x
მეტი
  • 05.06.2024
  • სტატია:135109
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509450
"ფრთხილად! ანტიეროვნული მოძრაობა საარაკო ღალატისკენ მიგაქანებთ!"-ქართული კლუბის განცხადება
ქართული კლუბი, რომლის ყველა წევრი 1980-ანი წლების ბოლოს აზვირთებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანია, დიდი გულისტკივილითა და ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებულ მავნე და საშიშ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესს. ეს პროცესი ამჟამად პარლამენტიდან ქუჩაშია გადატანილი და რადიკალური პროტესტის სახეს ატარებს; ჩვენც, მაშინდელი ახალგაზრდები, გასული საუკუნის 80-იან წლებში უკომპრომისონი ვიყავით და საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მივმართავდით მშვიდობიანი პროტესტის გზას, მაგრამ დღევანდელობისგან განსხვავებით, თავისუფლებისკენ სწრაფვის ურყევი ნების გამოსახატად მოკლებულნი ვიყავით ყველა ლეგალურ შესაძლებლობას; რაც მთავარია: მაშინ ეს გახლდათ თავისუფლების მტკიცე ნება, რომელიც სრულად და უპირობოდ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაბრუნებისკენ იყო ორიენტირებული.

image

რასაც დღეს უყურებთ, ჩვენდა სავალალოდ, 1980-იანი წლებიდან დაწყებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან მხოლოდ ზედაპირული შეხება თუ აქვს და საუბედუროდ, არსებითად, ჩვენი მოძრაობის საწინააღმდეგო მოძრაობაა! ჯერ ერთი, მაშინდელი ჩვენი ახალგაზრდული შეურიგებლობა, ჟინი და აზარტი, იმდროინდელი საპროტესტო აქციები, არასდროს ყოფილა ძალადობრივი; რაც ყველაზე გულისმომკვლელია: დღევანდელი საზოგადოების ნაწილს, ერთი შეხედვით თითქოსდა იგივე, როგორც ჩვენც გვახასიათებდა, ახალგაზრდული უკომპრომისობა, ჩვენი მოძრაობის საპირისპირო, საწინააღმდეგო მხარისკენ სწორედაც აგრესიული, გამოხატვის ძალადობრივი ფორმებით, მძლავრად უბიძგებს და მიერეკება.
ასეთი ე.წ. მოძრაობა არის ანტიეროვნული მოძრაობა და მიმართულია მოპოვებული სუვერენიტეტის არა განმტკიცების, არამედ შეზღუდვის და თუ დროულად არ შევჩერდით, სულაც დაკარგვისაკენ! ეს გახლავთ იმავე უსჯულოებისკენ მიმავალი გზა, რამაც 1921 წელს თავისუფლება დაგვაკარგვინა! ეს არის იგივე საზიზღარი და ბინძური ღალატი, რაც სერგო ორჯონიკიძემ და ქართველ ბოლშევიკთა ბანდამ ჩაიდინა!
ეს გახლავთ სახელმწიფოებრიობის ძირის გამოთხრის ისეთივე ამაზრზენი დანაშაული, რამაც 1991 წელს უდიდეს ეროვნულ ტრაგედიამდე − კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ამბოხების გზით დამხობამდე და სისხლიან სამოქალაქო ომამდე, რასაც გარდაუვალად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიული ფრაგმენტაცია, მიგვიყვანა!


image


შემზარავია, როცა ქართველი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგიერთი მძიმე დაბნეულობის, რწმენისა და სჯულის დაკარგვის, პოსტმოდერნული ნიჰილიზმით შეპყრობილობის, ღირებულებითი ორიენტაციების სრული აღრევის, არცთუ მცირენი 30 ვერცხლის საფასურადაც, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა − სხვისი ფეხის ხმას აყოლილი, აქტიურად გამოეხმაურა გარეშე მტრულ ძალათა და მათი ადგილობრივი კლიენტელის − „საქართველოს მე-5 კოლონის“, დესტრუქციულ მოწოდებას და ასეთი უგუნური თავდავიწყებით, ხშირად უსჯულო გააფთრებითაც, უტევს საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ თავისუფლებას!


image

ყოველგვარ რაციონალურ არგუმენტაციას მოკლებული, გარედან შემოგდებული ყალბი, ცრუ პათოსით და დეზინფორმაციული პროპაგანდით შეგულიანებულნი, უფრო სწორად − „გარდაგულარძნებულნი“, ყოვლად უსაფუძვლო და მავნე დევიზით: „არა რუსულ კანონს!“ არა მხოლოდ აპროტესტებენ ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის სამართლიანი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ, როგორც ეს სათაურიდან იკითხება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ მიღწევაა, არამედ დესტრუქციული ქმედებებით, აშკარა ძალადობითა და რიგ შემთხვევებში ვანდალიზმის დემონსტრირებითაც, ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის არევა, სერიოზული დესტაბილიზაცია და საბოლოო ჯამში, საქართველოს უდავო, უპირობო, ხელშეუვალი და წარუვალი უფლებებისგან − ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისგან, ხელის აღებას მოითხოვენ!


