x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
უკარნახეს თუ არა ნონა გაფრინდაშვილს "აჩუ", რათა მხედრით სვლა გაეკეთებინა?

image

დღეს, 3 მაისს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ ქართველი მოჭადრაკეს, დიდოსტატს, პირველი ქალს, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს. 11 გუნდური და 9 პირად ოლიმპიური ოქროს მფლობელს.საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1964, 1973, 1981, 1983, 1985), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელს (1969, 1972). ჭადრაკის „ოსკარის“ პირველს მფლობელი (1982). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს ქალს ნონა გაფრინდაშვილს.



ქვემოთ გთავაზობთ ერთ საინტერესო ლეგენდას ნონა გაფრინდაშვილზე, რომელიც უკვე ათწლეულებია ხალხში არის გავრცელებული.




წლებია არსებობს ლეგენდა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფინალში შეხვედრის დროს, პოზიციაზე, სადაც კარგი იქნებოდა სვლა მხედრით, საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა მსოფლიო ჩემპიონმა ტიგრან პეტროსიანმა, რომელიც იმ შეხვედრას ესწრებოდა, "აჩუს" ჩახველებით მიანიშნა ნონა გაფრინდაშვილს, რომ ცხენით ეთამაშა, თუმცა ამ ფაქტს თავად ნონა გაფრინდაშვილი კატეგორიულად უარყოფს:


- ფინალური შეხვედრის დროს დარბაზში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით და პეტროსიანი "აჩუს" დაძახებას როგორ გაბედავდა. ეს ყველაფერი თბილისელი სომეხი ტაქსისტების მოგონილია და მეტი არაფერი.


imageფოტოზე:ტიგრან პეტროსიანი და ნონა გაფრინდაშვილი


შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილმა 2021 წელს Netflix-ს უჩივლა ფილმის "ლაზიერის გამბიტის" გამო, სადაც მასზე ცრუ ინფორმაცია იყო გავრცელებული და კომპენსაციის სახით ითხოვდა 5 მილიონ აშშ დოლარს.



“ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ მისივე სქესია, თუმცა რუსეთში მას ეს უნიკალურად არ აქცევს. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის არის ქალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ”-ასე ამბობს ფილმის დასკვნით ნაწილში, მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის კომენტატორი .როდესაც ფიქტიურ ბეტ ჰარმონიზე საუბრობს.




"მტკიცება, რომ გაფრინდაშვილი" არასოდეს შეხვედრია მამაკაცებს "აშკარად მცდარი, უხეშად სექსისტური და დამამცირებელია", აღნიშნულია გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში.


„ნეტფლიქსი“ დათანხმდა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მოგვარებაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტში“ ცილი დასწამეს. სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა,


„მხარეები მოხარულნი არიან, რომ საკითხი მოგვარებულია“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა.

.

შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.



0
681
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0