x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"მის ბუენოს აირესი" 60 წლის ქალმა მოიგო, ახლა იგი "მის სამყაროსთვის" ემზადება
image

ალეხანდრა მარისა როდრიგესმა, ადვოკატმა არგენტინის ქალაქ ლა პლატადან, გაიმარჯვა სილამაზის კონკურსზე "მის ბუენოს აირესი 2024".


რა თქმა უნდა, მას ყოველწლიურად ვიღაც იგებს, მაგრამ ალეხანდრას ტრიუმფი განსაკუთრებული არის, რადგან ის 60 წლისაა. ახლა არგენტინელი "მის არგენტინის" ტიტულისკენ მიისწრაფვის დ აიქიდან " მის სამყარომდე" სულ ერთი ნაბიჯია.


სილამაზის კონკურსების წესები იცვლება დროთა განმავლობაში. შარშან "მის სამყაროსა" და მასთან დაკავშირებული სილამაზის კონკურსებზე შეიცვალა წესები. მოიხსნა ასაკობრივი ზღვარი (ადრე 28 წელს გადაცილებულებს კონკურსში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდათ).


image



სენიორიტა როდრიგესი აე არის ერთადერთი, ვინც ისარგებლა ახალი წესებით. "მის ბუენოს აირესის" ტიტულისთვის 73 წლის მონაწილეც კი იბრძოდა.


ალეხანდრა ირწმუნება, რომ მის პიროვნებაში გაიმარჯვა "ფასეულობების კომპლექტმა", რომლის გარეშეც ფიზიკური სილამაზე მხოლოდ ცარიელი ადგილია.

image

მაგრამ ადვოკატს სილამაზიზ მხრივ ყველაფერი კარგად აქვს.


თუ გადახედავთ როდრიგესის პირად გვერდს სოციალური ქსელებში, აღმოაჩენთ, რომ ის ყოველგვარი უხერხულობის გარეშე პოზირებს საცურაო კოსტიუმებში. მისი პროპორციები ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგალითად, საერთოდ არა აქვს ბრტყელი მუცელი, მაგრამ ზოგადად არგენტინელის გარეგნობა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებს.

image

ალეხანდრა ბევრს მოგზაურობს (ბოლო თვეებში იყო იტალიაში და თურქეთში), უყვარს თავისი კატები (ნორვეგიული ტყის ჯიშის) იმას ვერ ვიტყვით, რომ ფიტნესითაა დაკავებული. მხოლოდ კვირაში სამჯერ აკეთებს მსუბუქ ვარჯიშებს, სამაგიეროდ ბევრს დადის ფეხით.

image

0
240
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0