მოგზაურობა რიჩარდ სილვერი: მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები უჩვეულო ფოკუსში 8 მაისი, 16:35 რიჩარდ სილვერმა თითქმის 7 წელი და 35 ათასი დოლარი დახარჯა ჩვენი პლანეტის ამ საოცარი პორტრეტის შესაქმნელად. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ იმოგზაურა და მოინახულა იმ ადგილების უმეტესობა, რომელთაც ტურისტები აუცილებლად სანახავად თვლიან. ეს არის ლეგენდარული ბერძნული აკროპოლისი და ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე, ცნობილი ბრუკლინის ხიდი ნიუ–იორკში და პარლამენტის შენობა ლონდონში.
იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობების უამრავი ფოტოა, რიჩარდმა შეძლო მათი სულ სხვა მხრიდან ჩვენება. tilt-shift ფოტოდამუშავების მეთოდის წყალობით აქცენტი გადადის მნახველებზე, ხოლო შენობები სათამაშოებად გამოიყურება. ამრიგად, ეიფელის კოშკი ან მაჩუ–პიქჩუ რეალური შენობების პატარა ასლებად გამოიყურება. „ამ ფოტოსერიაში ჩემთან ერთად მოგზაურობთ. ადამიანების უმეტესობას შეუძლია ამოიცნოს ის ადგილები, რომლებსაც ვიღებ. ჩემს ნამუშევრებს რომ უყურებენ და სახეზე ღიმილი უჩნდებათ, ეს ნიშნავს, რომ შვიდი წელი ტყუილად არ დამიკარგავს. ზოგიერთს არ სჯერა ჩემი მაშინაც კი, როცა ვამბობ, რომ ეს არის ნამდვილი ფოტო რეალურ ადამიანებთან ერთად. ყველაზე გავრცელებული კითხვაა, ეს მოდელია თუ რეალური შენობა? ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ზოგჯერ რთულია იმის დამტკიცება, რომ გადავიღე არა დაპატარავებული ასლი, მაგალითად, გიზის პირამიდა“ – ამბობს რიჩარდ სილვერი. რიჩარდის ნამუშევრები მუდმივად გამოფენილია ლაგრანჟის გალერეაში აშშ–ში. გიზის პირამიდები თაჯ–მაჰალი მაიას პირამიდები ჩიჩენ–იცა ატლასის მთები მაროკოში სტოუნჰენჯი, დიდი ბრიტანეთი თეთრი სახლი, ამერიკა რეიკიავიკის ფერადი სახლები, ისლანდია ტეოტიუკანი, მექსიკა ბრუკლინის ხიდი ნიუ–იორკში, აშშ ქრისტეს ქანდაკება რიო–დე–ჟანერიოში, ბრაზილია ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე ათენის აკროპოლისი, საბერძნეთი გოდების კედელი იერუსალიმში, ისრაელი მაჩუ–პიქჩუ, პერუ მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, აშშ რომის კოლოსეუმი, იტალია ხელოვნური არქიპელაგი პალმის კუნძულები დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროები ეიფელის კოშკი პარიზში, საფრანგეთი ჩინეთის დიდი კედელი აია–სოფიას ტაძარი სტამბოლში, თურქეთი ბოდჰნათჰის სტუპა, ნეპალი პარლამენტის შენობა ლონდონში, დიდი ბრიტანეთი პეტრა, კლდეში გამოკვეთილი ქალაქი, იორდანია ხელოვნების და მეცნიერების ქალაქი ვალენსიაში, ესპანეთი ტოკიოს ქუჩები, რომელიც ცნობილია თავისი გადატვირთული ტრანსპორტით და მაღალი შენობებით, იაპონია ჰა–ლონგის უბე კუანგ ნინის პროვინციაში, ვიეტნამი სანაპიროები ჰავაის კუნძულებზე ქუჩა კორეაში ტაუერის ხიდი ლონდონში, დიდი ბრიტანეთი აეროსტატები ერთ–ერთ ფესტივალზე ქარის წისქვილები საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე 156 1-ს მოსწონს |