სხვა "მეგობრული მამა"-კიმ ჩენ ინს ახალი სიმღერა მიუძღნა "ბედნიერმა" კორეელმა ხალხმა (ვიდეო) 27 აპრილი, 18:01
ჩრდილოეთ კორეაში ჩაწერეს პატრიოტული ვიდეო სიმღერაზე "მეგობრული მამა"რომელიც ეძღვნება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს კიმ ჩენ ინს.
ახალი სიმღერაში, ადიდებენ კიმ ჩენ ინს, უწოდებენ „მეგობრული მამას“ და „დიდ ლიდერს“ .ვიდეოში მონაწილე პირებს ბედნიერი, მომღიმარი და გაცისკროვნებული სახეები აქვთ. სიმღერის ვიდეოს პრემიერა შედგა ოთხშაბათს (17 აპრილს) კორეის სახელმწიფო ცენტრალურ არხზე, რა თქმა უნდა, ეს, პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მისი ავტორიტეტის გაძლიერებას. სიმღერას თან ახლავს ინგლისური სუბტიტრები: "მოდით ვიმღეროთ კიმ ჩენ ინზე, ჩვენ დიდ ლიდერზე, მოდით ვიამაყოთ კიმ ჩენ ინით, ჩვენი მეგობრული მამით"-ნათქვამია სიმღერაში, მოკლედ თანამედროვე კორეა ერთი ერთში მოგვაგონებს ბოლშევიკურ რუსეთს, (სსრკ-ს)განსაკურებით კი სტალინურ ეპოქას. იმ ჩენ ინი (კორ. 김정은, კორეული წაკითხვით - კიმ ჯონგ ინი; დ. 8 იანვარს 1982, 1983 ან 1984 წელს) არის ჩრდილოეთ კორეელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის შვილიშვილი და კიმ ჩენ ირის შვილი. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2011 წლის 17 დეკემბერს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ. ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინისა და მისი ოჯახის წევრების მმართველობის ქვეშ წარმოადგენს დიქტატურას, სადაც არ არსებობს თავისუფალი არჩევნები, ხელისუფლების ოპონენტები იდევნებიან, პრესა და ინტერნეტი სრულიად დაქვემდებარებულია რეჟიმს და არ არსებობს რელიგიის თავისუფლება. ჩრდილოეთ კორეაში არსებობს გულაგის ტიპის ციხეები და ბანაკები, რომლებშიც მილიონობით ადამიანი არის დატყვევებული და მოკლული. რეჟიმი აქტიურად იყენებს პოლიტიკური პატიმრებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის მეთოდებს, როდესაც ერთი ადამიანის დანაშაულისთვის ისჯება მისი ოჯახი და მეგობრები.[გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კიმის რეჟიმის პირობებში ჩრდილოეთკორეელები არიან „ადამიანის უფლებების სისტემატური, ფართოდ გავრცელებული და ყოვლისმომცველი დარღვევის მსხვერპლები“, ხოლო რეჟიმი ცდილობს „მისი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტის დამორჩილებასა და მათ შინაგან ტერორს ახორციელებს“. 61 3-ს მოსწონს 1-ს არა
|