x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დრო არავის ინდობს: როგორ გამოიყურებიან 90 -იანების ყველაზე პოპულარული სუპერმოდელები დღეს

image


დღეს, პოდიუმის ახალი სახეები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თითქმის ყოველი მოდის კვირეულის შემდეგ "ვარსკვლავები" ხდებიან. ლამაზმანები ისე სწრაფად ანაცვლებენ ერთმანეთს, რომ ზოგჯერ ვერც კი ვასწრეთ მათი სახელების წესიერად წარმოთქმას. გასულ საუკუნეს კი ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო, საოცნებო - "ტოპ - მოდელის" სტატუსის მოსაპოვებლად გოგონებს პოდიუმზე მინიმუმ რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლაც კი უწევდათ. ლეგენდარულ სუპერმოდელებს რომლებსაც დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ სრულიად თამამად შეგვიძლია - "პოდიუმის ქალღმერთები" ვუწოდოთ. მეოცე საუკუნის ბოლოს ამ მოდელებზე მთელი მსოფლიო გიჟდებოდა, მამაკაცები კი მათ ყოველ გამოჩენაზე ჭკუას კარგავდნენ, ისინი პრაქტიკულად ყველგან იყვნენ: ტელევიზორებში, ჟურნალებში, ბილბორდებზე... თუმცა, თავადაც მოგეხსენებათ მოდელის კარიერა რამდენად ხანმოკლეა. მოდით, ვნახოთ თუ როგორ გამოიყურებიან დღეს ისინი, ვინც ერთ დროს, სრულიად დამსახურებულად სილამაზის ეტალონად ითვლებოდნენ.




კრისტი ტარლინგტონი


image


ახალგაზრდობაში გოგონა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა შენიშნა, რომელმაც მას სამოდელო ბიზნესში ჩართვა ურჩია. კრისტი ახალგაზრდობაში სპორტით აქტიურად იყო დაკავებული, განსაკუთრებით კი მას საცხენოსნო სპორტი იტაცებდა. გოგონამ მოდის სფეროში სახელი მალევე გაითქვა, ის არაერთი ცნობილი ბრენდის სახე გახდა, დღესდღეობით კი ტარლინგტონი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და იოგათია გატაცებული. 90-იანების სუპერმოდელი არაბუნებრივი სილამაზის მოწინააღმდეგეა.





ნაომი ქემბელი


image


"შავმა პანტერამ" კარიერა თხუთმეტი წლის ასაკში დაიწყო. გოგონას სამოდელო მომავალი ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან პარკში შემთხვევითმა შეხვედრამ განაპირობა. დღესდღეობით, 90-იანი წლების სუპერმოდელი 53 წლის ასაკში შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ნაომი პაპარაცების ობიექტივში დღემდე საკმაოდ ხშირად ხვდება.





სინდი კროუფორდი


image


სინდი სამოდელო ბიზნესში შემთხვევით მოხვდა, გოგონა თავისი ცხოვრების ამ სფეროსთან დაკავშირებას საერთოდ არ გეგმავდა. მომავალი ვარსკვლავი ძირითადად სიმინდის შეგროვებით იყო დაკავებული, როცა ის ფოტოგრაფმა შემთხვევით შენიშნა, სწორედ ამ ფოტოების წყალობით მიიღო მან სამსახური ერთ - ერთ სამოდელო სააგენტოში. დღეს, მოდელი მეუღლესთან, რენდი გერბერთან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება. 90 - იანი წლების ერთ - ერთი გამორჩეული მოდელი დღემდე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს.





ლინდა ევანგელისტა


image


ლინდა სანამ მოდელი გახდებოდა დიდი ხნის განმავლობაში ტანსაცმლის მაღაზიების კატალოგებისთვის პოზირებდა, თუმცა გოგონა ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოდის სახლის ერთ-ერთმა დირექტორმა შენიშნა, რის შემდეგაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დღესდღეობით, მოდელი მოკრძალებულ ცხოვრების წესს ეწევა და საზოგადოებაშიც სულ უფრო იშვიათად ჩნდება.








0
219
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
219