყოველთვის ღია ჰქონდათ. ქართველი მემატიანეს ცნობით, "ტყუილი სიტყვა არა იყო მათ შორის".


*მონღოლების გამოჩენამ ევროპას თავზარი დასცა. გერმანულ ტაძრებში ასე ლოცულობდნენ: "ღმერთო დაგვიფარე თათართა მრისხანებისგან".

საფრანგეთის მეფე ლუი IX შეშინებული წერდა:"თუ ეს ხალხი, რომლებსაც თათრებს უწოდებენ, თავს დაგვესხმიან, მაშინ ან ჩვენ გავრეკავთ მათ სათათრეთში, ან ისინი ჩვენ ყველას ზეცაში გაგვაგზავნიან".

*არღუნის პირველი ვაზირი ბუღა დემეტრეს მფარველი და მოკავშირე იყო. ბუღა, ყაენის წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილეს და სიკვდილით დასაჯეს. მონღოლური სამართლის მიხედვით მისი ახლობლები და ნათესავებიც სიკვდილით უნდა დაესაჯათ და არღუნ ყაენმა დემეტრე II მიიწვია ურდოში. დემეტრემ კრება მოიწვია, რომელმაც ურჩია რომ მთიულეთში ან აფხაზეთში გახიზნულიყო. დემეტრემ კი ურდოში წასვლა ამჯობინა.

* თავდაპირველად არღუნ ყაენს ბოლომდე ვერ გადაეწყვიდა დემეტრეს სიკვდილით დასჯა, რადგან მისი შემცვლელი არ ეგულებოდა ხუტლუ ბუღა დაჰპირდა ყაენს, რომ ვახტანგს, დავით ნარინის ძეს, გადმოიყვანდა აღმოსავლეთ საქართველოში და გაამეფებდა, რის შედეგადაც აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც არღუნ ყაენი გააკონტროლებდა. ამის შემდეგ არღუნ ყაენმა დემეტრე II-ს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

*დემეტრეს გვამს მონღოლები დარაჯობდნენ, რადგან ქართველებს არ წაეღოთ. ვერავინ ვერ ბედავდა გვამის საქართველოში ჩამოტანა. მაშინ კათალიკოსმა მოისყიდა მსახურები და ღამით გვამი მოიპარეს და ჩამოაბრძანეს საქართველოში.

*დემეტრე II იყო უხვი, გლახაკთა, ქვრივთა, გაჭირვებულთა დამხმარე. დემეტრეს ერთი ჩვეულება ჰქონია: ღამით, ისე რომ არავის ეცნო მოივლიდა ქალაქის ქუჩებს და გლახაკებს ეხმარებოდა. როდესაც ღარიბ-ღატაკებმა შეიტყვეს მეფის საიდუმლო საგანგებოდ დაეხეტებოდნენ ღამღამობით, დემეტრე რომ შეხვედროდათ და მისგან მოწყალება მიეღოთ.

6
1018
12-ს მოსწონს
ავტორი:TheonaK
TheonaK
1018
  
2012, 26 ოქტომბერი, 17:17
++++++++++++++
2012, 15 ოქტომბერი, 20:28
+++++++++++++++++++++++++
2012, 15 ოქტომბერი, 20:06
გაიხარეთ , დიდი მადლობა :**
2012, 15 ოქტომბერი, 19:35
+++
2012, 15 ოქტომბერი, 18:59
კაი სტატიაა++++++
0 1 6