x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ ატარებდნენ ადრე ჩინეთში მამაკაცები გაპარსულ თავზე ნაწნავს?

image

ციურ იმპერიაში იმპერიული ძალაუფლების დაცემამდე არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ყველა კაცს თავის წინა ნაწილი უნდა გადაეპარსა და კეფაზე დატოვებული თმა ნაწნავის სახით ეტარებინა. მამაკაცის ეს ორიგინალური ვარცხნილობა შეგიძლიათ ნახოთ როგორც ძველ ნახატებზე, ასევე ფოტოებსა და ისტორიულ ფილმებშიც. მაშ, საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია? რატომ შეცვალეს ჩინელებმა მის მიმართ რამდენჯერმე თავიანთი დამოკიდებულება? და რას ნიშნავდა ზოგადად ნაწნავის ტარება მოპარსულ თავზე? დღეს სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით.



თმა ან სიცოცხლე


image


გაპარსულ თავზე ნაწნავის ტარების ტრადიცია ჩინური არ იყო. მე-17 საუკუნეში ციური იმპერია მანჯუსებმა დაიპყრეს. ისინი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს არ ცდილობდნენ კანონების, რელიგიის შეცვლას ან ძალაუფლების იერარქიის გარდაქმნას. ტახტზე დინასტია შეიცვალა. მანჯურიელი მმართველი ცინის ხაზის იმპერატორების წინაპარი გახდა. დამპყრობლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩინელები ახალ იმპერატორს ბოლომდე დამორჩილებოდნენ.

image


მანჯურიელი იმპერატორი აისინგიორო სიუანე - ცინის დინასტიის მმართველი. ის ტახტზე 7 წლის ასაკში ავიდა და ქვეყნის მართვა დაიწყო დევიზით: "კანსი" ("წარმატებული" და "გაბრწყინებული"). ამის გამო, იმპერატორი "კანსის" სახელით მოიხსენიება.

ცინის დინასტიამ ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ შეძლო რომ ქვეყანა მთელ რიგ შიდა პრობლემებს განიცდიდა. ქვეყანა მძიმე კრიზისში იყო. დამპყრობლებს ციურ იმპერიაში ძალაუფლების მთელი სისტემის გაძლიერება სჭირდებოდათ. მანჯუსებმა ჩინეთში მამაკაცის ახალი ვარცხნილობა გადაწყვიტეს რომ მორჩილების სიმბოლოდ ექციათ. ყველა მათგანს თმა შუბლის ზემოთ უნდა მოეპარსა, უკან კი თმა შეეძლოთ რომ დაეტოვებინათ, თუმცა ის ნაწნავის სახით უნდა ეტარებინათ. ნაწნავის მოჭრა ან სხვა ვარცხნილობის ტარება უკანონო იყო. ნაწნავის მოჭრა ან საჭირო ადგილას თმის მოპარსვაზე უარის თქმა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ბუნტის ნიშანი იყო, რაც თავის მოკვეთით ისჯებოდა.




"ნაწნავო, გაიზარდე წელამდე"


image


თავდაპირველად ნაწნავი ეროვნული სირცხვილის სიმბოლო იყო, ვინაიდან ჩინეთი დამპყრობლებს დაემორჩილა, მაგრამ ერთი საუკუნის შემდეგ ადგილობრივები ბედს შეურიგდნენ. შუბლი თმის გარეშე და გრძელი ნაწნავი ციური იმპერიის კულტურული ტრადიციის ნაწილად და ქვეყნის ხელისუფლებისადმი მოქალაქეების ერთგულების სიმბოლოს გამოხატულებად იქცა.


image


ყოველ 10 დღეში მამაკაცები თავის ნაწილს იპარსავდნენ, კეფაზე ნაწნავი კი სულ უფრო იზრდებოდა, მისი "ბრწყინვალება" თანდათან მამაკაცების სიამაყე გახდა. თუ თმა არ იზრდებოდა ან ნაწნავი მოკლე იყო, მამაკაცები პარიკებს იყენებდნენ, რომლებსაც ცხენის თმას ან შავ აბრეშუმს უმატებდნენ. ჩინელები ტრადიციულ ვარცხნილობას ქვეყნის ფარგლებს მიღმაც ატარებდნენ, თუმცა ხელისუფლების მათ იქ უკვე აღარ ეშინოდათ.


image


მანჯუსების მიერ ჩინეთის დაპყრობამდე ჩინელები თმას საერთოდ არ იჭრიდნენ და მას ძირითადად ზემოთ აწეულს ატარებდნენ. კონფუციანური მოძღვრება სხეულს მშობლების საჩუქრად განიხილავდა და თმის ჩათვლით სხეულის ყველა ნაწილის შენარჩუნებას გულისხმობდა, თავად გრძელი თმა მამაკაცურობისა და ღვთისმოსაობის სიმბოლოდ ითვლებოდა, მისი შეჭრა კი ბარბაროსობის ტოლფასი იყო.





ნაწნავის ძირში მოჭრა


image


ნაწნავთან დაკავშირებული მორიგი გადატრიალება ჩინეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა. რევოლუციური განწყობები ერთდროულად მიმართული იყო როგორც მონარქიის, ასევე დინასტიის წინააღმდეგ, რომელსაც კიდევ ერთხელ შეახსენეს მისი მტაცებლური ბუნების შესახებ. მტკიცედ განწყობილმა ახალგაზრდებმა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად ნაწნავები ძირში მოიჭრეს. ასე მოიქცა ახალგაზრდა ლიდერი მაო ძედუნიც, როდესაც რევოლუციამ გაიმარჯვა და ჩინეთმა თავი რესპუბლიკად გამოაცხადა ცინის დინასტიის უკანასკნელმა იმპერატორმა ნაწნავი დემონსტრაციულად მოიჭრა. იმ დროს ტრადიციული ვარცხნილობა ყველაფერი მოძველებულის და ციურ იმპერიაში მისული ნებისმიერი დამპყრობლის წინააღმეგ ადამიანთა მზაობის სიმბოლოდ იქცა. მოგვიანებით, კულტურული რევოლუციის წლებში, მოკლე ვარცხნილობების გავრცელება ძალის გამოყენებითაც კი დაიწყეს.







0
926
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
926