x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
შემოდგომის ტენდენციები-ხაზს ვუსვამთ ღირსებას, ვფარავთ ნაკლს
საშემოდგომო კოლექციების ჩვენებებზე მეფობდა დიდი ზომის მოდელები: დაგრძელებული სახელოები, განიერი კაპიუშონები, ღრმა დეკოლტეები... შეიძლება ეს მორიგ უსარგებლო ტენდენციად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ამგვარად შესაძლებელია სხეულის ნაკლის დაფარვა.


ვიწრო წელს ხაზს უსვამს განიერი ქამარი, თუმცა მსგავსი აღნაგობა ბევრ ქალბატონს არ აქვს, ხოლო თუ გაგიმართლათ და ვიწრო წელის პატრონი ხართ, ყველაზე მოდური ვარიანტია შალის ქვედაბოლო, განიერი სვიტერი და კონსტრასტული ტყავის ქამარი.

image

DKNY, Michael Kors, Rachel Zoe




დახვეწილ წვივებს ხაზს გაუსვამთ ფანქარი-ქვედაბოლოს მეშვეობით. ეს მეტად უნივერსალური გზაა ყველგან და ყოველთვის შესაფერისად და მოდურად გამოიყურებოდეთ.

image

Salvatore Ferragamo, Zac Posen, J.Crew


პატარა გულ-მკერდის დაკორექტირებას გარეგნულად შეძლებთ მოცულობით სახელოების დახმარებით. განიერი სახელოებიან ზედას უფრო მოკრძალებული ვიწრო ქვედაბოლო ან ტანზე მოტმასნული შარვალი შეურჩიეთ.

image

Rochas, Balenciaga, Burberry Prorsum


განიერ თეძოებს კარგად შენიღბავს ამ სეზონზე ისევ აქტუალური არშია. არშია გარეგნულად წელსაც ავიწროვებს.

image

Christian Dior, Antonio Berardi, Bottega Veneta



ნებისმიერი ქალბატონი მოხარული იქნება საკუთარი ფეხები უფრო მოხდენილად წარმოაჩინოს. რაშიც ახალ სეზონზე დაგეხმარებათ ფართო, მაღალწელიანი, გრძელი შარვლები.

image

Rochas, Alice + Olivia, Richard Chai Love


განიერი მხრების კორექტირებას კი ყელზე შემოხვეული კაბები დაგეხმარებათ, აირჩიეთ გაშვებული, , დეკოლტე დაფარული მოდელები, რათა ყურადღება მიიპყროთ ხელებზე.

image

Ralph Lauren, Tommy Hilfiger, Alexander Wang


პატარა მკერდის მქონე ქალბატონებისთვის V-მაგვარი დეკოლტე ნამდვილი მაშველი რგოლია. ამასთან ბლუზა ან კაბა ზუსტად სხეულის ფორმაზე უნდა იყოს აჭრილი. მაქსი-ქვედაბოლო ან განიერი შარვალი კომბინაციაში ზუსტად შესაფერისი იქნება

image

Salvatore Ferragamo, Paul & Joe, Elie Saab

0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0