სხვა
7 შემზარავი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული
28 აპრილი, 19:29
სიკვდილი ასე თუ ისე ყველა ადამიანში გარკვეულ შიშის გრძნობას ბადებს, თუმცა ქვეცნობიერად ყველამ ვიცით რომ ის გარდაუვალია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 7 ადამიანის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც პირველივე დანახვისთანავე მნახველში უსიამოვნო განცდებს ბადებს. არის მათში რაღაც შემაძრწუნებელი და შიშისმომგვრელი.
ვეტერანი
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ჯასტუს ბელფილდმა სიკვდილის წინ თავისი უკანასკნელი ფოტოს გადასაღებად სამხედრო ფორმა ბოლოჯერ მოირგო, გარდაცვალებისას დამსახურებული მეომარი 98 წლის იყო.
უკანასკნელი სელფი
15 წლის გარი სლოკმა, დედასთან პეტრა ლანგეველდთან ერთად ეს ერთობლივი ფოტო მალაიზიის ავიახაზების "MH17"- ის ბორტზე 2014 წლის 17 ივლისს გადაიღო. რუსული წარმოების "ბუკის" რაკეტა თვითმფრინავს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ყოფნის დროს ესროლეს, დამნაშავეებმა სავარაუდოდ არ იცოდნენ, რომ თვითმფრინავმა სიგნალი დაკარგა და მას მგზავრები გადაჰყავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.
ჰიტლერი
ამბობენ, რომ ეს დიქტატორის ბოლო ფოტოა. მან თავი ბერლინის მახლობლად მდებარე ბუნკერში, 1945 წლის 30 აპრილს მოიკლა.
მკვლელის ფოტო
მანილაში (ფილიპინები) საოლქო საბჭოს 35 წლის დეპუტატმა რეინალდ დაგსამ მეუღლისთვის, ქალიშვილისა და დედამთილისთვის ფოტოს გადაღებისას შემთხვევით კადრში თავისი მკვლელი იმ დროს აღბეჭდა, როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა და მას იარაღი დაუმიზნა. წამის შემდეგ დაგსა უკვე გარდაცვლილი იყო.
გამოსამშვიდობებელი პოსტი
22 წლის მექსიკელმა გაბრიელა ერნანდეს გერამ ეს შემაძრწუნებელი სელფი თავის ფეისბუქგვერდზე 2013 წელს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უიღბლო სიყვარულის გამო თავი ჩამოიხრჩო.
სასიკვდილო ტრიუკი
ამ ფოტოს გადაღებიდან 10 წამში 17 წლის რუფერი ანდრეი რეტროვსკი 12 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა.
უკანასკნელი სელფი
21 წლის სტეფანი ერნანდესმა "Snapchat"-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი მეგობარი მამაკაცი მას იარაღს უმიზნებს. იმავე საღამოს მეგობარმა კაცმა ის თავის არეში გასროლით მოკლა.