x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134918
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509313
"უფალო მოახდინე კიდევ ერთი სასწაული ამ მადლიან დღეს..."

imageსოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მოქალაქე ჯაბა საღლიანი სვანეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც ავტოვარიის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა და უფალს ევედრება, რომ დაკარგული ბავშვების ცხედრები მშობლებმა დროულად იპოვონ.


"უფალო, დიდება შენს წმინდა სახელს. დღეს ხომ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა. დღე, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია.ერთი სასწაული უკვე მოახდინა უფალმა, აბობოქრებულ მდინარეში უკვე იპოვეს ეკუნა ვიბლიანის ცხედარი. უფალო მოახდინე კიდევ ერთი სასწაული ამ მადლიან დღეს. არ მიატოვო საბას და გიორგის ცხედრები ვერაგ მდინარეში. მიეცი მათ მშობლებს შესაძლებლობა, შვილები მიაბარონ მშობლიურ მიწას. გევედრები უფალო“, - წერს სოციალურ ქსელში ჯაბა საღლიანი.



შეგახსენებთ, 3 მაისს სამი მოზარდი, ეკა და გი­ორ­გი ვიბ­ლი­ა­ნე­ბი, ასე­ვე საბა გვარ­მი­ა­ნი რომლებიც ერთმანეთს ნათესავებად ეკუთვნოდნენ, სოფელ ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ სადაც მაისობის დღესასწაული აღინიშნებოდა. სავარაუდოდ, მანქანა სველ გზაზე მოუსრიალდათ, მართვა დაკარგა და მდინარე ნაკრაში გადავარდა.


ავტომობილი, რომელიც მთლიანად განადგურებულია, უკვე იპოვეს და ამოიტანეს მდინარიდან. ბავშვების ძებნა კი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გრძელდება.
ძებნა-შველის ოპერაციას ცუდი ამინდი უშლის ხელს, რის გამო მყვინთავები მდინარეში ვერ შედიან. მაშველებთან ერთად, ძებნაში ადგილობრივები არიან ჩართული.ჯერჯერობით იპოვეს მხოლოდ ეკა ვიბლიანის ცხედარი.
0
222
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0