x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
10 არომატი, რომელიც ჩვენ მოგვწონს, კოღო კი ვერ იტანს
ზაფხულში გვინდა სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა, პარკში გასეირნება, აბიბინებული ბალახით და გაშლილი ყვავილებით ტკბობა. თუმცა კოღოებმა ყველაზე მშვენიერი დასვენებაც კი შეიძლება ჩაგიშხამოთ.



image



როგორ მოიშოროთ კოღოები? კოღომ ზაფხულის სილამაზის შეგრძნებაში ხელი რომ არ შეგიშალოთ, ნატურალური არომატები გამოიყენეთ. მათ რეცეპტებს ქვემოთ ნახავთ.



ვანილინი

image


შეურიეთ ვანილინი ბავშვის კრემს 1:10 პროპორციით და სხეულის დაუცველ ნაწილებზე წაისვით. ვანილინი შეგიძლიათ წყალში გახსნათ და შიშველ კანზე და ტანსაცმელზე შეისხუროთ.



ანისულის, მიხაკის და რეჰანის ეთერზეთები

image

მიხაკის, რეჰანის, ანისულის, ევკალიპტის ეთერზეთები დაგეხმარებათ კოღოების მოგერიებაში, თუ ღია კანზე წაისვამთ (5–10 წვეთი 1 ჭიქა წყალში) ან ჩააწვეთებთ ცეცხლის წყაროში – ბუხარში, კოცონში, არომა ნათურაში ან ცხელ ტაფაზე. ასევე ამ მცენარეების ზეთი ბამბას შეგიძლიათ წაუსვათ და ფანჯრის რაფაზე დადოთ.



ანწლის ტოტები

image

ანწლის ახალი ტოტები ოთახში მოათავსეთ – ისე აფრთხობს კოღოებს, როგორც პომიდვრის ფოთლების სუნი. ფრთხილად იყავით, ანწლის მძაფრი სუნი ძილს ხელს უშლის, ამიტომ ღამით საძინებლიდან გაიტანეთ.



მიხაკი

image

აიღეთ 5 გრამი მიხაკი 1 ჭიქა წყალზე, 15 წუთი ადუღეთ. 10 წვეთი ნახარში და 1 ს/კ ნებისმიერი ოდეკოლონი აურიეთ და სხეულის შიშველ ნაწილებზე წაისვით. 2 საათი მშვიდად შეგიძლიათ ისეირნოთ: კოღო და ქინქლი არ გაგეკარებათ.



ღვიის ტოტები

image

თუ ბუნებაში პიკნიკს გადაწყვეტთ, კოცონში ჩააგდეთ ღვიის ტოტები.



კედრის ხის ზეთი

image

კედრის ზეთის სუნი არა მხოლოდ კოღოებს, არამედ ბუზებს და ტარაკნებს მოგაშორებთ.



აბზინდის ნახარში

image

არც ერთი მწერი თქვენს სახეს არ გაეკარება, თუ აბზინდის ფესვების ნახარშით დაიბანთ. მუჭა ფესვს 1, 5 ლიტრი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 20–30 წუთი გააჩერეთ.



გვირილა

image

კოღოების წინააღმდეგ ძველი ხალხური საშუალებაა სპარსული, დალმატური ან კავკასიური გვირილა. გვირილას გამხმარი ყვავილები, ღეროები და ფოთლები, ფხვნილის სახით, მწერების ნერვულ უჯრედებს აზიანებს. საკმარისია, მთელ ბინაში რამდენიმე თაიგული მოათავსოთ.



ჭანგას ნახარში

image

ძველად კოღოს და სხვა სისხლისმსმელი მწერის დასაფრთხობად ჭანგას ფესვების ნახარშს იყენებდნენ. 1 მუჭა დაჭრილ ფესვს და ბალახს დაასხით 1, 5 ლ წყალი და 3–ჯერ აადუღეთ, რომ ნახარში ღია ყვითელი გამოვიდეს. ამ ნახარშით სახე და ხელები დაიბანეთ, არც ერთი კოღო არ შეგაწუხებთ.



რეჰანის ფოთლები

image

რეჰანის წვრილად დაჭრილი ახალი ფოთლები და ყვავილები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ოთახებში მოათავსეთ ან სხეულის შიშველ ნაწილებზე შეიზილეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

კარადაში, მაცივარში და სააბაზანოში ნახშირის ნატეხს ვინახავ: ხრიკი ახლობლებმა დააფასეს

არ ვიცოდი, რატომ დებდა ბებია საპონს ბალიშის ქვეშ. ახლა მეც ასე ვაკეთებ

ფულის რიტუალი დარიჩინიანი ყავით ხუთშაბათობით: როგორ მოვამზადოთ და რა ვთქვათ

წვრილმანები, რომლებიც სახლში წარმატებას მოგიტანთ და ენერგეტიკას გააუმჯობესებს: მარილის ნათურა, რკო

დედამიწის მოსახლეობის ყოველ მე-8 მაცხოვრებელს ობობის ეშინია - ყველაზე გავრცელებული ირაციონალური ფობიები


0
370
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
370