საზოგადოებრივი ოქროს მილები და ავტომობილები – როგორ გაჰქონდათ ნაცისტებს წაგებული ომის ბოლოს ნაძარცვი 1 მაისი, 8:27 ნაცისტური ოქრო და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, დღემდე უამრავი ჭორს და ვარაუდს ბადებს. გერმანია მხოლოდ დაპყრობილ ქვეყნებს კი არ ძარცვავდა, ნაცისტურებს შემოსავალი საკონცენტრაციო ბანაკებიდანაც ჰქონდათ. იმის გახსენებაც კი საკმარისია, რომ ზოდებად გადამდნარი ოქროს შემადგენლობაში, პატიმრებისთვის ჩამორთმეულ სამკაულებთან ერთად, მათთვის დაცლილი ოქროს კბილებიც იყო. ომის ბოლოს კი, როდესაც ყველასთვის აშკარა გახდა, რომ გერმანია მარცხდებოდა, ოქროს ზოდებიდან, ძვირფასი ლითონისთვის შეუსაბამო ნივთების დამზადება დაიწყეს. 1929 წელს გერმანიის ოქროს მარაგი 800 ტონას შეადგენდა. თუმცა, სამხედრო ხარჯებმა ეს რეზერვები ამოწურა და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, ნაცისტური გერმანიის ოქროს მარაგი და სავალუტო ფონდი, პრაქტიკულად, განულებული იყო. მაგრამ, ჰიტლერს ეს არ აღელვებდა, რადგან ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით მარცხდებოდნენ, რაც გერმანიას ყველანაირი რეზერვის შევსების საშუალებას აძლევდა. როგორც წესი, თითოეულ ოქროს ზოდს თავისი განსაკუთრებული ანაბეჭდი აქვს, რომელიც ინფორმაციას შეიცავს, მისი წარმოების ადგილისა და ქვეყნის შესახებ. ამიტომ, დაპყრობილი ქვეყნების ოქროს მარაგი, ნაცისტებმა პრუსიის ზარაფხანაში გადაიტანეს და იქ უკვე გერმანული ანაბეჭდით გადაადნეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზოდების ჩამოსხმისას, ისინი ომამდელი პერიოდის ბეჭედს იყენებდნენ, რომ ამ ოქროზე სრული ისტორიული საკუთრების მტკიცებულება ჰქონოდათ. იქვე ეზიდებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში მოპოვებულ ოქროს. 1942 წლის მეორე ნახევრისთვის, უკვე გერმანული ოქროს ზოდები რაიხსბანკში გადაიტანეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომის მიმდინარეობის დროს, ძალთა ბალანსი შეიცვალა, ოქრო გერმანიაში, თითქმის, ომის ბოლო დღეებამდე აგრძელებდა შედინებას. ხოლო, მისი ხელახალი დნობა, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა... და 1945 წ. კიდევ უფრო გაძლიერდა. სადნობი ქარხნები და საიუველიროს ხელოსნები კვირაში 7 დღე და დღეში სამ ცვლაში მუშაობდნენ, ანუ ოქროს გადამუშავების პროცესი, დღე–ღამის მანძილზე, ერთი წუთითაც არ გაჩერებულა. ისინი მაშინაც კი მუშაობდნენ, როდესაც მოკავშირეების ავიაცია ბერლინს ბომბავდა. რაში სჭირდებოდათ ნაცისტებს მთელი ეს მასკარადი? რატომ არ შეიძლებოდა, უბრალოდ ზოდების გატანა?.. ამ კითხვებზე პასუხი რთული არ არის. ოქროს გერმანიის საზღვრები უსაფრთხოდ უნდა დაეტოვებინა. მოკავშირეებს რომ გაეგოთ, რომ გზებზე ტონობით ოქროს ტრანსპორტირება ხდებოდა, რა თქმა უნდა, მისი კონფისკაცია მოხდებოდა. II მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში დიდი რაოდენობით სიმდიდრეს მოიყარა თავი. ხოლო შემდეგ, მისი დაცვის მიზნით, ნაცისტებმა არაერთი სამალავი შექმნეს და ბევრი მათგანი, დღემდე აღმოჩენილი არ არის... არხის სხვა სიახლეები:* ბევრი იტყვის "მოგონილიაო" – 10 რეალური ისტორიული ფაქტი* 10 კინოხრიკი, რომლის შესახებ მაყურებელმა არაფერი იცის* პასკის რეცეპტი (1 თვე ახალივით არის)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?424 2-ს მოსწონს |
MEM.GE შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია.
MEM.GE შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