x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დეკანოზი ილია ჭიღლაძე წყევლა-კრულვას უგზავნის ივანიშვილს და ილია მეორეს

image

ვნების შვიდეულში, უმკაცრეს მარხვის პერიოდში, დეკანოზი ილია ჭიღლაძე წყველას უთვლის ბიძინა ივანიშვილს და კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს, ამასთანავე ახალგაზრდებს სამოქალაქო ბრძოლისაკენ მოუწოდებს:


"წყეულიმცა ხარ შენ რუსო დიქტატორო ბიძინა ივანიშვილო და ივანიშვილის მონებო ქართველი ახალგაზრდების ცემისა და დარბევისათვის!

წყეულიმცა ხარ შენ ილია შიოლაშვილო და საპატრიარქოს ძუნძგლიანო ანაფოროსნებო ქართველი ერის ღალატისათვის!!!
იმდენად ისტერიაში და შიშში ხარ ბიძინა, რომ გგონია ასე დააშინებ ქართველ ერს! ვერ ეღირსები! ასჯერ და ათასჯერ დიდი საპროტესტო აქციები დაიწყება და ოქტომბრამდე ვერ მიაღწევ უბედურო სეთურო ბიძინა ბორია ივანიშვილო!!!"
ბოლო პოსტში ილია ჭიღლაძე წერს:
"რაშია ხსნა და გადარჩენა საქართველოსი და ქართველი ერისა?!
ახალი თაობა (16-23 წლის ახალგაზრდები) მაქსიმალურად უნდა დაინტერესდენ პოლიტიკით და გაიდაიბარონ პოლიტიკური პროცესები! მხოლოდ ასე შევძლებთ რუსული წუმპიდან თავის დაღწევას ქართველები! ფრთხილად უნდა იყოთ რუსეთის მიერ მართული სუსის აგენტურასთან! ბუნებრივია მათ რიგებში ცალკეული ახალგაზრდებიც იქნებიან, ქოცური წარმომავლობისანი.
ქოცი ადამიანი არაა, ის არის ჰომინიდია: ადამიანის მაგვარი გონებასუსტი მუცელღორა არსება. ქოცები კლავენ საქართველოს მომავალს! ამიტომ ეცადეთ შეგონებით, შერცხვენით, ახსნით, ჩხუბით, ირონიით, სიყვარულით და თუნდაც აგრესიით, ჭკუაზე მოიყვანოთ და შეაჯანჯღაროთ თქვენს ირგვლივ მყოფი ქოცები, ეგება ტვინი გაულღვეთ, ეგება სინდისმა გაიღვიძოს მათში და განქოცდნენ! რუსეთისთვის ყოველი ერთეული ქოცის განქოცება ერთი ნაბიჯით უკან დახევას ნიშნავს, ეს იცოდეთ, მამულიშვილნო!
მიმდინარეობს სამამულო ბრძოლა და ოქტომბრამდე გაგრძელდება, ან უფრო მალე დასრულდება, თუ აქციები ჭკვიანურად იქნება ორგსნიზებული! ამ სამოქალაქო ბრძოლით წყდება საქართველოს ბედი!
აუცილებელია პოლიტიკურმა ოპოზიციამ კატეგორიული მოთხოვნით დააჩქაროს ამერიკის და ევროპის მიერ ქოცელიტის დასანქცირება!!! ყველა ქოცი უნდა დასანქცირდეს!!!"
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ ილია ჭიღლაძეს მღვდელთმსახურება 2021 წლიდან აუკრძალა, ეკლესიის და კათალისკოს პატრიარქის მიმართ არაკორექტული გამონათქვამების გამო.
"საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის“, – ასეთი განცხადება გაკეთდა საპატრიარქოში.
0
322
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0