image
ამ ხელშეუვალი სუვერენული უფლებების ნაწილია საქართველოს დამოუკიდებელი იურისდიქცია, რომლის ძალითაც მის ტერიტორიაზე მხოლოდ და ექსკლუზიურად ქართული კანონები მოქმედებს და ვისაც რომელიმე კანონი არ მოსწონს, კეთილი ინებოს და სიმართლის, სამართლიანობის, სამართლის − ე.ი. სჯულის, რაც დღეს კონსტიტუციურობასა და კანონიერებას ნიშნავს, გზით შეცვალოს იგი! და არა ის, რა უსჯულო გზასაც ადგანან, როცა ითხოვენ, რომ საქართველომ ხელი აიღოს საკუთარი კანონების მიღებისა და აღსრულების უპირობო უფლებაზე, რადგან ეს კანონი და მაშასადამე, ჩვენი სუვერენიტეტიც, თურმე − „რუსულია“!


image

მეტი ცინიზმი და საარაკო უსჯულოება უბრალოდ წარმოუდგენელია!

ჩვენ უკომპრომისოდ და მთელი ახალგაზრდული შემართებით თავის დროზე ვიბრძოდით სწორედაც იმიტომ და იმისთვის, რომ მიგვეღწია ამ სუვერენული უფლებებისთვის: აღგვედგინა, დაგვებრუნებინა ჩვენი სჯული − სიმართლე, სამართლიანობა და სამართალი, გვეცხოვრა მხოლოდ ჩვენი კანონებით და გარეშეს, უცხოს, არც არავის, ვინც უნდა იყოს და რაც უნდა საუკუნო ძმობას გვეფიცებოდეს, აღარ მივცემთ შესაძლებლობას ეს ჩვენი წარუვალი უფლებები, მათ შორის დამოუკიდებელი იურისდიქცია, რაიმე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს!


image
მოგიწოდებთ: შეწყვიტეთ ეს ანტიეროვნული მოძრაობა, რომელიც სერგო ორჯონიკიძისა და 1991 წლის პუტჩისტების გზისკენ მიგაქანებთ!


image

დაუბრუნდით სჯულის ერთგულების გზას: იმოქმედეთ კანონიერად და ვისაც კანონი არ მოგწონთ, მის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებული ყველა უთანხმოება ერთად გადავწყვიტოთ სიმართლის, სამართლიანობის, სამართლის გზით, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონმდებლობა გვავალდებულებს. კონკრეტულად: 5 თვეში არჩევნებია და თუკი მიგაჩნიათ, რომ ეს კანონი ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება, გააერთიანეთ ეს ამომრჩეველი და არჩევნების გზით შეცვალეთ ხელისუფლებაცა და ეს კანონიც. ეს კანონი სამართლიანია და ამიტომ, უდიდესი ალბათობით, არ გამოგივათ. თუმცა, ცდა ბედის მონახევრეა. მაინც კანონიერი გზა უნდა სცადოთ, რადგან სხვა ყველა გზა − ღალატის გზაა!

დაიცავით სჯული და სჯული დაგიცავთ თქვენ!

1
92
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
92
  
11 მაისი, 17:34
ასეთი ე.წ. მოძრაობა არის ანტიეროვნული მოძრაობა და მიმართულია მოპოვებული სუვერენიტეტის არა განმტკიცების, არამედ შეზღუდვის და თუ დროულად არ შევჩერდით, სულაც დაკარგვისაკენ! ეს გახლავთ იმავე უსჯულოებისკენ მიმავალი გზა, რამაც 1921 წელს თავისუფლება დაგვაკარგვინა! ეს არის იგივე საზიზღარი და ბინძური ღალატი, რაც სერგო ორჯონიკიძემ და ქართველ ბოლშევიკთა ბანდამ ჩაიდინა!

ამ პიდარრაასსტტმმაა დედა მოტტყყნნულმა მანქურთებმა თუ გაიმარჯვეს სერგო ორჯონიკიძე და ქართველი ბოლშევიკთა ბანდა შეიძლება ფრთებიან ანგელოზებად მოგვეჩვენოს და სანატრელიც გაგვიხდეს.

ეხ ბიძინა დიდი შეცდომა იყო კოხაბიტაცია.
0 1 1