x
image
პრომეთე
რუსეთის საოცარი პოსტკომუნისტური იდეოლოგია.

image



























- რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის აპოლოგეტები მუდმივად ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მისი აგრესიული ნაბიჯებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ არის მიმართული.ჯერ ერთი, რომ მისი იდეოლოგია სერიოზულად განსხვავდება კომუნიზმის იდეოლოგიისაკენ, და მეორეც, არსებბობს ისეთი ძალა, როგორიცაა ინტერნეტი.იგულისხმება, რომ ეს ორი ბასტიონი უნდა გვიცავდეს ნეოსაბჭოური დიქტატურისაგან.მაგრამ ბარაქ ობამას გადამკიდენი, ჩვენ მოწმენი გავხდით იმისა, რომ ორივე სიმაგრე თავზე დაგვემხო.თითქოს ატომური ბომბი აფეთქდაო.
- ორი ამასწინდელი ფაქტი ამტკიცებს, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იდეოლოგია, ბედის ირონიით, კომუნიზმის შემცვლელად იქცა და კრემლის ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიად მოგვევლინა..არადა, ეკლესია წარსულში სწორედ კომუნიზმს დევნიდა.
- პუტინს მრავალი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ და შეუმჩნევლად შეჰყავდა ეკლესია და სასულიერო პირები მმართველ წრეებში.ახლა კი ეკლესია უკვე სარგებლობს ძალაუფლებით და ცდილობს გაანადგუროს კონკურენტი რელიგიები.
- ამ მზაკვრული მცდელობის ყველაზე დრამატულ მაგალითად იქცა მოვლენა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა.მოსკოვის მახლობლად, დაბა ნოვოკოსინოსი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შუაღამისას დაანგრიეს წმინდა სამების სახელობის ეკლესია, რომელიც ''ორმოცდაათიანელებს'' ეკუთვნოდათ.როდესაც ტაძრის წინამძვარმა სცადა, დანგრეული ეკლესიის ადგილზე, ღია ცის ქვეშ ჩაეტარებინა წირვა, იგი დააპატიმრეს და ბრალად უნებართვო პოლიტიკური მოღვაწეობა დასდეს.
- არცთუ დიდი ხნის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კრემლმა თავისი ჭეშმარიტი სახე აჩვენა ებრაელებსაც, რომლებიც ჰაბად-ლიუბავიჩის რელიგიურ სექტას განეკუთვნებოდნენ.კრემლში დაცულია 10 ათასზე მეტი წიგნი და მანუსკრიპტი, რომლებიც უღმერთო ბოლშევიკებმა ებრაელებს ჩამოართვეს.მიუხედავად ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი ამასწინდელი გადაწყვეტილებისა, კრემლი უარს ამბობს
მათ დაბრუნებაზე და ამტკიცებს, რომ ეს ყოველივე რუსეთის ''ეროვნულ მემკვიდრეობად'' იქცა.ამის გარდა, კრემლში ასევე ინახება ათასობით წიგნი, რომლებიც ნაცისტებმა ჩამოართვეს ებრაელებს, ხოლო შემდეგ წითელარმიელებმა ჩაიტანეს რუსეთში, როგორც სამხედრო ალაფი.კრემლი არც მათ დაბრუნებას აპირებს.
- ბევრი ადამიანი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ობამას ადმინისტრაციამ მხარი კრემლს დაუჭირა და არა ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც ჰაბად-ლიუბავიჩის სექტაში შედიოდნენ.ადმინისტრაციამ სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ არ დაეწესებინა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, რომელმაც არ აღასრულა სასამართლოს განკარგულება.ეს ბარაქ ობამას პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ის განუხრელად მისდევს თანამდებობაზე მოსვლის დღეიდან.
- ობამამ ღიად გვაგრძნობინა, რომ მზად არის მისცეს რუსეთს სავაჭრო პრეფერენციები ისე, რომ არც კი მოსთხოვოს ადამიანის უფლებათა დაცვის პირობა.
- პუტინი ვერც კი იოცნებებდა უკეთეს მოკავშირეზე, ვიდრე ობამაა - სწორედ ისე, როგორც ჰიტლერი ვერ უსურვებდა საკუთარ თავს იმაზე მეტს, ვიდრე მან ჩემბერლენისგან მიიღო.ობამა თავისი პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობოდა რწმენას, რომ მას შეეძლო ჯორჯ ბუშის მმართველობისას მტრად მოკიდებული რუსეთი მეგობრად და მოკავშირედ გადაექცია პოლოტიკის ''გადატვირთვის'' ეგიდით.იგი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ მათი მხრივ გამოჩენილი გაგებისა და მოქნილობის პასუხად, რუსეთი შეწყვეტდა ირანელი თუ სირიელი ტერორისტების მხარდაჭერას, რომლებსაც სძულთ ამერიკა.მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ ამის მიუხედავად, ობამა კვლავ ჯიუტად
ებღაუჭება თავის ''გადატვირთვას'' და ცდილობს დაგვაჯეროს, რომ მან ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგება, რომ აუცილებელია მას მეორე შანსი მივცეთ, რათა კვლავაც გაეფინოს პუტინის ქვეშ.

2
98
5-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
98
  
2012, 22 ოქტომბერი, 23:59
++++++
2012, 19 ოქტომბერი, 18:49
++++++++++++++++++
0 1 2