სხვა ჩოგბურთის პრინცესები 2012, 15 ოქტომბერი, 0:27 ჩოგბურთი დააოხლოებით ორი საუკუნის წინ დაიბადა. თავდაპირველად ამ სპორტს გულშმატკივართა მცირე რაოდენობა ჰყავდა.დღესდღეობით კი საჩოგბურთო ბატალიების მოყვარულთა რიცხვი რამდენიმე ათეულ მილიონს აჭარბებს.ასევე სტატისტიკით სულ უფრო იზრდება ინტერესი ქალთა ჩოგბურთისადმი, ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ხსენებულ სპორტს უამრავი ლამაზი ქალბატონი მისდევს. მათგან მხოლოდ მცირე გამოირჩევა წარმატებული სპორტული კარიერით, თუმცა ეს მათთვის ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს. მაგალითად, ანა კურნიკოვას თავისი ხანმოკლე საჩოგბურთო კარიერის მანძილზე ერთეულთა თარნიგში ერთი ტურნირიც კი არ მოუგია, თუმცა მის თამაშს უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალს და სწორედ მისი წყალობით იმატა ქალთა ჩოგბურთის პოპულარობამ, ტურნირების ორგანიზატორებიც სიამოვნებით უთმობდნენ მთავარ კორტს.ასევე შეიძლება დასახელდეს სიმონა ხალეპიც, რომელიც თავისი მიმზიდველი ფორმებით უფრო იქცევს ყურადღებას, ვიდრე საჩოგბურთო ოსტატობით.
ახლა მე მინდა გესუბროთ იმ ჩოგბურთელებზე, რომლებიც არამარტო სილამაზით, არამედ ლამაზი საჩოგბურთო სანახაობითაც ატკბობენ მაყურებლებს.
მარია შარაპოვა 2004 წელს 17 წლის ასაკში გახდა უიმბლდონის ტრიუმფატორი და იქიდან დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერაც. უიმბლდონის გარდა დანარჩენი სამი დიდი სლემების–ამერიკის, საფრანგეთის და ავსტრალიის ღია პირველობების გამარჯვებულიც გახდა, ასევე აქვს მონაგები wta-ს ეგიდით წარმოებული არაერთი ტურნირი, იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანიც, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.მარია კვლავ განაგრძობს სპორტულ კარიერას და wta-ს მსოფლიოს ჩოგბურთელთა რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ჩოგბურთის პარალელურად სამოდელო საქმიანობითაც არის დაკავებული, უშვებს თავისი სახელობის სუნამოს, აგრეთვე არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო სახეა.შარაპოვამ პირველმა მოახდინა რევოლუცია საჩოგბურთო ტანსაცმელთან დაკავშირებით, კორტებზე მუდამ გასხვავებულად და მოდურად გამოიყურება ამიტომ არის, რომ ხშირად ხვდება ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავებს შორის.
ანა ივანოვიჩი 2008 წელს გახდა საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი და ამასთანავე მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგსაც ჩაუდგა სათავეში. ამ გამარჯვებამდე ანას ნათამაშები ჰქონდა დიდი სლემის ორი ტურნირის ფინალში, მან მალე დაიმსახურა მაყურებელთა სიყვარული. გამოირჩევა სასიამოვნო გარეგნობით ხშირად ადარებენ ლივ ტაილერსა და კეტრინ ზეტა ჯონსს. აქვს დახვეწილი მანერები ეს არც არის გასაკვირი, რადგან არისტოკრატიულ ოჯახშია აღზრდილი.აქვს არაერთი კონტრაქტი გაფორმებული ცნობილ ბრენდებთან. სამწუხაროდ ძველებურად ვეღარ თამაშობს, თუმცა მისი გარეგნობა და ეშხი გულგრილს არავიც ტოვებს ამიტომ არის, რომ მას უამრავი ადამიანი ქომაგობს.
ანა ივანოვიჩი და მარია შარაპოვა ერთმანეთისგან განსხვავდებიან სათმაშო სტილითაც და გარეგნობითაც. ორივეს განსხვავებული სილამაზე და იმიჯი აქვს. მაყურებელთა სიყვარული კი მათი გამაერთიანებელია. ისინი ჩოგბურთის პრინცესები არიან! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 387 4-ს მოსწონს
|