x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138969
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
როგორ გავთავისუფლდეთ ჭიანჭველებისაგან
თბილ ამინდებს მოჰყვება "მოუშორებელი ჭირი" ჭიანჭველა. ისინი ასობით და ათასობით შემოგვესევა ხოლმე. ვფიქრობთ რომ გავაქრეთ, მაგრამ ისევ ჩნდებიან.


გვჭირდება უსაფრთხო და თან ეფექტური საშუალებება. ერთ-ერთი ბიოლოგი და სელექციონერი გვიყვება, თუ როგორ მოაშორა მის მცენარეებს ჭიანჭველები. ამისათვის ის გვთავაზობს ბანანის კანს, რომელიც აუცილებლად მწიფე ნაყოფის უნდა იყოს, ყავისფერი ლაქებით. ის ამბობს, რომ ბანანის კანს ჭიაჭველები სიამოვნებით მიირთმევენ და ასევე მიაქთ ის "დედოფალთან", რომელიც მიირთვმევს მას და კვდება. ზუსტად რატომ ხდება ასე არავინ იცის, მაგრამ ფაქტია ბანანის კანს არასოდეს ჭამს ფუტკარი. მეტი ეფექტურობისთვის ბიოოლოგი გვთავაზობს ასეთ რეცეპტს: ნახევარ ლიტრ თბილ წყალში გავხსნათ 10გრ(1 ჩ/კ) ბორის მჟავა, მასში რამდენიმე საათით ჩავალბოთ ბანანის ქერქი, ამ დროს ბაბანის ქერქი იჟღინთება ბორის ხსნარით და ხდება მომწამვლელი ჭიანჭველებისათვის. რამდენიმე საათის შემდეგ, ან თუნდაც 1-2 დღის შემდეგ, ხელთათმანით ამოიღეთ ბანანის ქერქი, დადეთ ის თბილ ადგილას, ნიადაგზე, ან მცენარეებთან, ან იქ სადაც ელოდებით ჭიანჭველების შემოსევას.


გახსოვდეთ: "მუშა ჭიანჭველების" სიკვდილს არ აქვს აზრი, თუ არ მოკვდა თავად დედოფალი.


ეს მეთოდი ეფექტურია, რადგან კლავს მხოლოდ მავნე მწერებს, შავ ბუზებს, ჭიანჭველებს, კრაზანებს და ა.შ.



ეს მეთოდი კარგია, თუმცა რამდენიმე დღეში ბანანის კანი შავდება და არ ასრულებს მის ფუნქციას, ამიტომ შეგვიძლია გავაკეთოთ ახალ-ახალი პერიოდულად, შევინახოთ ქილებში ბანანის ქერქი და დავასხათ ბორის მჟავიანი ხსნარი.

ჭიანჭველა




0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0